თავდასხმა: საშუალოდ 106,5 ქულა - მე-3 ლიგაში
მცველი: საშუალოდ 103,4 ქულა - მე-19 ლიგაში
წინა ხაზი
ახალ სეზონში “დენვერის” თამაში ბევრი რამით იქნება საინტერესო. მაგალითად, გასარკვევია, შეძლებს თუ არა მაკგი თავისი 44-მილიონიანი კონტრაქტის გამართლებას; რას გააკეთებს გალინარი იმისთვის, რომ დაავიწყოს გულშემატკივრებს შარშანდელი ჩავარდნა; და კიდევ, ჩვენ მოწმენი გავხდებით იმისა, როგორ ეცდება კენეტ ფარიდი, მარტომ დააგროვოს უფრო მეტი მოხსნა, ვიდრე ამას მთლიანად მეტოქე გუნდი გააკეთებს.
შეფასება: 4 მინუსით
უკანა ხაზი
ანდრე იგუოდალა, სავარაუდოდ, თამაშს შემტევი მცველის პოზიციაზე დაიწყებს.
შეფასება: 4
დაცვა
გასულ სეზონში “დენვერი” მეტოქეებს ბევრი ქულის დაგროვების საშუალებას აძლევდა - საკუთარი სწრაფი თამაშის გამო. მაკგიმ, რომელიც გუნდში სრულფასოვან სეზონს ჩაატარებს, აგრეთვე წელს შეძენილმა იგუოდალამ, ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ.
შეფასება: 3
სათადარიგოთა სკამი
უილსონ ჩენდლერის დაბრუნება – შესანიშნავი გაძლიერებაა. ანდრე მილერი – სტაბილური და გამოცდილია. ასევე თადარიგში არიან: ენტონი რენდოლფი, ევან ფონიერი და ქუინსი მილერი. თუ რომელიმე ამათგანი “გაისვრის”, მაშინ “დენვერის” სკამი კონკურენტუნარიანი იქნება.
შეფასება: 4
მწვრთნელი
ჯორჯ კარლი ექსპერტია მოტივაციის დარგში. კარმელო ენტონის წასვლის შემდეგ “დენვერს” სერიოზულად არავინ აღიქვამდა. შარშანდელი სეზონის წინ არავინ ელოდა ლიდერის გარეშე დარჩენილი გუნდის ასეთ წარმატებულ თამაშს, მაგრამ კარლმა კრიტიკოსები გააჩუმა მას შემდეგ, რაც “დენვერი” პლეი ოფში გაიყვანა.
შეფასება: 5
საბოლოო შეფასება
გუნდმა კიდევ ერთხელ გადააჭარბა მოლოდინს - ისევე, როგორც შარშანწინდელ სეზონში, როცა თანაბრად ებრძოლა “ლეიკერსს” და მხოლოდ მეშვიდე მატჩში დამარცხდა. იგუოდალას შეძენა, რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაა, რომელიც მის გარეშეც მეტად შინაარსიან და გონიერ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო რთული იქნება და მეტწილად, ის დამოკიდებულია გალინარისა და მაკგის პროდუქტიულობაზე, რომელმაც დროა, იპოვოს თავისი თამაში და მოიპოვოს სტაბილურობა. რეგულარული სეზონის დადებითი ბალანსით დასრულება და პლეი ოფის პირველ სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობის მიღება – მეტად ამბიციური მიზანია, მაგრამ მართებული არ იქნება “დენვერის” ნაადრევად ჩამოწერა.
საერთო შეფასება: 4 მინუსით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"