ამერიკაში ლებორნ ჯეიმსის "ლეიკერსში" გადასვლას წინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა 19 ოქტომბერს ამერიკულ პრესაში: გამორიცხული არ არის, რომ "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი გახდეს ამ გუნდიდან კობი ბრაიანტის წასვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ადრე კობი ბრაიანტმა განაცხადა - 2013-14 წლების სეზონის შემდეგ ვაპირებ კარიერის დასრულებასო.

სწორედ ამ დროს უმთავრდებათ "ლეიკერსთან" კონტრაქტები პაუ გასოლს, მეტა უორლდ პისს, სტივ ბლეიკსა და ჯორდან ჰილს.

"სიმართლეა, რომ ეს კონტრაქტები კობის ხელშეკრულებასთან ერთად სრულდება. ვფიქრობ, გუნდში უკვე გეგმავენ განვითარების ახალ ეტაპს.

"ლეიკერსი" ყოველთვის განთქმული იყო დიდი გარიგებებით", - ამბობს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი კლუბის გენერალური მენეჯერი.

როგორც ESPN-ის მიმომხილველი ბრაიან უინდჰორსტი ვარაუდობს, "ლეიკერსის" შემდეგი გარიგება შეიძლება გახდეს ლებრონ ჯეიმსი.

მისი კონტრაქტი "მაიამისთან" 2016 წლის ზაფხულში სრულდება, მაგრამ მას შეუძლია ხელშეკრულების შემცირება 2014 წლამდე.

"ლებრონი - საუკეთესო მოთამაშეა ლიგაში, მაგრამ ის ნაკლებს იღებს, ვიდრე რეალურად შეუძლია. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ის 2014 წელს დატოვებს ფლორიდას.

ლებრონს მოუნდება მაქსიმალური კონტრაქტის მიღება და ის ამას იმსახურებს. "მაიამიმ" კიდევ ორი ტიტულიც რომ მოიგოს, ის ამ გუნდში მაინც არ დარჩება", - განაცხადა ლიგის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული