დერიკ როუზი სეზონს გამოტოვებს?

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" ლიდერი დერიკ როუზი არ გამორიცხავს 2012-13 წლების სეზონის სრულად გამოტოვებას. მან ამის შესახებ NBA TV-ის ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშემ 2012 წლის აპრილში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ექიმების აზრით, აღდგენითი კურსი ოპერაციის შემდეგ 8-12 თვეს დაიკავებდა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კალათბურთელის აღდგენითი პროცესი ნავარაუდებ ვადებზე სწრაფად მიმდინარეობდა, მაგრამ როუზმა განაცხადა, რომ არ აჩქარებს მოვლენებს და სურს, სრულად გამოჯანმრთელდეს.

* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა შეაქო თავისი გუნდის მენეჯერები სეზონის წინ ჩატარებული
სამუშაოს გამო.

ამასთან, ვარსკვლავმა მცველმა არ დამალა, რომ ბოლო წლებში მის გუნდს საშინელი შემადგენლობა ჰყავდა.

"ახლა ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს, - ამბობს სააგენტო AP-ისთან კომენტარში NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი.

- დღემდე ვერ ვიჯერებ იმას, რომ მოედანზე გავალ სტივ ნეშთან და პაუ გასოლთან ერთად. სათადარიგოთა სკამზე კი იჯდება ჯერ ისევ ტრავმირებული დუაიტ ჰოვარდი. 2005-06 წლების სეზონში მატჩში დაახლოებით 45 ტყორცნის შესრულება მიწევდა.

ვისთვის უნდა მიმეცა პასი? სმეშ პარკერისთვის? კვამე ბრაუნისთვის? ისინი საშინელი კალათბურთელები არიან, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ ჩვენს გუნდში და საერთოდ, NBA-ში.

პარკერი კი ყველაზე უკლასო კალათბურთელია მათ შორის, ვისთან ერთადაც მოედანზე გავსულვარ".

სხვათა შორის, კობი ბრაიანტმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მხრის ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა 11 ოქტომბერს, "პორტლენდთან" საკონტროლო შეხვედრაში.

კალათბურთელმა აღნიშნა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, ხოლო კალიფორნიელთა შტაბში ვარაუდობენ, რომ გუნდის ლიდერი დღე-დღეზე მომჯობინდება და მომდევნო საწვრთნელ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

დეტროიტი-ტორონტო 101:99
37:26, 19:27, 27:31, 18:15
დ: მონრო (17+10 მოხსნა), ნაითი (14+6 პასი), დრამონდი (12+7 მოხსნა), სტაკი (10), ჟერებკო (10), მაგეტი (10).
ო: დეროზანი (17), ლუკასი (16+5 პასი), კალდერონი (15), ბარნიანი (10).
ჰიუსტონი-ოკლაჰომა 107:105
30:31, 24:24, 29:23, 24:27
ჰ: ჯონსი (20+6 მოხსნა), ლემბი (12+8 მოხსნა), მარტინი (11), პერსონსი (10), პატერსონი (10).
ო: უესტბრუკი (19), დურანტი (13), ოლდრიჩი (10+11 მოხსნა+3 დაფარება), ტაბიტი (10), ლიგინსი (10).

მინესოტა-ინდიანა 84:70
22:19, 24:17, 23:16, 15:19
მ: პეკოვიჩი (14+5 მოხსნა), ბადინგერი (14), როი (13), ლავი (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ი: ჯორჯი (16+6 მოხსნა.

სან ანტონიო-ატლანტა 101:99
28:27, 27:26, 16:20, 30:26
ს-ა: პაუელი (14), ნილი (12+5 პასი), დე კოლო (11+9 პასი), კარი (11+8 მოხსნა), ბრაუნი (10), ჯექსონი (10).
ა: ჯეიმსი (11+8 მოხსნა), სკოტი (11), უილიამსი (10), ტიგი (10), ბენსონი (10).

საკრამენტო-ფინიქსი 102:96
29:30, 21:18, 26:24, 26:24
ს: კაზინსი (21+9 მოხსნა), რობინსონი (12+8 მოხსნა), ტორნტონი (10), ფრედეტი (10).
ფ: ჯონსონი (18), მორისი (16+7 მოხსნა), ბიზლი (14+5 პასი), დადლი (10+5 მოხსნა).

ლეიკერსი-პორტლენდი 75:93
21:25, 23:19, 18:29, 13:20
ლ: ნეში (13), უორლდ პისი (12+5 მოხსნა), ებენქსი (10).
პ: ოლდრიჯი (14+8 მოხსნა), ლილარდი (14+7 პასი+5 მოხსნა), ბატუმი (12), მეტიუზი (10), ლეონარდი (10+5 მოხსნა).

მაიამი-კლიპერსი 94:80
29:18, 24:17, 23:25, 18:20
მ: ჯეიმსი (20+5 მოხსნა+5 პასი), ალენი (15), კოული (11), ბოში (10).
კ: გრიფინი (19 +8 მოხსნა), კროუფორდი (16), ბატლერი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული