კალიფორნიელთა წამყვანმა კალათბურთელმა ჯერ ვერ მოახერხა ფეხის ტრავმის შემდეგ კონდიციების აღდგენა. კობიმ ტრავმა სამშაბათს, "საკრამენტოსთან" მატჩში მიიღო, რის გამოც 25 ოქტომბერს გამოტოვა მატჩი თანაქალაქელ "კლიპერსთან".
სხვათა შორის, "ლეიკერსმა" ეს შეხვედრა 94:100 წააგო და ახლა ამ გუნდს წინასასეზონო მატჩებში შვიდიდან შვიდი წაგება დაუგროვდა.
"კლიპერსთან" მატჩის შემდეგ "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა სინანული გამოთქვა არა წაგებული მატჩის, არამედ იმის გამო, რომ
ამასთან, მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არავინ აპირებს "ლეიკერსის" ლიდერის დაბრუნების ფორსირებას.
"წინასასეზონო მატჩებში წაგებაზე არ ვნერვიულობ, - ამბობს ბრაუნი. - ჩვენ ამ შეხვედრებში კონკრეტულ ამოცანებზე ვმუშაობთ. ამ მატჩებს მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ვარჯიში, ტესტი... ასე რომ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება კობის ჯანმრთელობას, არავინ აპირებს გუნდში მისი დაბრუნების ფორსირებას. მთავარია, რომ ის ჩემპიონატის ბოლოს იყოს ფორმაში, დასაწყისში კი ეს არც ისე მნიშვნელოვანია".
ბრუკლინი-ნიუ იორკი 95:97 (ო)
23:16, 20:30, 20:23, 23:17, 9:11
ბ: უილიამსი (22), ბრუქსი (11+6 მოხსნა), ტეილორი (10), ბლეტჩი (6+10 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ნ-ი: კოუპლენდი (16), ენტონი (15+9 მოხსნა), ფელტონი (15+5 პასი), ტომპსონი (13), ბრიუერი (12+3 ჩაჭრა), პრიჯიონი (5+11 პასი+3 ჩაჭრა).
მემფისი-ორლანდო 115:100
33:21, 22:28, 33:37, 27:14
მ: გეი (20), რენდოლფი (18+6 მოხსნა), მ. გასოლი (18+13 მოხსნა), ელინგტონი (13), კონლი (12+9 პასი), სპეიტსი (11+8 მოხსნა).
ო: რედიკი (23), ვუჩევიჩი (16+9 მოხსნა), თურქოგლუ (14), დევისი (12+3 დაფარება), აფლალო (10), ნელსონი (10+7 პასი).
ნიუ ორლეანი-ჰიუსტონი 90:97
19:16, 26:27, 16:29, 29:25
ნ-ო: ანდერსონი (23+8 მოხსნა), დევისი (13+8 მოხსნა+3 დაფარება), ვასკესი (13+11 პასი).
ჰ: დელფინო (20), პერსონსი (18+5 მოხსნა), ჯონსი (15+9 მოხსნა), მარტინი (15), აშიქი (7+14 მოხსნა).
ოკლაჰომა-დალასი 88:76
23:16, 30:24, 18:17, 17:19
ო: დურანტი (18+7 მოხსნა+5 პასი), ჰარდენი (16+5 პასი), იბაკა (15+7 მოხსნა), უესტბრუკი (8+9 მოხსნა+6 პასი).
დ: კრაუდერი (21+9 მოხსნა), რაიტი (11+5 მოხსნა).
მინესოტა-დეტროიტი 95:76
27:10, 25:19, 16:24, 27:23
მ: ბადინგერი (21), უილიამსი (18), პეკოვიჩი (14+9 მოხსნა), კანინგემი (12+14 მოხსნა).
დ: სტაკი (21), მონრო (11), სინგლერი (11).
მაიამი-ვაშინგტონი 94:101
32:26, 29:21, 17:26, 16:28
მ: უეიდი (23+7 მოხსნა), ბოში (18), ჯეიმსი (13+6 პასი+5 მოხსნა), ალენი (13).
ვ: უებსტერი (23), სინგლტონი (17+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), პრაისი (11+5 პასი), პარგო (11+6 პასი), ვესელი (4+11 მოხსნა).
კლიპერსი-ლეიკერსი 97:91
22:23, 27:17, 23:33, 25:18
კ: ბლედსოუ (22+11 პასი+9 ჩაჭრა+5 მოხსნა), ბარნსი (18+6 მოხსნა), გრიფინი (15+6 მოხსნა+5 პასი), ჰოლინზი (11+5 მოხსნა).
ლ: პ. გასოლი (17+8 მოხსნა), უორლდ პისი (13+5 მოხსნა), საკრი (13+7 მოხსნა), ჰილი (12+8 მოხსნა), მიქსი (11), ბლეიკი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"