კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ლავის შემცვლელზე ფიქრი და დროებით მძიმე ფორვარდის პოზიციაზე კენიონ მარტინის აყვანას აპირებს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტია გუნდის ახალწვეულის, რუსი ანდრეი კირილენკოს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გადაყვანა.
* * *
"დალას მავერიქსი" და "ჰიუსტონ როკეტსი" "ოკლაჰომას" ერთ-ერთი წამყვანი მცველის - ჯეიმს ჰარდენის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას იწყებენ.
მომდევნო ზაფხულს ეს კალათბურთელი
ESPN-ის ინფორმაციით, ასოციაციის ორი კლუბი - "დალასი" და "ჰიუსტონი" სერიოზულ ინტერესს გამოთქვამენ ჰარდენის მიმართ.
იმ შემთხვევაში, თუ მცველი თავისუფალი აგენტების ბაზარზე აღმოჩნდება, ეს კლუბები მზად არიან, მას ოთხწლიანი ხელშეკრულება შესთავაზონ, რომლის საერთო ღირებულება 60 მილიონი დოლარი იქნება.
* * *
"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ვერ ახერხებს ერთ-ერთ წამყვან ფორვარდთან, ტაჯ გიბსონთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. მოლაპარაკებები საკმაოდ წარუმატებლად მიმდინარეობს, მაგრამ "ბულზი" არ აპირებს იმ სიტუაციის გამეორებას, რომელსაც ცენტრ ომერ აშიქთან მიმართებაში ჰქონდა ადგილი.
მაშინ "ჰიუსტონმა" თურქ კალათბურთელს ისეთი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის გამეორების საშუალება "ხარების" შეფობას არ ჰქონდა.
ვარაუდობენ, რომ გიბსონთან ხელშეკრულების გასაფორმებლად "ჩიკაგო", პრაქტიკულად, ყველანაირ ვარიანტზეა თანახმა. მაგალითად, კლუბი მზად არის, გამოისყიდოს ასევე ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდის, კარლოს ბუზერის კონტრაქტი, რათა განტვირთოს სახელფასო ბიუჯეტი.
27 წლის გიბსონმა გასულ სეზონში 63 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.7 ქულა და 5.3 მოხსნა დააგროვა.
* * *
ახალი სეზონის წინ საბუკმეიკერო კანტორებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება მომავალ რეგულარულში MVP-ის ტიტულის მფლობელ კალათბურთელზე. ბუკმეიკერები 2012-13 წლების სეზონში საუკეთესო მოთამაშის სტატუსს "მაიამის" ფორვარდ ლებრონ ჯეიმსს უწინასწარმეტყველებენ. ამ კალათბურთელს უკვე სამჯერ მიანიჭეს MVP-ის ტიტული - 2009, 2010 და 2012 წლებში.
ლებრონის შესაბამისი კოეფიციენტი 2.8-ს უდრის. მეორეა სიაში კევინ დურანტი - 4.75, მესამე კობი ბრაიანტი - 13.0. შემდეგ მოდიან: რასელ უესტბრუკი, დუაიტ ჰოვარდი და სტივ ნეში - 17.0, კრის პოლი და კევინ ლავი - 21.0. ხოლო კალათბურთის ის მოყვარული, რომელსაც სჯერა, რომ სეზონის MVP ჯერემი ლინი გახდება, 101-ჯერ გაზრდის დადებულ თანხას.
* * *
"ბრაზილიელი მცველი ლეანდრო ბარბოზა "ბოსტონ სელტიქსის" ხელმძღვანელობას ერთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა", - იტყობინება Yahoo! Sports-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი.
2011-12 წლების სეზონში ბარბოზამ 66 მატჩი ჩაატარა "ტორონტოსა" და "ინდიანას" შემადგენლობაში და საშუალოდ 12,2 ქულა დააგროვა.
ტორონტო-ვაშინგტონი 104:101
24:34, 30:15, 19:28, 31:24
ტ: ფილდსი (15), ლოური (14+6 პასი+3 ჩაჭრა), ჯონსონი (13), კალდერონი (12+8 პასი), დეროზანი (11).
ვ: ბუკერი (12), უებსტერი (11+5 მოხსნა), ვესელი (11), ოკაფორი (11+5 მოხსნა), ბილი (11), ბერონი (10+8 მოხსნა), პარგო (10).
ფილადელფია-კლივლენდი 113:99
28:27, 38:14, 26:27, 21:31
ფ: ნ. იანგი (19+5 მოხსნა), უენსი (19), რაიტი (17), ჰოლიდეი (13), ტ. იანგი (11+6 მოხსნა).
კ: ირვინგი (23), გიბსონი (18), მაილზი (10), ტომპსონი (10+10 მოხსნა+3 დაფარება), ვარეჟაო (10+6 მოხსნა).
დალასი-ფინიქსი 94:100
31:28, 23:21, 20:32, 20:19
დ: კამანი (16), კარტერი (15+7 მოხსნა), მაიო (14), ბრენდი (11+5 მოხსნა), კრაუდერი (10+6 მოხსნა+5 ჩაჭრა+3 დაფარება).
ფ: დადლი (16), დრაგიჩი (12+6 პასი), ჯონსონი (11+5 მოხსნა), გორტატი (10+6 მოხსნა+3 დაფარება).
საკრამენტო-გ. სტეიტი 88:98
20:29, 24:29, 27:20, 17:20
ს: ტომასი (13), ტორნტონი (12), ტომპსონი (11+7 მოხსნა), კაზინსი (8+9 მოხსნა).
გ-ს: კარი (19+5 მოხსნა), ლი (16+14 მოხსნა), ტომპსონი (15), ლენდრი (12+9 მოხსნა).
პორტლენდი-დენვერი 97:80
26:23, 28:16, 17:19, 26:22
პ: მეტიუზი (19), ოლდრიჯი (14), კლავერი (13), კარლი (11+5 პასი), სმიტი (9+8 პასი).
დ: ფარიდი (17+11 მოხსნა).
კლიპერსი-იუტა 96:94
21:23, 13:25, 34:16, 28:30
კ: გრიფინი (23+5 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), კროუფორდი (18), ჯორდანი (11+16 მოხსნა+3 დაფარება), ბლედსოუ (11), პოლი (6+9 პასი).
ი: ფოიე (17), კანტერი (14+9 მოხსნა), მილსეპი (13+8 მოხსნა), ჰეივორდი (11).
ჰიუსტონი-მემფისი 109:102
29:24, 22:25, 34:27, 24:26
ჰ: მარტინი (22), პატერსონი (17+6 მოხსნა), დელფინო (14), დუგლასი (13), პარსონსი (10+5 პასი+4 ჩაჭრა), აშიქი (9+11 მოხსნა), ლინი (7+12 პასი+5 მოხსნა+4 ჩაჭრა).
მ: კონლი (18+3 ჩაჭრა), გეი (13+7 მოხსნა), სელბი (11), პონდექსტერი (10), ბეილესი (10), რენდოლფი (9+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"