შეგახსენებთ, რომ კალიფორნიული კლუბის ბევრი კალათბურთელის, მათ შორის, ლიდერების კონტრაქტები 2013-14 წლების სეზონის შემდეგ სრულდება.
"ჩვენ შეგნებულად ვაფორმებდით კონტრაქტებს კალათბურთელებთან 2014 წლამდე. არ ვიცი, რას გააკეთებს ამ დროის განმავლობაში კობი ბრაიანტი, მაგრამ ამ მომენტისთვის მას ხელშეკრულება სწორედ 2014 წლამდე აქვს. მომდევნო ორ სეზონში ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ თავისუფალი აგენტების ბაზარზე.
ფინანსური თვალსაზრისით, შეგვეძლება კონტრაქტის გაფორმება ერთ ან ორ ვარსკვლავური დონის თავისუფალ აგენტთან", - ამბობს
* * *
როგორც NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი წერს, ლიგის ხელმძღვანელობამ 10 კალათბურთელს გამოუტანა გაფრთხილება მატჩების დროს სიმულაციის გამო. როგორც იცით, თვის დასაწყისში ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი წესები შემოიღო სიმულაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.
მოთამაშე, რომელსაც პირველად დაადანაშაულებენ სიმულაციაში, გაფრთხილებას მიიღებს, ყოველი შემდგომი ასეთი დარღვევისთვის კი გათვალისწინებულია სოლიდური ფულადი ჯარიმა, რომლის მაქსიმალური ოდენობა 30 ათასი დოლარია.
ლიგის შესაბამის კომისიას უფლება აქვს, დისკვალიფიკაცია მისცეს მოთამაშეს, რომელიც ხუთჯერ ან მეტჯერ დაარღვევს წესს.
* * *
ტრავმები მოეძალათ "დალასის" კალათბურთელებს. დირკ ნოვიცკის შემდეგ, რომელიც დაახლოებით თვენახევრით გამოვიდა მწყობრიდან, დაშავდა ძირითადი ცენტრი კრის კამანი - ის გუნდს ვერ გაჰყვა ატლანტაში საწვრთნელი მატჩის სათამაშოდ. "მავერიქსის" მთავარი მწვრთნელის, რიკ კარლაილის თქმით, გერმანიის ნაკრების კალათბურთელს რამდენიმე დღეა, აწუხებს კუნთის ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის სეზონებს შორის შესვენებისას კამანის პირველი ტრავმა. სექტემბრის ბოლოს კრისმა ხერხემალი დაიზიანა და იძულებული გახდა, ინდივიდუალური პროგრამით ემუშავა.
კამანმა 2012 წლის ზაფხულში მოაწერა ხელი "მავერიქსთან" ერთწლიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც 8 მილიონ დოლარს მიიღებს.
მაიამი-სან ანტონიო 104:101
30:26, 32:31, 15:28, 27:16
მ: ლუისი (15+4 ჩაჭრა), უეიდი (13+5 პასი), მილერი (12+5 მოხსნა), კოული (10), ჰარელსონი (10+5 მოხსნა).
ს-ა: გრინი (17), დანკანი (15+6 მოხსნა), ნილი (12), ლეონარდი (10).
ატლანტა-დალასი 110:94
35:25, 23:18, 24:22, 28:29
ა: სკოტი (17), უილიამსი (13+6 პასი), ჯონსონი (13+7 მოხსნა), ჰარისი (11+6 პასი), სმიტი (10+13 მოხსნა), მოროუ (10), ჯეიმსი (10+7 მოხსნა).
დ: კრაუდერი (15+4 ჩაჭრა), კარტერი (13), კანინგემი (10+4 ჩაჭრა).
ინდიანა-მემფისი 83:80
17:22, 25:19, 24:23, 17:16
ი: გრინი (18), ჰიბერტი (14+10 მოხსნა), ჯორჯი (14+7 მოხსნა), მაინმი (13+9 მოხსნა).
მ: რენდოლფი (15+5 მოხსნა), გასოლი (13+6 მოხსნა+3 დაფარება), სპეიტსი (10+8 მოხსნა), კონლი (10).
ბოსტონი-ნიუ იორკი 109:98
15:28, 32:24, 33:31, 29:15
ბ: გრინი (25+6 მოხსნა), ტერი (22), რონდო (13+11 პასი+6 მოხსნა), ჯოზეფი (13), სალინჯერი (10+8 მოხსნა).
ნ-ი: კოუპლენდი (34+6 მოხსნა), უაიტი (16+5 ჩაჭრა), ნოვაკი (15).
დეტროიტი-შარლოტი 85:80
30:14, 17:20, 20:24, 18:22
დ: სტაკი (16), მონრო (15+7 მოხსნა), ნაითი (15+5 მოხსნა).
შ: უოკერი (15), ტომასი (14+16 მოხსნა), გორდონი (13), სეშენსი (13+6 პასი), ჰეივუდი (11).
მილუოკი-ვაშინგტონი 94:102
23:22, 25:32, 28:28, 18:20
მ: ელისი (19+8 პასი), ჯენინგსი (16+7 მოხსნა), ილიასოვა (14+8 მოხსნა), დანლივი (12), უდრიხი (12).
ვ: ბუკერი (22+7 მოხსნა), პრაისი (17+11 პასი), კროუფორდი (17+5 პასი), ბილი (10).
იუტა-კლიპერსი 99:91
26:23, 28:23, 26:19, 19:26
ი: მარ. უილიამსი (18+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰეივორდი (13), მილსეპი (12+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (10+5 მოხსნა), მო უილიამსი (10+8 პასი).
კ: ბარნსი (22+7 მოხსნა+3 დაფარება), პოლი (17+8 პასი+4 ჩაჭრა), ბლედსოუ (14), ჯორდანი (13+9 მოხსნა), ტურიაფი (7+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"