ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდა აღნიშნულ მატჩს - მათ თავიანთი ლიდერები დუეინ უეიდი და კრის პოლი დაუბრუნდნენ. სტარტი უკეთ კალიფორნიულ კლუბს გამოუვიდა და პირველი მეოთხედი მან 10 ქულის სხვაობით - 32:22 მოიგო. ლოსანჯელესელებს არც მომდევნო მეოთხედებში გაუშვიათ ინიციატივა ხელიდან და მესამე მეოთხედის ბოლოსთვის მათი უპირატესობა 17 ქულამდე ავიდა.
"კლიპერსის" რიგებში შესანიშნავად თამაშობდნენ დეანდრე ჯორდანი და
მოქმედი ჩემპიონის - "მაიამის" რიგებში კი გამოკვეთილი ლიდერი ვერ ვიხილეთ. უეიდს უფორმობა ეტყობა, ხოლო "დიდი ტრიოს" დანარჩენმა ორმა წევრმა - ლებრონ ჯეიმსმა და კრის ბოშმა მოკრძალებული შედეგიანობა აჩვენეს - 11-11 ქულა დააგროვეს.
მიუხედავად ამისა, მეოთხე მეოთხედი უკეთ "მაიამიმ" ჩაატარა და ბოლო 12-წუთეული შვიდი ქულით მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის გადასარჩენად. კლიპერსმა ფინალურ სირენასთან ერთად 10-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 99:89.
ჯორდანისა და გრიფინის გარდა, გამარჯვებულთა რიგებში კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი - 15 ქულა მოიპოვა კროუფორდმა და 11-11 ბარნსმა და ბატლერმა.
მაიამის რიგებში კი ყველაზე შედეგიანი კარნი იყო 15 ქულით.
მაიამი-კლიპერსი 89:99
22:32, 21:25, 24:27, 22:15
მ: კარნი (15+5 მოხსნა), ბოში (11+5 მოხსნა), ჯეიმსი (11).
კ: ჯორდანი (18+9 მოხსნა), კროუფორდი (15), გრიფინი (13+10 მოხსნა), ბარნსი (11+6 მოხსნა), ბატლერი (11).
ჰიუსტონი-სან ანტონიო 107:116
16:27, 28:25, 27:30, 36:34
ჰ: მოტეიუნასი (16+8 მოხსნა), ფორბსი (13), აშიქი (13+11 მოხსნა+5 პასი), დელფინო (12+5 მოხსნა), ლემბი (11+5 მოხსნა), სმიტი (11), ჯონსი (10+6 მოხსნა).
ს-ა: უიზერსპუნი (17), ბლეირი (16+6 მოხსნა), გრინი (15), ჯოზეფი (12), ჯინობილი (11), ნილი (10), კარი (10).
მემფისი-ატლანტა 110:102
25:33, 29:26, 33:20, 23:23
მ: კონლი (18+5 პასი), მ. გასოლი (17), რენდოლფი (14+10 მოხსნა), გეი (13+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), პონდექსტერი (12), ელინგტონი (10), ბეილესი (10+7 მოხსნა).
ა: ჰორფორდი (13+5 მოხსნა), მოროუ (12), კორვერი (11), ჯონსონი (10), უილიამსი (10+5 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"