NBA. 2012-13 წელი. სეზონის წინ: ვაშინგტონ უიზარდსი

AutoSharing Option
ვაშინგტონ უიზარდსი 2011-12
თავდასხმა: საშუალოდ 97,8 ქულა - 28-ე ლიგაში
დაცვა: საშუალოდ 103,8 ქულა - 24-ე ლიგაში

წინა ხაზი
ტრევორ არიზასა
და ემეკა ოკაფორის ვეტერანული გამოცდილება ნამდვილად დაეხმარება "უიზარდს" შარშანდელზე მეტი გამარჯვების მოპოვებაში.

მაგრამ მათ საკმაოდ "მძიმე" კონტრაქტები აქვთ. ასე რომ, უახლოესი ორი წლის განმავლობაში გუნდის ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული იქნება.

შეფასება: 3

უკანა ხაზი
ბრედლი ბილი
შესანიშნავი პარტნიორი იქნება ჯონ უოლისთვის, მაგრამ დაცვაში მათ გარკვეული პრობლემები შეექმნებათ ფიზიკურად უფრო ძლიერი მოთამაშეების წინააღმდეგ.

აუცილებელია, რომ უოლი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდეს დამდეგ
სეზონში.

შეფასება: 4

დაცვა
ფრონტლაინმა, რომელიც არიზასგან, ნენესა და ოკაფორისგან შედგება, გუნდი სულ სხვა დონეზე გაიყვანოს. ასეთი მოთამაშეებით "ვაშინგტონმა" შეიძლება ყველაზე დიდი პროგრესი განიცადოს დაცვაში თამაშის მხრივ.

დამატებითი პლუსი იქნება დიდი რაოდენობით დაფარებები და ჩაჭრები, რაც სწრაფი კონტრშეტევების ორგანიზებას შეუწყობს ხელს.

ჯონ უოლი კი სწორედ ექსპერტი გახლავთ სწრაფი შეტევების მხრივ.

შეფასება: 5

სათადარიგოთა სკამი
სათადარიგო მოთამაშეები საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ნიჭი გამოარჩევთ და ძირითადში გამოსვლის გამოცდილებაც გააჩნიათ.

განსაკუთრებით მისასალმებელია "მაღლების" სიმრავლე - იან ვესელი, ტრევორ ბუკერი, კევინ სერაფინი. ისინი ეფექტურად შეცვლიან სასტარტო ხუთეულის ვეტერანებს.

შეფასება: 4

მწვრთნელი
მას შემდეგ, რაც რენდი უიტმანმა შეცვალა ფლიპ სონდერსი, გუნდის შეტევა ოდნავ გაძლიერდა. ხოლო დღევანდელი შემადგენლობა უფრო მორჩილია პროდუქტიული ვარჯიშებისა და სწავლის მიმართ.

შეფასება: 3

საბოლოო შეფასება
მხოლოდ ლიგის ერთ გუნდს აქვს ბოლო ოთხ წელიწადში უფრო მეტი მოგება - "მინესოტას" (82). "ვაშინგტონის" ანალოგიური მაჩვენებელია - 88 მოგება, მაგრამ ახლა დედაქალაქურ კლუბში გარდაქმნის ეპოქა დგას.

20 თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ გასახდელიდან გაეძევებინათ ყველა ჩხუბისთავი, რომლებიც ავნებდნენ გუნდურ სულს. ახლა შემადგენლობაში არსებობს ვეტერანი მოთამაშეებისა და ახალგაზრდა ტალანტების საინტერესო მიქსი. ოკაფორმა და არიზამ უნდა შეუმსუბუქონ ჯონ უოლს საქმე შეტევაში.

მაგრამ მაინც, გუნდის მომავალი ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული, რომელიც უოლის ხელმძღვანელობით, რამდენიმე წელიწადში კონკურენტუნარიან შემადგენლობად უნდა ჩამოყალიბდეს.

საერთო შეფასება: 4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული