უეიდის ტრავმა ორკვირიანია

AutoSharing Option

"მაიამი ჰიტის" ლიდერ დუეინ უეიდს დაახლოებით ორი კვირის გამოტოვება მოუწევს - ასეთია იმ ტრავმის შედეგი, რომელიც მცველმა "დეტროიტთან" პირველ წინასასეზონო მატჩში მიიღო. ფლორიდელ ვარსკვლავს მუხლი აქვს დაზიანებული და ხანგრძლივი აღდგენითი კურსი მოუწევს, თუმცა სასიხარულოა ის ამბავი, რომ დუეინს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება. უახლოეს დღეებში მას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ტრავმის ხარისხს.

ამ მომენტისთვის "ჰიტის" არც ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს არ ულაპარაკია დაბრუნების ზუსტ თარიღზე, თუმცა თავად უეიდი მიიჩნევს, რომ მინიმუმ ორი კვირა ნამდვილად ვერ ითამაშებს.



კიდევ უფრო ძვირად დაუჯდა

"მაიამისა" და "დეტროიტის" შეხვედრა "პისტონზის" ფორვარდ იონას ჟერებკოს. შვედმა ლეგიონერმა აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მინიმუმ ექვსთვიანი დასვენება ესაჭიროება. ამ დღეებში კალათბურთელს ოპერაციას გაუკეთებენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ 23 წლის ჟერებკო პრაქტიკულად მთელს მომავალ სეზონს გამოტოვებს. სასტარტო ხუთეულში მის ადგილს ჩარლი ვილანუევა დაიკავებს.

გასულ წელს სკანდინავიელმა 80 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 9.3 ქულა და 6.0 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული