მილუოკი ბაქსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 102,4 ქულა - მე-16 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 102,4 ქულა - მე-17 ლიგაში
წინა ხაზი
ამ ზაფხულს გუნდმა მთელი ყურადღება წინა ხაზის გაძლიერებაზე გადაიტანა: გაცვლებით მიიღო სემ დალემბერი, დრაფტით - ჯონ ჰენსონი და გაიფორმა თავისუფალი აგენტები - ერსან ილიასოვა და ჯოელ პრჟიბილა.
შეფასება: 4 პლუსით
უკანა ხაზი
შემტევი მცველი დორონ ლემბი კენტუკის უნივერსიტეტიდან დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს. ბევრ კრიტიკოსს მიაჩნია, ის განვლილ დრაფტზე ნომერ პირველი ჩამჭრელი იყო.
ამასთან, “მილუოკის” ხელმძღვანელობა აპირებს
შეფასება: 3 მინუსით
დაცვა
“ირმებს” უკვე დიდი ხანია მოენატრათ ნორმალური მცველები სამწამიან ზონაში. ენდრიუ ბოგუტმა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ტრავმების მკურნალობა და ის “გოლდენ სტეიტში” გაცვალეს.
ამ მომენტისთვის, გუნდს საკმაოდ კარგი მცველები ჰყავთ ლიუკ მბა ა მუტეს, ეკპე უდოსა და ლარი სანდერსის სახით.
შეფასება: 4
სათადარიგოთა სკამი
ტობიას ჰარისი ორლანდოში, საზაფხულო ლიგის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა. ის, სავარაუდოდ, სასტარტო ხუთეულში მეორე ფორვარდის ადგილს დაიკავებს წასული კარლოს დელფინოს ნაცვლად.
ასევე დატოვეს გუნდი: შონ ლივინგსტონმა, ჯონ ლიუერმა და ჯონ ბროკმანმა.
შეფასება: 4 მინუსით
მწვრთნელი
ეს წელი განმსაზღვრელი გახდება “ბაქსის” სამწვრთნელო შტაბისთვის. თავად განსაჯეთ: 2012-13 წლების შემდეგ იწურება კონტრაქტები მთავარ მწვრთნელ სკოტ სკაილზთან და გენერალურ მენეჯერ ჯონ ჰემონდთან, გუნდის მფლობელი ჰერბ კოლი კი ამერიკის შეერთებული შტატების სენატს უმიზნებს.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დაასრულებს გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს.
შეფასება: 3
საბოლოო შეფასება
წარმატებული 2009-10 წლების სეზონის შემდეგ, “მილუოკისგან” ბევრს ელოდნენ, მაგრამ ენდრიუ ბოგუტის ტრავმამ არ მისცა ამ გუნდს სწორი მიმართულებით განვითარების საშუალება. შედეგად, გუნდი მესამედან მე-16 ადგილამდე დაეშვა დაცვაში თამაშის მხრივ. საბოლოოდ, ტრავმებისგან გაწამებული ავსტრალიელი ცენტრი სხვა გუნდში გაუშვეს.
ასეთ სიტუაციას არ შეიძლებოდა არ ემოქმედა ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიაზე, რომელმაც აშკარად გადაამეტა მაღალი მოთამაშეების რაოდენობით და ყურადღება არ მიაქცია შემტევ ძალებს. ახლა აქცენტი კეთდება ჯენინგსისა და ელისის ერთობლივი სრულფასოვანი სეზონის ჩატარებაზე.
დიდი იმედი აქვთ ერსან ილიასოვასი, რომელსაც ძალიან დაეხმარება ტობაიას ჰარისი. თუ წელს გუნდი ვერ მოხვდება პლეი ოფში, სამწვრთნელო შტაბი, სავარაუდოდ, სრულად შეიცვლება.
საერთო შეფასება: 4 მინუსით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"