სეზონის წინ: "შარლოტ ბობკეტსი"

AutoSharing Option
შარლოტ ბობკეტსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 92,3 ქულა – 30-ე ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 107,8 ქულა - 30-ე ლიგაში

წინა ხაზი
მაიკლ კიდ-გილჩირსტი, ეჭვგარეშეა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მომავალი ვარსკვლავია. ბიიომბოს პროგრესი - აუცილებელი პირობაა დამდეგ სეზონში გუნდის წარმატებისთვის, ხოლო ვეტერანი ბრენდან ჰეივუდი სტაბილურობას დაუმატებს გუნდის თამაშს, რაც ასე აკლდა შარშან "ბობკეტსს".
შეფასება: 4

უკანა ხაზი
თუ დავაკვირდებით, შემტევი წყვილი - გორდონი-სეშენსი საკმაოდ გამოცდილია და ბევრჯერ დაუგროვებია მატჩში 40 ქულა; მაგრამ თუ უფრო ყურადღებით შევხედავთ, რატომღაც არც ერთი მათგანი დიდი ხანი არ დარჩენილა
წინა კლუბებში. ასე რომ, ორივეს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.
შეფასება: 3

დაცვა
ლიგის ყველაზე უარესი დაცვიდან საუკეთესომდე მისასვლელად მრავალი წელია საჭირო (თუ, რა თქმა უნდა, გუნდს "ბოსტონი" არ ჰქვია). კიდ-გილჩირსტისა და ჰეივუდის შეძენა ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
შეფასება: 3

სათადარიგოთა სკამი
ისეთი გუნდი, როგორიც "შარლოტია", თავდაპირველად უნდა გაერკვეს სასტარტო შემადგენლობაში და სტაბილური და ძლიერი უნდა გახადოს ძირითადი მოთამაშეების მოქმედება. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მას სათადარიგოთა სკამის გაძლიერებაზე ფიქრი. მხოლოდ გორდონი და ჯერალდ ჰენდერსონი დაეხმარებიან სასტარტოებს. ეს არის და ეს.
შეფასება: 2

მწვრთნელი
მაიკლ დენლოპი აქამდე არაფრით ყოფილა გამორჩეული. მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება მას არ ჰქონია. ამიტომაც აშკარად გამორჩეული ტალანტებისა და ლიდერის არყოფნაში მას დაცვაში თამაშზე მართებს მთელი ყურადღების გადატანა.
შეფასება: 3

საბოლოო შეფასება
შარშან, მატჩების საერთო რაოდენობის 11 პროცენტის მოგებით, "შარლოტ ბობკეტსი" ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე უარესი გუნდი გახდა. ამას მხოლოდ ერთი პლუსი აქვს - ახლა მხოლოდ ზემოთ წასასვლელი გზა დარჩა.

ამ გრძელი მოგზაურობის დასაწყისში ჯერ მხოლოდ ერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა - დრაფტზე კიდ-გილჩირსტის აყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო. ის შეტევების ლიდერი ვერ გახდება, მაგრამ მისი ათლეტიზმი, თამაშის სურვილი და გამარჯვებისკენ სწრაფვა აუცილებლად აქცევს "ბობკეტსის" ახალგაზრდული შემადგენლობის მთავარ ფიგურად.

ბუნებრივია, ერთადერთი სწორი ნაბიჯი - გაუმჯობესებისკენ აღებული კურსია. რაც შეეხება შედეგს, ახალ სეზონში, სავარაუდოდ, "შარლოტი" ისევ დარჩება ლიგის ყველაზე უარეს გუნდად. მნიშვნელოვანია ის, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამასთან დაკავშირებით თავად მოთამაშეებს.

და კიდევ, საინტერესოა დანლეპის მუშაობაზე დაკვირვება, რადგან დღევანდელი "შარლოტი" კარგი მასალაა.
საერთო შეფასება: 3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული