კერძოდ, ამერიკელი სპეციალისტი "ატლანტა ჰოქსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის მოვალეობებს შეასრულებს.
12 სექტემბერს ისრაელში ჩაფრინდა "ჰოქსის" მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ. ის დააკვირდება "მაკაბიში" ბლატის მუშაობის სისტემას ისრაელის მოახლოებული ჩემპიონატისა და ევროლიგის მატჩების წინ.
უნდა აღინიშნოს, რომ "ატლანტას" გენერალური მენეჯერი დანი პერი უკვე დიდი ხანია აკვირდება ბლატის წარმატებულ მუშაობას როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.
ბლატს ამჟამად სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "მაკაბისთან" და ის
რაც შეეხება რუსეთის ნაკრებთან თანამშრომლობას, ჯერჯერობით გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა ამერიკელი სპეციალისტი კონტრაქტს რუსულ მხარესთან.
ნადირობა დაიწყო
როგორც ჩანს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში "ოკლაჰომას" მცველზე - ჯეიმს ჰარდენზე ნადირობა იწყება. ცნობილია, რომ ამ დღეებში "ოკლაჰომამ" მრავალწლიანი კონტრაქტი გაუფორმა სერჟ იბაკას და სავარაუდოდ, ჰარდენის შესანარჩუნებლად თანხა არ დარჩა. ამიტომაც გააქტიურდნენ მცველის პოტენციური მყიდველები.
ცნობილმა ჟურნალისტმა მარკ შტაინმა "ტვიტერის" მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დალას მავერიქსი" და "ჰიუსტონ როკეტსი" აპირებენ განტვირთონ სახელფასო ბიუჯეტი ჰარდენის ხელში ჩასაგდებად.
როგორც იცით, მომავალ წელს ჯეიმსი თავისუფალი აგენტი გახდება და აუცილებლად მიიღებს ბევრ სარფიან წინადადებას, როგორსაც თავისი ამჟამინდელი კლუბი ვერ შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ჰარდენს შეუძლია დარჩეს "ოკლაჰომაში", თუ თავისი ფინანსური პირობების გაუმჯობესებას არ მოითხოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, 2013-14 წლების სეზონს ის სხვა გუნდში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ რეგულარულში ჰარდენი საშუალოდ 16.8 ქულას, 3.7 შედეგიან პასსა და 4.1 მოხსნას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"