ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი ევროპულ ტურნეში ახლავს NBA-ის კლუბებს. სტერნმა მილანში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ადგილობრივი კლუბი "ნიუ იორკ ნიქსს" მასპინძლობდა. მთავარი საკითხი, რომელიც ჟურნალისტებს აინტერესებდათ მომავალ ზაფხულს მოსალოდნელ ლოკაუტს შეეხებოდა. თუმცა სტერნმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს კალათბურთელების გაფიცვაზე და დარწმუნებულია, რომ კლუბები და მოთამაშეთა პროფკავშირი მოილაპარაკებენ ახალი კოლექტიური შეთანხმების თაობაზე.
"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმებას ხელი მოეწეროს. ამიტომაც, გაფიცვის სავარაუდო რისკს მინიმალურად ვაფასებ", - ამბობს სტერნი.
ლიგასა და მოთამაშეებს შორის მიმდინარე კოლექტიურ ხელშეკრულებას 2011 წლის 30
ამასობაში, ლიგის ხელმძღვანელობას ევროპული ტურნეს დროს პრობლემები შეექმნა. NBA-ის კლუბებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან რეკომენდაცია მიიღეს - ევროპაში მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო თავი შეეკავებინათ ევროპაში მგზავრობისგან. თუმცა ლიგის შეფობას არ შეცვალა ევროპული ტურნეს გრაფიკი და "ბებერ კონტინენტზე" ყველა დაგეგმილი მატჩი შედგება.
როგორც ზემოთ ვთქვით, პირველი ასეთი შეხვედრა იყო "მილანი"-"ნიუ იორკ ნიქსი". აღსანიშნავია, რომ იტალიის ამ ქალაქს დიდხნიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ "ნიქსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ დ'ანტონი და ფორვარდი დანილო გალინარი.
დ'ანტონის სახელი სამუდამოდ არის შესული მილანური კლუბის ისტორიაში. მან 12 წელი (1978-90) ითამაშა ამ გუნდში და ეს პერიოდი მიიჩნევა მილანელთათვის საუკეთესოდ: იტალიის ჩემპიონის ხუთი ტიტული, ორი ჩემპიონთა თასი, საკონტინენტთაშორისო თასი, კორაჩის თასი და ორი იტალიის თასი.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, დ'ანტონი ("მილანის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი) მწვრთნელი გახდა და მშობლიური კლუბი ოთხი წელი ავარჯიშა.
რაც შეეხება გალინარის, მას სწორედ "მილანის" შემადგენლობაში ჰქონდა დებიუტი სერია A-ში. დანილომ აქ სამი სეზონი ითამაშა და შემდეგ NBA-ში წავიდა.
მილანი-ნიუ იორკი 113:125 (23:26, 29:32, 27:33, 34:34)
მ: პეჩეროვი (23+5 მოხსნა), მაჩიულისი (18+5 მოხსნა), ჯააბერი (16+7 ჩაჭრა), მანჩინელი (13), ჰოუკინსი (11).
ნ: სტაუდმაიერი (32+6 მოხსნა), გალინარი (24+7 მოხსნა), ჩენდლერი (17), რენდოლფი (16), მოზგოვი (10).