ESPN-მა ლებრონ ჯეიმსი NBA-ს საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ამ მომენტისთვის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა ESPN-მა ჩაატარა.

104-მა ექსპერტმა ათბალიანი სისტემით შეაფასა თითოეული მოთამაშის დღევანდელი დონე. ჯეიმსმა შეძლო შარშანდელი პოზიციის შენარჩუნება.

NBA-ს საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგი ESPN-ის ვერსიით:
1(1). ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი")
2(6). კევინ დურანტი ("ოკლაჰომა")
3(2). დუაიტ ჰოვარდი ("ლეიკერსი")
4(4). კრის პოლი ("კლიპერსი")
5(8). დერიკ როუზი ("ჩიკაგო")
6(7). კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი")
7(16). კევინ ლავი ("მინესოტა")
8(3). დუეინ უეიდი ("მაიამი")
9(15). რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა")
10(9). დერონ უილიამსი ("ბრუკლინი")

შენიშვნა:
ფრჩხილებში მოცემულია ადგილი 2011 წლის რეიტინგში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული