ამაზე სტატისტიკაც კარგად მეტყველებს - NBA Europe Live-ის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში კატალონიური კლუბი არასოდეს დამარცხებულა.
"ბარსას" აქამდე "ფილადელფია სიქსერზთან" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ჰქონდა მოგებული, ახლა კი საკუთარ "პალაუ სანტ ხორდიზე" "დალას მავერიქსი" დაამარცხა, თანაც 14-ქულიანი უპირატესობით - 99:85.
"ბარსელონა" დიადი გუნდია. ისინი კარგად ათამაშებდნენ ბურთს და კარგად მოძრაობდნენ. მათ უპირატესობა ჰქონდათ. "ბარსა" NBA-ს გუნდია", - განაცხადა "დალასის" მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.
ამერიკელთა გასამართლებლად იმის თქმა შეიძლება, რომ "დალასს"
"კოვბოების" ლიდერი აპირებდა მოედანზე გასვლას, მაგრამ ბოლო ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა.
პირველ მეოთხედში "ბარსელონას", ფაქტობრივად, მარტო ებრძოდა კრის კამანი, რომელმაც რვა ქულა დააგროვა. მასპინძლებმა თამაშის ეს მონაკვეთი ორი ქულით მოიგეს - 21:19. მატჩის სურათი მეორე მეოთხედში არ შეცვლილა და დიდი შესვენებისთვისაც "ბარსელონას" ორქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა.
თამაშის ბედი კი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როცა ეს 10 წუთი მასპინძლებმა 32:16 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 18-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. ამის შემდეგ "მავერიქსს" არ ჰქონია მატჩის გადარჩენის შანსი, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ბოლო მონაკვეთი მან ოთხი ქულით მოიგო.
შეიძლება დავასახელოთ "დალასის" მარცხის რამდენიმე მიზეზი. მაგალითად, "ბარსელონას" მოხსნებში დიდი უპირატესობა ჰქონდა: 52:40. გარდა ამისა, ხუან კარლოს ნავარომ ხუთი სამქულიანი ჩააგდო - ორით მეტი, ვიდრე "მავერიქსის" ერთად აღებულმა ყველა კალათბურთელმა.
რაც შეეხება დირკ ნოვიცკის ტრავმას, გერმანელმა ვარსკვლავმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დაზიანება ხელს არ შეუშლის სეზონისთვის ნორმალურად მზადებაში.
"შარშანაც მქონდა მუხლთან დაკავშირებით ასეთი პრობლემები. ორჯერ ჩავატარეთ საჭირო პროცედურები და მუხლს აღარ შევუწუხებივარ. იმედია, შემდეგ კვირას ყველაფერი ნორმალურად იქნება და შევძლებ სრული სეზონის ჩატარებას. ძალიან მინდოდა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში, მაგრამ არ ღირდა სეზონისწინა მატჩის გამო რისკზე გასვლა", - განაცხადა ნოვიცკიმ.
"დალასი" ახლა შინ ბრუნდება და 15 ოქტომბერს კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს "ჰიუსტონის" წინააღმდეგ. "მავერიქსი" რეგულარულ სეზონს 30 ოქტომბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" მატჩით გახსნის.
ბარსელონა-დალასი 99:85
21:19, 21:21, 32:16, 25:29
ბ: მაიკლი (19+6 მოხსნა), ნოვიცკი (19), ჯავაი (13+6 მოხსნა), ტომიჩი (12+10 მოხსნა).
დ: კამანი (15+10 მოხსნა), კოლისონი (14), ბრენდი (10).
კლივლენდი-მილუოკი 80:97
23:25, 18:27, 24:26, 15:19
კ: მაილზი (18+3 ჩაჭრა), ირვინგი (16+5 მოხსნა).
მ: ჯენინგსი (15+7 პასი), ელისი (15+5 პასი), დანლივი (12+3 ჩაჭრა), ჰარისი (11), დენიელსი (10+6 მოხსნა).
ჩიკაგო-მემფისი 92:88
26:28, 23:24, 32:13, 11:23
ჩ: დენგი (18), ჰემილტონი (13), მოჰამედი (13+12 მოხსნა), რობინსონი (13), ნოა (10+ 7 მოხსნა).
მ: ჯორდანი (13+5 მოხსნა), მიურეი (11).
ნიუ ორლეანი-შარლოტი 97:82
35:28, 11:29, 28:8, 23:17
ნ-ო: დევისი (22+9 მოხსნა), ლოპესი (18+13 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (15), რივერსი (13), ამინუ (12).
შ: გორდონი (15), მულენსი (14+6 მოხსნა), კიდ-გილჩრისტი (10), უოკერი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"