საჩვენებელი მატჩების მეორე დღეს დიდ ინტერესს იწვევდა "ბოსტონ სელტიქსში" ლეგენდარული შაკილ ო'ნილის დებიუტი. ცნობილმა ცენტრმა NBA-ში თავისი მე-19 სეზონი კარიერაში რიგით მეექვსე კლუბში დაიწყო.
შაკმა 15 წუთი დაჰყო მოედანზე და რვა ქულა დააგროვა. "ახლა ვცდილობ ახალ პარტნიორებთან შეთამაშებასა და ფორმის სწრაფად აღდგენას. მე არ ვარ გუნდში ერთადერთი ახალბედა. დღეისთვის ჩვენ "ბოსტონის" საკალათბურთო კულტურას ვითვისებთ და თან მის გამდიდრებას ვცდილობთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ო'ნილმა. "სელტიქსმა" დამაჯერებლად დაამარცხა "ფილადელფია" 93:65.
კიდევ ერთი მატჩი გაიმართა ევროპაში და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო "მინესოტამ".
ნიუ იორკ-მინესოტა 100:106
29:22, 19:25, 26:36, 26:23
ნ-ი: სტაუდმაიერი (11), რენდოლფი (14), ფილდსი (13), დუგლასი (12+3 მოხსნა), ჩენდლერი (12).
მ: ლავი (17+14 მოხსნა), უებსტერი (17), ბისლი (13+7 მოხსნა), ჯონსონი (12), რიდნური (11+8 მოხსნა), პეკოვიჩი (11+6 მოხსნა).
შარლოტი-ოკლაჰომა 93:97
25:33, 28:30, 24:22, 16:12
შ: ტომასი (16+7 მოხსნა), უოლასი (14), დიაო (14), ბრაუნი (12), ოგუსტინი (10+6 პასი).
ო: გრინი (25), ჰარდენი (16+4 პასი+5 ჩაჭრა), იბაკა (12+11 მოხსნა), დურანტი (12), მეინორი (10).
ბოსტონი-ფილადელფია 93:65
19:9, 30:13, 21:18, 23:25
ბ: რ. ალენი (14+8 მოხსნა), ერდენი (13), დევისი (13), ლასმე (12), დენიელსი (10), რონდო (4+7 პასი+3 ჩაჭრა).
ფ: იანგი (17), მიქსი (13), ჰოლიდეი (10+6 მოხსნა), უილიამსი (10).
მემფისი-ინდიანა 87:85
19:22, 26:19, 19:28, 23:16
მ: გეი (12), მაიო (11), ტაბიტი (10), მ. გასოლი (7+9 მოხსნა), კონლი (6+7 პასი), რენდოლფი (6+7 მოხსნა).
ი: ჰიბერტი (18+10 მოხსნა), მაკრობერტსი (14+7 მოხსნა), პრაისი (12).
ფინიქსი-ტორონტო 77:129
18:24, 21:31, 19:39, 19:35
ფ: დადლი (10), ნეში (9+7 პასი), თურქოგლუ (6+8 მოხსნა).
ტ: კლეიზა (20), დეროზანი (16), დორსი (13+10 მოხსნა), უიმსი (12), ჯეკი (10+7 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"