"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ზედიზედ მეორე საჩვენებელი შეხვედრა წააგო. ამჯერად NBA-ის ჩემპიონი ევროლიგის საუკეთესო გუნდთან - "ბარსელონასთან" დამარცხდა, რომელმაც მატჩის მსვლელობისას შეძლო 12-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება.
ბარსელონაში გამართულ შეხვედრას კალიფორნიელები თავიდანვე სერიოზულად მოეკიდნენ. სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა კობი ბრაიანტი, რომელმაც პირველი ქულა საჯარიმო ტყორცნით მოიპოვა. პაუ გასოლთან ერთად კობიმ ძალიან გააწვალა კატალონელთა დაცვა და ესპანელ ლეგიონერს პირველ მეოთხედში 13 ქულის დაგროვებაში დაეხმარა. მაგრამ "ბარსამ" ამ დუეტს ხუან კარლოს ნავარო დაუპირისპირა, რომელიც არ შეუშინდა სტუმართა დაცვას და თავისი აქტიური მოქმედებით პარტნიორებს პირველ მეოთხედში 6-ქულიანი
მეორე 10-წუთეულში ლიდერებმა პაუზის აღება გადაწყვიტეს. ბრაიანტი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, გასოლი და ნავარო ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდნენ. პაუ მხოლოდ მეოთხედის ბოლოს გააქტიურდა, იქვე ხუან კარლოსმაც "გაიღვიძა" და ზუსტი სამქულიანით გამოიჩინა თავი, შემდეგ კი შედეგიანი პასიც გააკეთა, თუმცა დიდი შესვენებისთვის არაფერი იყო გარკვეული - "ბარსას" ერთქულიანი უპირატესობა ჰქონდა.
"ლეიკერსმა" მესამე მეოთხედის სტარტზე სცადა გაქცევა - ზედიზედ შვიდი ქულა აიღეს რონ არტესტმა, ლამარ ოდომმა და ბრაიანტმა. თითქოს "ბარსელონას" დაცვამ გაუძლო შტურმს - ლორბეკმა თითოჯერ დაუფარა ოდომსა და ბრაიანტს და ერთხელ ჩაჭრაც გამოუვიდა, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით NBA-ის ჩემპიონის უპირატესობა 12 ქულამდე გაიზარდა. თუმცა მატჩის სურათი მალე შეიცვალა - ბრაიანტის პერსონალურებისა და ტერენს მორისი ზუსტი ტყორცნების შემდეგ "ლეიკერის" უპირატესობისგან თითქმის აღარაფერი დარჩა - მხოლოდ ორი ქულა ბოლო მეოთხედის წინ.
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ეს სხვაობაც გაქრა, როცა ნავარომ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. რაც მთავარია, მისი კარგი თამაში პარტნიორებსაც გადაედოთ, რასაც ვერ ვიტყვით "ლეიკერსის" კალათბურთელებზე, რომლებმაც მხარი ვერ აუბეს ბრწყინვალედ მოთამაშე პაუ გასოლს.
25 წამით ადრე სხვაობა სულ ორი ქულა იყო მასპინძლების სასარგებლოდ. "ბარსელონამ" მეტოქეს იმით აჯობა, რომ გადამწყვეტ მომენტში ზუსტად შეასრულა საჯარიმოები - ამ მხრივ თავი გამოიჩინეს იმავე ნავარომ და პიტ მაიკლმა. ხოლო კობი ბრაიანტის ერთ აცილებული ტყორცნა "ლეიკერსს" ძვირად დაუჯდა. "ბარსელონამ" ოთხი ქულით გაიმარჯვა.
ბარსელონა-ლეიკერსი 92:88
21:24, 24:20, 23:26, 24:18
ბ: მიკელი (26+13 მოხსნა+7 პასი), ნავარო (25+6 პასი), მორისი (12+7 მოხსნა), ვასკესი (10+7 მოხსნა).
ლ: გასოლი (25+10 მოხსნა), ბრაიანტი (15), ფიშერი (12), ოდომი (12+18 მოხსნა), არტესტი (10+4 ჩაჭრა).
ნიუ ჯერსი-ბოსტონი 92:96
28:19, 26:37, 15:21, 23:19
ნ-ჯ: ლოპესი (23), უილიამსი (17), სმიტი (10).
ბ: დევისი (20), რობინსონი (17+5 პასი), პირსი (15+6 მოხსნა), დ. უესტი (12+6 მოხსნა).
კლივლენდი-ვაშინგტონი 83:97
20:16, 14:17, 19:28, 30:36
კ: ჰიქსონი (16+8 მოხსნა), გიბსონი (10), სეშენსი (10+10 მოხსნა+6 პასი), ჰოლინზი (6+14 მოხსნა).
ვ: იანლიანი (16+7 მოხსნა), არენასი (13), ბლეტჩი (13+7 მოხსნა), ტორნტონი (13), უოლი (12+9 პასი).
ატლანტა-მემფისი 111:114 (ო)
22:11, 32:22, 18:42, 27:24, 12:15
ა: ტიგი (20+6 პასი), უილიამსი (18+10 მოხსნა), სმიტი (15), კროუფორდი (13), ჯონსონი (10), ფაჩულია (8+7 მოხსნა).
მ: ლოუ (19+5 პასი), რენდოლფი (18+8 მოხსნა), გეი (18), იანგი (13), კონლი (13), ალენი (10).
დალასი-ჩიკაგო 88:83
18:23, 27:21, 21:19, 22:20
დ: ნოვიცკი (30+10 მოხსნა), ბატლერი (22), ტერი (13), ჰეივუდი (3+9 მოხსნა).
ჩ: როუზი (17), ნოა (13+8 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ბოგანსი (10), კორვერი (10).
ჰიუსტონი-სან ანტონიო 90:87
23:32, 27:18, 27:18, 13:19
ჰ: მარტინი (21), ჰილი (16), ბრუქსი (14), ლი (11), იაო მინი (5+7 მოხსნა), ჰეიესი (3+10 მოხსნა).
ს-ა: ბლერი (12+8 მოხსნა), კაზინი (10+8 მოხსნა), პარკერი (10+5 პასი), დანკანი (7+7 მოხსნა).
იუტა-პორტლენდი 100:96
31:15, 27:40, 21:14, 21:27
ი: უილიამსი (15+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), მილსეპი (14+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).
პ: მეტიუზი (21+5 პასი), კანინგემი (18+10 მოხსნა), ფერნანდესი (15), ოლდრიჯი (15).
საკრამენტო-კლიპერსი 88:120
24:33, 14:30, 23:28, 27:29
ს: კაზინსი (15), კ. ლენდრი (14), ევანსი (11), ჰედი (11), გრინი (10).
კ: კამანი (20), გრიფინი (18+13 მოხსნა), ამინუ (17+8 მოხსნა), გორდონი (12), დენისი (11) , სმიტი (10), კუკი (10), ფოიე (7+8 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"