26 ოქტომბერს, კალიფორნიული გრანდი კიდევ ერთხელ შეხვდა "საკრამენტოს". როგორც იცით, ამ მატჩში "ლეიკერსს" ტრავმირებული კობი ბრაიანტი აკლდა, რომელმაც, შესაძლოა, რეგულარული ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს. სამაგიეროდ, მოედანზე იყო დუაიტ ჰოვარდი, მაგრამ მას მეტად მოკრძალებული მონაგარი ჰქონდა - 9 ქულა და 8 მოხსნა.
ერთადერთი, ვინც მასპინძელთა რიგებში ათქულიანი ზღვარი გადალახა, დევინ ებენქსი იყო - მის ანგარიშზე 14 ქულა მოდის.
"ლეიკერსმა" ჯამში
მხოლოდ ამის შემდეგ მოჰკიდა სერიოზულად საქმეს ხელი ფავორიტმა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ 12 ქულამდე შეამცირა სხვაობა. მეტის საშუალება "ლეიკერსს" მეტოქემ არ მისცა, რომლის რიგებში 20-20 ქულით საუკეთესოები იყვნენ ტომასი და კაზინსი. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 13 მოხსნაც იყო.
სეზონისთვის მზადება "საკრამენტომაც" დაასრულა, თანაც ღირსეული შედეგით: 5 მოგება და 2 წაგება.
ცნობისთვის, NBA-ის ისტორიაში ფინალურ სერიამდე არასოდეს მიუღწევია გუნდს, რომელმაც სეზონის წინ, საგამოფენო შეხვედრებში ვერც ერთ გამარჯვებას ვერ მიაღწია.
* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2014 წლის თებერვალში დატოვებს თავის პოსტს, რომელიც, აგერ უკვე 30 წელია უკავია.
სტერნის ნაცვლად, მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგას ადამ სილვერი ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად სტერნის თანაშემწე გახლავთ. ეს ინფორმაცია NBA-ის გუნდების მფლობელთა საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა.
70 წლის სტერნი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას 1984 წლის პირველი თებერვლიდან ხელმძღვანელობს. ასე დიდხანს NBA-ის კომისრის თანამდებობაზე არავის უმუშავია.
* * *
ეროვნული კალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი ტრეისი მაკგრეიდი ჩინეთში ჩავიდა, სადაც იქაური ლიგის ბინადარ "ცინდაოში" გააგრძელებს კარიერას. ტი-მაკს ჩინელებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რამდენიმე ასეულობით ფანი ჭყლეტაში მოხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, სასიკვდილო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
იუტა-პორტლენდი 97:91
22:23, 23:24, 26:22, 26:22
ი: კანტერი (21+12 მოხსნა), ფეივორსი (21+6 მოხსნა), ჯეფერსონი (15+9 მოხსნა), მილსეპი (10+5 ჩაჭრა), ჰეივორდი (10).
პ: მეტიუზი (24), ოლდრიჯი (19+11 მოხსნა), ბატუმი (17+10 მოხსნა), ლილარდი (12+5 პასი), ჰიქსონი (11+6 მოხსნა).
შარლოტი-მილუოკი 90:100
22:20, 33:23, 24:29, 11:28
შ: უოკერი (20+7 პასი), ჰენდერსონი (13), მულენსი (11+5 მოხსნა), გორდონი (11+5 პასი).
მ: ჰარისი (18+5 მოხსნა), დანლივი (17+5 მოხსნა), ლემბი (12), უდო (11+7 მოხსნა).
ლეიკერსი-საკრამენტო 82:94
18:30, 21:10, 18:34, 25:20
ლ: იბენქსი (14+7 მოხსნა).
ს: ტომასი (20), კაზინსი (20+13 მოხსნა), ევანსი (14+5 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ტომპსონი (12+5 მოხსნა), ტორნტონი (10).
დენვერი-კლიპერსი 94:106
25:28, 30:33, 20:32, 19:13
დ: ბრიუერი (15), მაკგი (13+8 მოხსნა+4 დაფარება), კუფოსი (12+10 მოხსნა), იგუოდალა (11+7 პასი), გალინარი (10) ლოუსონი (10+5 პასი).
კ: გრიფინი (25+11 მოხსნა), ბატლერი (16), კროუფორდი (14), ბლედსოუ (11), პოლი (10+12 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"