მეიერს ლენარდი ("პორტლენდი"). ჰიბერტისა და ბრუკ ლოპესის გადაბირების მცდელობისას განცდილი მარცხის შემდეგ, ახლა, "პორტლენდში" მეიერს ლენარდზე უფრო დიდ იმედებს ამყარებენ, ვიდრე ეს დრაფტის დღეს იყო. გამოდის, რომ ცენტრი, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ახალბედათა რეიტინგის ტოპ-ოცეულის ბოლოში იყო, "ბლეიზერსის" ძირითადი მეხუთე ნომერი იქნება.
ჯონ ჰენსონი ("მილუოკი"). ამ კალათბურთელმა ყველა განაცვიფრა საზაფხულო ლიგაში, როცა კინაღამ ბანაკის საუკეთესო "მაღალი" გახდა. ამ სეზონში ახალბედა ერსან ილიასოვას ჩრდილში
ტაილერ ზელერი ("კლივლენდი"). ზელერი, პრაქტიკულად, ერთადერთი მიზეზია, რის გამოც არ უნდა გავაკრიტიკოთ "კლივლენდის" მენეჯმენტი. ამ ცენტრს, რომელსაც სტაბილური საშუალო ტყორცნა და მისი გაბარიტებისთვის არადამახასიათებელი ფანტასტიკური მოქნილობა აქვს, "კავალიერზი" განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებს.
მირზა ტელეტოვიჩი ("ბრუკლინი"). ბოსნიელი 27 წლისაა. მას მობეზრდა ევროპაში სამქულიანების ჩაგდება და ოცნების ასრულება გადაწყვიტა. ის ახლა "ნეტსის" სათადარიგოს რანგში კარიერაში უფრო მეტის მიღწევას აპირებს.
ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"). ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ჯერ დაუხვეწავი მოთამაშე. "პისტონზი" შეეცდება, მისგან მომავლისთვის შესანიშნავი ცენტრი შექმნას, თუმცა უკვე შესაძლებელი იქნება "გიჟური" დაფარებებისა და მოხსნების ხილვა.
იონას ვალანჩუნასი ("ტორონტო"). როცა გასულ წელს NBA-ს გენერალურმა მენეჯერებმა ლიტველს ყველაზე ნიჭიერი ევროპელი უწოდეს, მათ მთელი "ბებერი კონტინენტი" დასცინოდა. ამ სეზონში ვალანჩუნასს აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ მასზე ავანსები ტყუილუბრალოდ არ გაიცემოდა. და არც არვიდას საბონისს უთქვამს გუშინ შემთხვევით - იონასი ჩემზე ძლიერი კალათბურთელი დადგებაო.
ჯერემი ლემბი ("ოკლაჰომა"). სწორედ ეს ახალგაზრდა მცველი გახლავთ მიზეზი იმისა, რომ შესაძლებელი გახდა ჯეიმს ჰარდენის გაცვლა "ჰიუსტონში".
ჰარისონ ბარნსი ("გოლდენ სტეიტი"). რამდენიმე წლის წინ ბარნსს ლიგაში ისე ელოდნენ, თითქოს იქ ახალი ლებრონ ჯეიმსი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა: ფორვარდს აღარ უწინასწარმეტყველებენ სუპერვარსკვლავობას, მაგრამ მის ნიჭს არავინ უარყოფს.
დონატას მოტეიუნასი ("ჰიუსტონი"). ლიტველი არ ფიქრობს ენტონი დევისთან მეტოქეობას "საუკეთესო ახალბედას" პრიზისთვის ბრძოლაში. მას მეტი უნდა: უკვე გამოიწვია ბრძოლაში დუაიტ ჰოვარდი და ახლა ემზადება იმისთვის, რომ მოედანზე არ შერცხვეს.
მაიკლ კიდ-გილკირსტი ("შარლოტი"). მუშა კალათბურთელი, რომლის დახმარებით "შარლოტი" რეაბილიტირებას აპირებს შარშანდელი სამარცხვინო სეზონის გამო.
ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"). საუკეთესო შემტევი მცველი 2012 წლის დრაფტზე. ის "ვაშინგტონში" მიიღებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. სწორედ მის თამაშზე იქნება დამოკიდებული - დატოვებს თუ არა აღმოსავლეთის "ჭაობს" "უიზარდსი".
დემიენ ლილარდი ("პორტლენდი"). "საუკეთესო ახალბედას" პრიზის ფარული პრეტენდენტი. "პორტლენდი" ლილარდს იმ დონემდე ენდობა, რომ გარისკა და კალათბურთელს გარანტირებული ადგილი მისცა სასტარტო ხუთეულში.
ოსტინ რივერსი ("ნიუ ორლეანი"). რივერსს "დიუკში" გატარებული ერთი წელი ეყო დრაფტის პირველ ათეულში მოსახვედრად. დოკ რივერსის ვაჟი - ერთ-ერთია, ვის გარშემოც შეიქმნება ახალი "ჰორნეტსი".
ტომას რობინსონი ("საკრამენტო"). რობინსონი დრაფტის პირველ პიკზე ერთ-ერთ პრეტენდენტად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლოს ჩამოქვეითდა. ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გმირი გამხდარიყო: ტი-რობის ოჯახში მომხდარმა ტრაგედიამ, მისმა ხასიათმა და "კანზასში" პარტნიორების მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ ის "საკრამენტოს" საყვარელ მოთამაშედ აქცია.
ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"). დრაფტის ულაპარაკო პირველი ნომერი და "საუკეთესო ახალბედას" პრიზის მთავარი პრეტენდენტი. მართალია, მისგან დანკისა და ლეი-აპის გარდა სხვა ტყორცნა არ უნახავთ, ეჭვგარეშეა, რომ დევისი ლიგის მომავალი სახეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"