"მაიამი ჰიტის" ლიდერი ამ ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, როცა ლებრონი პეკინის ტანვარჯიშის დარბაზში გამოჩნდა და მას რამდენიმე ათასი ფანი გამაყრუებელი ყიჟინით მიესალმა.
წლევანდელი ტურნე ჯეიმსისთვის განსაკუთრებულია - ის პირველად ჩავიდა ჩინეთში NBA-ს ჩემპიონის რანგში. და საერთოდაც, ლებრონს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა - ტიტულის მოგების გარდა, ის გახდა NBA-ს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე, ცოტა ხნის წინ კი კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქრო
"თავს უდიადეს ადამიანად ვგრძნობ. თქვენ იცით, რომ მოვიგე NBA-ს ჩემპიონატი, პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩები, ფინალის MVP გავხდი და ამას დავუმატე ოლიმპიადის ოქროს მედალი. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში მოხდა და ჩემი ოცნებაც ასრულდა. ეს საოცარი იყო", - გამოაცხადა დარბაზში ჯეიმსმა.
ლებრონი ჩინეთში რამდენიმე აქციაში მიიღებს მონაწილეობას - ერთ-ერთი იქნება საკალათბურთო გალა-საღამო სახელწოდებით - "იპოვნე შენი სიდიადე". ოთხი დღის განმავლობაში მაიამელი ორ ქალაქს - პეკინსა და შანხაის ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ტურნე ჰქონდა კობი ბრაიანტსაც, რომელმაც ერთ-ერთი საჩვენებელი მატჩის დროს 15 წუთში 68 ქულა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"