სეზონის წინ: "ტორონტო რეპტორზი"

AutoSharing Option
ტორონტო რეპტორზი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 98,5 ქულა - 25-ე ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 101,5 ქულა - მე-12 ლიგაში

წინა ხაზი
კანადური კლუბის გულშემატკივრებს იონას ვალანჩუნასის დიდი იმედი აქვთ, მაგრამ ლიტველთან დაკავშირებით "ტორონტოს" თაყვანისმცემლებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ. ეს ბიჭი მხოლოდ 20 წლისაა, აუცილებლად სჭირდება NBA-ში გამოცდილების მიღება და საკუთარ თამაშზე მუდმივი მუშაობა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

შეფასება: 4

უკანა ხაზი
კაილ ლოური და ლენდრი ფილდსი, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევიან სუპერვარსკვლავებად, მაგრამ შეუძლიათ გუნდს დაეხმარონ პერიმეტრზე დაცვის გამაგრებით. ახალბედა ტერენს როსმა შორი
მანძილიდან უნდა ისროლოს ზუსტად, რაც ასე არ ჰყოფნიდა "ტორონტოს" გასულ წელს.

შეფასება: 4

დაცვა
გასულ სეზონში დუეინ კეისიმ პატარა სასწაული მოახდინა, როცა ლიგის ყველაზე უარესი დაცვა კარგ და დაწყობილ დაცვით გუნდად აქცია. ახლა მთავარი მიზანი იქნება იონას ვალანჩუნასისთვის დაცვაში თამაშის სწავლება.

შეფასება: 4

სათადარიგოთა სკამი
ქაღალდზე "რეპტორზის" სათადარიგოთა სკამი საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ საბოლოო პროდუქტიულობა როსისა და ედ დევისის პროგრესზე იქნება დამოკიდებული, რომელიც გასულ წელს გუნდის მთავარი იმედგაცრუება გახდა.

შეფასება: 3

მწვრთნელი
შარშანდელ სეზონში დაცვაში წარმატებულმა თამაშმა გადაფარა წარუმატებლობები თავდასხმაში, მაგრამ თუ გუნდს წინსვლა აქვს დაგეგმილი, აუცილებელია იპოვოს ქულების დაგროვების ეფექტური ხერხი.

შეფასება: 4

საბოლოო შეფასება
დაცვის რეიტინგის მხრივ, "ტორონტო" ყველაზე პროგრესირებადი გუნდი იყო. ახლა დროა, შემადგენლობაში ახალგაზრდა მოთამაშეები დაამატონ. ეს საკმაოდ ნელი პროცესია. ვალანჩუნასი გასულ წელს აირჩიეს დარფტზე და ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა.

ლოური და ფილდსი ერთად ვერ შექმნიან შედეგს. დევისსა და როსს დრო სჭირდებათ შემდგომი განვითარებისთვის. კიდევ რამდენიმე გაცვლას ვნახავთ იქამდე, სანამ მომავალი ზაფხული არ დადგება და არ დასრულდება ხოსე კალდერონის კონტრაქტი, თუ რა თქმა უნდა, ის მანამდე სხვაგან არ გაცვალეს.

წელს გუნდის მთავარი მიზანი არ არის პლეი ოფში მოხვედრა. ნომერ პირველი პრიორიტეტია - მოთამაშეების განვითარება და პროგრესი.

საერთო შეფასება: 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული