"სელტიქსის" რიგებში საყოველთაო ყურადღება მიიქცია ბევრისთვის უცნობმა ფორვარდმა ჯარედ სალინჯერმა, რომელმაც ამ მატჩებში 16 და 9 ქულა დააგროვა.
ბოსტონელთა დამრიგებლის, დოკ რივერსის აღიარებით, ის ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი გუნდი ამ კალათბურთელს 2012 წლის დრაფტზე აირჩევდა.
"გასული სეზონის შუაში არც კი ვფიქრობდი, რომ მისი თამაშის ვიდეოჩანაწერებს განვიხილავდით, რადგან არ გვქონდა ჯარედის ხელში ჩაგდების შანსი, - განაცხადა ESPN-თან კომენტარში რივერსმა. - ჩვენმა გენერალურმა
* * *
კატასტროფული მარცხით დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" - კალიფორნიული გრანდი საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტთან" განადგურდა.
ამ შეხვედრაში არ უთამაშია "ლეიკერსის" ახალწვეულს, ლიგის საუკეთესო ცენტრს დუაიტ ჰოვარდს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სუპერმენი" არ აპირებს წინასასეზონო სპარინგებში მონაწილეობის მიღებას.
"თითქმის ბოლომდე ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი არ არის წინასასეზონო მატჩებში მონაწილეობა, - აცხადებს ჰოვარდი. - ვაპირებ, 100 პროცენტით აღვიდგინო კონდიციები და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემპიონატი მოვიგო".
* * *
37 წლის ვეტერანი ალენ აივერსონი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ჩინეთის ლიგაში თამაშს. როგორც ირკვევა, კალათბურთელმა ვერ გაიარა ფიზიკური მომზადებისა და ორგანიზმის ფუნქციონალური მდგომარეობის ტესტი. ექიმებმა დაადგინეს, რომ აივერსონი მზად არ არის პროფესიულ დონეზე სათამაშოდ.
ამ ზაფხულს აივერსონმა ასევე ვერ მოახერხა NBA-ს ვერც ერთ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.
ბოსტონი-მილანი 105:75
34:31, 21:11, 26:17, 24:16
ბ: რონდო (17+6 პასი), გრინი (17), პირსი (14), ტერი (11), ბასი (11+8 მოხსნა), ლი (11).
მ: ბურუსისი (15+14 მოხსნა), ჯენტლი (11+6 პასი), ჰეირსტონი (11), ჰენდრიქსი (10).
შარლოტი-ვაშინგტონი 100:88
28:20, 28:22, 21:22, 23:24
შ: ჰენდერსონი (19), მულენსი (18+8 მოხსნა), გორდონი (16), სეშენსი (14+5 მოხსნა+5 პასი), კიდ-გილჩრისტი (12+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ვ: ბილი (18), უებსტერი (18), სერაფინი (11).
ატლანტა-მაიამი 92:79
19:26, 28:19, 23:21, 22:13
ა: სმიტი (21), უილიამსი (18), სტივენსონი (11).
მ: ბოში (22+ 6 მოხსნა), კოული (13), ჯეიმსი (6 მოხსნა+6 პასი), ალენი (10+5 პასი+3 ჩაჭრა).
ნიუ ორლეანი-ორლანდო 85:80
16:18, 15:28, 23:20, 31:14
ნ-ო: რობერტსი (17), რივერსი (10), ტომასი (10).
ო: მური (16+7 პასი), დევისი (13+5 პასი), აიონი (12+6 მოხსნა).
ლეიკერსი-გ. სტეიტი 83:110
26:17, 30:32, 10:37, 17:24
ლ: უორლდ პისი (10), ბრაიანტი (10), ჰილი (10).
გ-ს: ლი (19+7 მოხსნა), ტომპსონი (18), ლენდრი (13), ბარნსი (13).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"