კობი ბრაიანტი ნაკლებს ითამაშებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი დამდეგ სეზონში უფრო ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს, ვიდრე შარშან.

თავის მე-16 სეზონში კობი მოედანზე საშუალოდ 38.5 წუთს ატარებდა. კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელის, მაიკლ ბრაუნის თქმით, ახალი რეგულარული ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად, სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

"თუ საშუალება იქნება, აუცილებლად ვეცდები, შევამცირო მისი სათამაშო წუთები, რადგან 38 წუთი - ძალიან ბევრია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავად ბრაიანტი იტყვის, რომ მზად არის 48 წუთი სათამაშოდ და მართლაც, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ის გუნდს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ეხმარებოდა.

მაგრამ ახლა
სიტუაცია შეიცვალა და ვფიქრობ, "ლეიკერსს" საკმაოდ გრძელი სკამი აქვს იმისთვის, რომ ოდნავ შევუმსუბუქოთ მას დატვირთვა", - განცხადა ბრაუნმა.

საშუალოდ მატჩში 38.5 წუთი - არ არის ბრაიანტის კარიერაში უმაღლესი მაჩვენებელი. 2000-01, 2002-03, 2004-05, 2005-06 და 2006-07 წლების სეზონში "ლეიკერსის" მცველი მოედანზე 40 წუთზე მეტს ატარებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული