"ინდიანა" WNBA-ს გამარჯვებული პირველად გახდა!

AutoSharing Option
დასრულდა სეზონი ქალთა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (WNBA). პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ჩემპიონი "ინდიანა ფივერი" გახდა.

ფინალურ სერიაში ამ გუნდმა ოთხ მატჩში დაძლია "მინესოტა ლინქსის" წინააღმდეგობა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი WNBA-ის მოქმედი ჩემპიონი იყო.

სერიის მეოთხე მატჩი გუშინ გაიმართა. "ინდიანა" სერიაში 2:1-ს ლიდერობდა. მეოთხე შეხვედრაში მომავალმა ჩემპიონმა ცხრა ქულით - 87:78 (25:18, 22:24, 16:16, 24:20) გაიმარჯვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა ტამიკა კენტჩინგსი, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. 33 წლის ამერიკელი WNBA-ის პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშე გახ
და.

"ინდიანა" 2000 წელს არის დაარსებული და ეს საჩემპიონო ტიტული პირველია მის ისტორიაში, "მინესოტამ" კი ვერ შეძლო მეორე ტიტულის მოგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული