კალათბურთი საზღვრებს გარეშე, მზეებმა მთვარის შუქზე მოიგეს

AutoSharing Option

ინდიან ველსის ცნობილ "ტენის გარდენის" მთავარ სტადიონზე... საკალათბურთო დაპირისპირება გაიმართა - წინასასეზონო მატჩში ერთმანეთს "ფინიქს სანსი" და "დალას მავერიკსი" დაუპირისპირდნენ. გადატენილ სტადიონზე "ფინიქსმა" 98:90 გაიმარჯვა, ხოლო "მზეების" ვეტერანმა ვარსკვლავმა გრანტ ჰილმა 16 ქულა ჩააგდო. ბოლო მეოთხედის წინა "ფინიქსი" 36 ქულით უგებდა მეტოქეს, ბოლოში კი გუნდმა 21-დან მხოლოდ 11 ნასროლი ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ძალიან ცუდად ესროდა - 39% სროლის სიზუსტე, არადა ინდიან ველსში მშვიდი, სასიამოვნო უქარო საღამო იყო.

დებიუტი 79 წამი გაგრძელდა

"დენვერის" მძიმე ფორვარდ ელ ჰარინგტონისთვის სეზონი ნავსიანად იწყება -

ტრავმამოშუშებულმა ჰარინგტონმა პირველად "პორტლენდთან" საგამოფენო მატჩში ითამაშა და... მარცხენა ფეხი ხელახლა დაიზიანა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ჰარინგტონი ამჯერად 2 კვირას გამოტოვებს და სეზონის პირველ მატჩებს გამოტოვებს. "დენვერმა" ეს შეხვედრა 109:99 მოიგო. "დენვერის" ფორმით ჰარინგტონმა ჯერ მხოლოდ 79 წამის თამაში მოასწრო. "დენვერს" მძიმე ფორვარდის პოზიციაზე პრობლემები აქვს. წესით, ჰარინგტონს ტრავმირებული კენიონ მარტინი უნდა შეეცვალა.


ვწუხთ მერფის მტკივანი წელის გამო

"ნიუ ჯერსის" მძიმე ფორვარდი ტროი მერფი, სავარაუდოდ, სეზონის სტარტს გამოტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გამოტოვებს მერფი ზუსტად, მას წელი აწუხებს, თუმცა მწვრთნელებს ეიმედებათ, რომ მას ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი ტრავმის გამო. ტროი ცოტა ხნით დაისვენებს. ახლა ვფიქრობთ, სეზონის დასაწყისში მის გარეშე, როგორ ვითამაშოთ", - განაცხადა "ნიუ ჯერსის" მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა. შაბათს მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში წლევანდელი დრაფტის მე-3 ნომერი დერიკ ფეივორსი იდგა, რომელსაც ურიგოდ არ უთამაშია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული