NBA-ში სიმულანტობა მკაცრად დაისჯება

AutoSharing Option
"ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ სიმულაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი წესები შემოიღო, რომელიც 2012-13 წლების სეზონიდან შევა ძალაში", - წერს NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

იტყობინებიან, რომ მატჩების დროს სიმულანტების წინააღმდეგ არანაირ სანქციას არ გაატარებენ, მაგრამ თუ სპეციალური კომისია მატჩის ვიდეოჩანაწერის დროს შესაბამის დარღვევას აღმოაჩენს, კალათბურთელს გაფრთხილებას მისცემენ. განმეორებითი დარღვევა უკვე ფულად ჯარიმას ითვალისწინებს:

მეორე დარღვევა: ჯარიმა 5 ათასი დოლარის ოდენობით;
მესამე დარღვევა: 10 ათასი დოლარი;
მეოთხე დარღვევა: 15 ათასი დოლარი;
მეხუთე დარღვევა: 30 ათასი დოლარი.

იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე მეექვსედ ან უფრო მეტჯერ
დაარღვევს წესს, გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიამ შეიძლება გაზარდოს ფულადი ჯარიმა ან დისკვალიფიკაცია გამოუტანოს კალათბურთელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული