სეზონის წინ: "ოკლაჰომა სიტი"

AutoSharing Option
ოკლაჰომა სიტი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 107,1 ქულა - მე-2 ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 100,0 ქულა - მე-9 ლიგაში

წინა ხაზი
ის, რომ კევინ დურანტი მეორე ფორვარდის როლს თამაშობს - შესანიშნავია. მაგრამ ის ვერანაირ დახმარებას ვერ იღებს შეტევაში კენდრიკ პერკინსისგან და სერჟ იბაკასგან. აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება შეუმჩნეველი გახდეს, რაოდენ კარგადაც არ უნდა თამაშობდეს ეს ორი კალათბურთელი დაცვაში.

შეფასება: 5

უკანა ხაზი
რასელ უესტბრუკი მუდმივად პროგრესირებს სხვადასხვა სათამაშო კომპონენტში. განსაკუთრებით მონდომებით მუშაობდა ის საშუალო ტყორცნაზე, რამაც, ეჭვგარეშეა, შესამჩნევი შედეგი მოიტანა. მას მუდმივად
აკრიტიკებენ და ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ის სუპერვარსკვლავის სტატუსს იხვეჭს. ტაბო სეფოლოშა კარგი მცველია, ჯეიმს ჰარდენი კი, რომელიც მას ცვლის – "ოკლაჰომას" სათადარიგოთა სკამის მთავარი შემტევი ძალა.

შეფასება: 4 პლიუსით

დაცვა
2010-11 წლების სეზონში, "ოკლაჰომა" მხოლოდ თავის შემტევ ძალაზე იყო დამოკიდებული, გასულ წელს კი გუნდმა დაცვასაც მიაქცია სათანადო ყურადღება. იმ მოთამაშეების წყალობით, რომლებიც ერთნაირად წარმატებით მოქმედებენ როგორც სამწამიანში, ასევე პერიმეტრზე, დამდეგ სეზონში გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს თამაშის ამ კომპონენტში.

შეფასება: 5 მინუსით

სათადარიგოთა სკამი
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გუნდის რეალური სისუსტე მის სათადარიგოთა სკამშია. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლიგის საუკეთესო "მეექვსე" მოთამაშეს ჯეიმს ჰარდენს, რეალურად ძლიერ რეზერვისტს ვერ ვხედავთ. მხოლოდ ნიკ კოლისონისა და ერიკ მეინორის დასახელება შეიძლება, რომელიც მხოლოდ ახლა მომჯობინდა მუხლის ტრავმის შემდეგ.

შეფასება: 3 პლიუსით

მწვრთნელი
"ოკოლაჰომას" სურდა სკოტ ბრუქსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. მწვრთნელსაც იგივე სურვილი ჰქონდა, საქმე მხოლოდ ფულში იყო. ახლა, როცა მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ, მთავარი მწვრთნელისგან უახლოეს მომავალში "ოკლაჰომას" გაჩემპიონებას ელიან.

შეფასება: 4

საბოლოო შეფასება
ამიერიდან, დასავლეთის ნებისმიერი გრანდი იძულებული იქნება პატივი სცეს "თანდერის" პოტენციალს. და არა მხოლოდ ამ სეზონში.

ამ შემადგენლობით, "ოკლაჰომა" კიდევ რამდენიმე წელი იქნება ლიდერთა შორის. წელს ისევ ფინალში რომ მოხვდნენ და ჩემპიონობა ვერ მოიგონ, ეს მაინც დადებით შედეგად შეფასდება.

ძალიან საინტერესო იქნება სეზონის მსვლელობისას გუნდის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე დაკვირვება.

იმის გათვალისწინებით, რომ იბაკასთან ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, ბიუჯეტში თანხები არასაკმარისია ჯეიმს ჰარდენის შესანარჩუნებლად. გაცვლიან თუ არა მას სეზონის მსვლელობის დროს? წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზაფხულს თავისუფალ აგენტებში გასული ჰარდენი, შეიძლება ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაკარგონ.

ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ჰარდენის წყალობით, "ოკლაჰომა" ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდია ლიგაში.

საერთო შეფასება: 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული