თავდასხმა: საშუალოდ 102,4 ქულა - მე-14 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 101,7 ქულა - მე-14 ლიგაში
წინა ხაზი
დუაიტ ჰოვარდი ტრეიდით გაუშვეს და მის ადგილას გუსტავო აიონი ითამაშებს. აი, ეს არის ყველაფერი, რაც "მეჯიქმა" თავისი ლიდერის გაცვლის შედეგად მიიღო. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გუნდი ასევე დატოვა რაიან ანდერსონმა.
შეფასება: სრული ჩავარდნა
უკანა ხაზი
აარონ აფლალო, რა თქმა უნდა, ჯეისონ რიჩარდსონზე სასარგებლოა, მაგრამ, როცა აფლალოა გუნდის საუკეთესო მოთამაშე - ეს ძალიან ცუდი მომავლის მომასწავებელია. და კიდევ, ბევრმა ვერ გაიგო,
შეფასება: 2
დაცვა
დუაიტ ჰოვარდი - სამჯერ არის აღიარებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო დამცველად. გუსტავო აიონი, ძალიანაც რომ მოინდომოს, ასეთ შედეგს ვერ მიაღწევს. და კიდევ, დაისმის კითხვა: რატომ მოიშორა გუნდმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაცვის სქემების შექმნაში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი?
შეფასება: სრული ჩავარდნა
სათადარიგოთა სკამი
ერთადერთი საინტერესო მომენტი, რომელიც "ორლანდოს" ეხება, შეიძლება გახდეს დრაფტზე მე-19 ნომრად აყვანილი ენდრიე ნიკოლსონი. ამჟამად "მეჯიქში" გარდაქმნის პერიოდია და შესაძლოა, სწორედ ეს კალათბურთელი გახდეს ის ფუნდამენტი, რომლის გარშემოც დაიწყება ახალი გუნდის მშენებლობა.
შეფასება: 2
მწვრთნელი
ჟაკ ვონის ნიჭში ეჭვი არავის ეპარება. ის შეიძლება კარგ მწვრთნელად იქცეს. პრობლემა იმაშია, რომ "ორლანდოს" უკვე ჰყავდა ერთი დიადი მწვრთნელი, რომელიც იმის გამო გაანთავისუფლეს, რომ ვერ შეძლო იმ მოთამაშესთან ურთიერთობის დალაგება, რომლის გაცვლაშიც იმ მომენტისთვის ეჭვი არავის ეპარებოდა.
შეფასება: 2
საბოლოო შეფასება
როგორც ჩანს, "მეჯიქს" "შეშურდა" "შარლოტის" შარშანდელი "წარმატების". შედეგად, დუაიტ ჰოვარდის ნაცვლად, ამ გუნდმა უცნაური შევსება მიიღო აარონ აფლალოს, ელ ჰარინგტონის, მორის ჰარკლესის, ნიკოლა ვუიჩევიჩისა და კიდევ ბევრი უსარგებლო მოთამაშის სახით.
არ განიტვირთა კლუბის სახელფასო ბიუჯეტი ჰოვარდის წასვლით. მრავალმილიონიანი კონტრაქტები აქვთ გლენ დევისსა და ჰედო თურქოგლუს, ოთხწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს კლუბთან აფლალოს. არ უნდა დავივიწყოთ ჰარინგტონიც, რომელსაც კიდევ 14 მილიონი ერგება.
"ორლანდო მეჯიქი" - აშკარა აუტსაიდერია. კლუბის ახალი გენერალური მენეჯერი რობ ჰენიგანი ეცდება მოვლენათა განვითარების იმ მოდელით სვლას, რომელმაც მის ძველ გუნდს - "ოკლაჰომას" მოუტანა წარმატება.
მაგრამ მომავალ დრაფტზე პოტენციური MVP-ის აყვანა, ორი წლის შემდეგ მაღალი პიკის მიღება და სწორი არჩევანის გაკეთება - ძალიან რთული ამოცანაა. უფრო მეტიც, თითქმის შეუსრულებელი მისიაა.
საერთო შეფასება: სრული ჩავარდნა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"