"ლეიკერსი" ევროპულ ტურნეს აგრძელებს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის ლიდერის კობი ბრაიანტის ფანებს არ გაუმართლათ. კობიმ ახლახანს დაასრულა მუხლის ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსი და მწვრთნელები ცდილობენ ნაკლებად დატვირთონ NBA-ის ვარსკვლავი. ამიტომაც ევროპელებს პრაქტიკულად არ მიეცათ ბრაიანტის ოსტატობის ხილვის საშუალება - მაგალითად, ლონდონში კობიმ მხოლოდ ექვსი წუთი ითამაშა "მინესოტას" წინააღმდეგ, ახლა ის ბარსელონას სტუმრობს და ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ემზადება. მანამდე კი კალიფორნიული კლუბის ლიდერს გაზეთ "მარკას" კორესპონდენტი გაესაუბრა.
- რა მდგომარეობაშია თქვენი მუხლი?
- სრულ გამოჯანმრთელებამდე ნაადრევია ლაპარაკი. თუმცა
- ამერიკის ნაკრებმა 12 ოლიმპიური ჩემპიონის გარეშეც მოიპოვა თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. ასე ძლიერები არიან ამერიკელი კალათბურთელები?
- ძალიან მიხარია მაიკ კრჟიჟევსიკსა და მისი გუნდის მორიგი წარმატება. თურქეთში აშშ-ის ნაკრებს რამდენიმე რთული მეტოქე შეხვდა, რომლებსაც შეეძლოთ ცალკეულ მატჩებში ჩვენი დამარცხება, მაგრამ აშშ-ის მაინც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ჩემპიონობა. ჩვენთან მართლაც ყველაზე კარგად თამაშობენ კალათბურთს. საკმარისია გადახედოთ ბოლო სამ წელიწადში NBA-ის ჩემპიონების - "ბოსტონისა" და "ლეიკერსის" შემადგენლობებს. იქ ლეგიონერები მინიმალური რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი.
- გამოდის, რომ NBA-სა და ევროლიგის კლასის გათანაბრების შესახებ ლაპარაკი - ტყუილია? მაშინ რა საჭიროა ამ ორი ლიგის კლუბებს შორის მატჩების ჩატარება, როცა გამარჯვება წინასწარ არის ცნობილი?
- მოდით, წინასწარ ნუ გამოვაცხადებთ "ლეიკერსთან" მატჩში "ბარსელონას" დამარცხებას (ეს შეხვედრა გუშინ გაიმართა). გარდა ამისა, წინასასეზონო მატჩები შედეგისთვის არ ტარდება. აქ მთავარია, გულშემატკივართა ინტერესის გაზრდა. სხვათა შორის, მომეწონა ინგლისელი გულშემატკივრები. იქ აქტიური პუბლიკაა, არადა ლონდონში არც ერთი საკალათბურთო სუპერკლუბი არ არსებობს.
- შეიძლება დადგეს ისეთი დრო, როცა ევროპის რომელიმე კლუბში, მაგალითად, "ბარსელონაში" გააგრძელებ კარიერას?
- ევროპაში მხოლოდ ფეხბურთს თუ ვითამაშებ.
- სხვათა შორის, ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე "ბარსელონას" საფეხბურთო კლუბის ფორმა გეცვათ. ამ გუნდის გულშემატკივარი ხართ?
- საერთოდ მიყვარს ტექნიკური, შემოქმედი ფეხბურთელები, "ბარსელონაში" კი ასეთი ბევრი მოთამაშეა ლეო მესის მეთაურობით. იტალიაში გავიზარდე და რეგულარულად დავდიოდა სერია A-ს მატჩებზე. თუმცა უფრო მეტად ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატები მომწონდა. იქ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ტექნიკას.
- ამ ზაფხულს ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში "მაიამი ჰიტში" გადავიდნენ და დუეინ უეიდთან ერთად ახალი სუპერტრიო შექმნეს. თქვენ კი სამი წლით გააგრძელეთ კონტრაქტი "ლეიკერსთან" და როგორც ჩანს, მთელს პროფესიულ კარიერას ერთ გუნდში გაატარებთ. ეს გზა მართებულად მიგაჩნიათ?
- რატომაც არა, მე ხომ რამდენიმე საჩემპიონო ბეჭედი მოვიგე. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ჩემი კარიერა შედგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"