თავდასხმა: საშუალოდ 103,5 ქულა - მე-8 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 103,8 ქულა - 23-ე ლიგაში
წინა ხაზი
ბლეიკ გრიფინის გარშემო ხმაური არასოდეს ჩაცხრება. ახლა ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი იმ ტრავმისა, რომელიც მან გასულ სეზონში მიიღო.
დეანდრე ჯორდანიც შეეცდება აღდგენას... აბსოლუტურად ჩავარდნილი სეზონის შემდეგ. კიდევ კარგი, გუნდმა აბსოლუტურად ჯანმრთელი გრანტ ჰილი დაიმატა.
შეფასება: 4
უკანა ხაზი
კრის პოლს ექნება მორიგი მცდელობა - გახდეს სეზონის უძვირფასესი მოთამაშე. ამ სეზონში მას ამ პრიზის მიღების
ხელმძღვანელობას მხოლოდ კარგი შემტევი მცველის გაფორმება სჭირდება.
შეფასება: 4
დაცვა
"კლიპერსი" საკმაოდ პასიურია დაცვაში. გუნდმა ამ მხრივ გაცილებით კარგად უნდა ითამაშოს, რადგან შემადგენლობაში ჰყავს ერთ-ერთი ლიდერი ჩაჭრებში (კრის პოლი) და კარგი დამფარებელი (დეანდრე ჯორდანი).
მათ დაცვითი თვისებების დახვეწისთვის დრო სჭირდებათ ან ბოლომდე არ იხარჯებიან მოედანზე. გრანტ ჰილის დახმარება მისწრება იქნება.
შეფასება: 4 მინუსით
სათადარიგოთა სკამი
"კლიპერსის" სათადარიგოთა სკამი ერთ-ერთი უძლიერესია ლიგაში. ყოველ პოზიციაზე მოინახება ღირსეული შემცვლელი. თუ დაუმატებთ ამას ლამარ ოდომს, თითქმის იდეალურ ვარიანტს მივიღებთ.
შეფასება: 5
მწვრთნელი
ყველაზე დიდი ზეწოლა მომავალ სეზონში ვინი დელ ნეგროს ემუქრება. ლიგის არც ერთი მწვრთნელის მიმართ არ იქნება ასეთი ყურადღება კრიტიკოსებისა და გულშემატკივრების მხრიდან. ან ყველაფერი, ან არაფერი.
მას შეიძლება ვუსაყვედუროთ შარშანდელი რეგულარულის შედეგების გამო, მაგრამ შექებას იმსახურებს პლეი ოფის პირველი რაუნდისთვის.
შეფასება: 3
საბოლოო შეფასება
გასულ წელს "კლიპერსისგან" გაუმართლებად მაღალ შედეგებს ელოდნენ. საწვრთნელი ბანაკი თითქმის გაუცდათ, მოთამაშეები არ იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში და ზედ სეზონის დაწყების წინ მივიდა გუნდში კრის პოლი, რომელსაც, ბუნებრივია, გარკვეული დრო დასჭირდა ახალ პარტნიორებთან შესათამაშებლად.
წელს გაცილებით მეტი სირთულე იქნება. ასეთი ზეწოლა "კლიპერსის" არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია.
პრობლემა შეიძლება იყოს უკვე ნახსენები გრიფინის ტრავმა. თუ ის სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება და შეეცდება თავისი თამაშის ზოგიერთი კომპონენტის გაუმჯობესებას, "კლიპერსს" შეუძლია შარშანდელზე უკეთესი შედეგების იმედი ჰქონდეს.
საერთო შეფასება: 4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"