კობი ბრაიანტი: ალბათ, 2014-ში წავალ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა თავისი თაყვანისმცემლებისთვის არასასიამოვნო განცხადება გააკეთა.

ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი აქტიურ კარიერას მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დაასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მისი ხელშეკრულება კლუბთან 2014 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

"ასეთ ასაკში ძალიან რთულია მაღალ დონეზე თამაში, ფორმისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება და სათამაშოდ მუდმივი მზადყოფნა.

36 წლის ასაკში მცველისთვის კარგი თამაში ძალიან რთულია. თუმცა ჯერ არაფერში არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული", - ამბობს ბრაიანტი ამერიკულ პრესასთან კომენტარში.

კობი ამჟამად თავის კლუბთან ემზადება ახალი სეზონისთვის და 9 ოქტომბერს ახალი მანქანით გამოცხადდა
ვარჯიშზე.

ვარსკვლავის ახალი ავტომობილია - Ferrari 458 Spider. ბრაიანტმა ავტო ამ დღეებში 300 ათას დოლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ "ლეიკერსის" ლიდერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.

2012-13 წლების სეზონში ის დაახლოებით 28 მილიონ დოლარს მიიღებს.

* * *

ამასობაში "ლეიკერსის" ყოფილმა დამრიგებელმა, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა აღიარა, რომ სავარაუდოდ, არ განაახლებს სამწვრთნელო კარიერას. მანვე ისიც დაამატა, რომ უარს არ იტყოდა რომელიმე გუნდის გენერალური მენეჯერის პოსტის ჩაბარებაზე.

"ჩემთვის საინტერესო იქნებოდა გუნდის ორგანიზებაში ძალების მოსინჯვა, შემადგენლობის შიგნით სათანადო ატმოსფეროს შექმნა, კლუბის მწვრთნელებთან და სკაუტებთან მუშაობა, - ამბობს ESPN-თან საუბარში ჯექსონი. - ეს მართლაც მაინტერესებს. ეს არის ერთადერთი სამუშაო კალათბურთში, რომლის გამკლავება შემიძლია. მთავარი მწვრთნელი ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს კალათბურთელების გვერდით. ფიზიკურად მე ასეთ დატვირთვებს ვერ გადავიტან".

* * *

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილმა ვარსკვლავმა ტრეისი მაკგრეიდიმ ვერ შეძლო NBA-ში კლუბის მოძებნა და ჩინეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.

როგორც yahoo! sports წერს, თითქმის გადაწყვეტილია ტი-მაკის ამ ქვეყანაში გადასვლა. ვეტერანი მცველი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინური ლიგის ბინადარ "ქსინდაოსთან" და პრაქტიკულად, შეთანხმებულია ერთწლიანი კონტრაქტის დეტალები.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში მაკგრეიდის ბოლო კლუბი "ატლანტა ჰოქსი" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული