"მაიამი ჰიტის" დამრიგებელი ერიკ სპოელსტრა მომავალ სეზონში თავისი გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი ახალწვეულის - კრის ბოშის ცენტრად გამოყენებას აპირებს. მწვრთნელის თქმით, ყოფილი ტორონტოელი წარმატებით გაართმევს თავს ამ როლს, განსაკუთრებით უდონის ჰასლემის დახმარებით.
"ჩემი აზრით, ბოში არ ითამაშებს მძიმე ფორვარდის პოზიციაზე და ცენტრის ადგილზე იმოქმედებს. ჰასლემთან ერთად ის შესანიშნავ დაცვით ტანდემს შექმნის", - ამბობს სპოელსტრა.
თავად კრისი არ ეწინააღმდეგება ახალი როლის "თამაშს".
"მაღალი ბიჭების წინააღმდეგ თამაში არასოდეს მხიბლავდა, რადგან მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. მაგრამ თუ მწვრთნელი ჩემს ადგილს ცენტრის პოზიციაზე ხედავს,
ამასობაში, "მაიამი ჰიტის" პრეზიდენტი პატ რაილი სპოელსტრას შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა სპეციალისტი ვერ გაამართლებს ხელმძღვანელობის იმედებს, რაილი გუნდს "ბოსტონ სელტიქსის" დამრიგებელ დოკ რივერსს ჩააბარებს. შეგახსენებთ, რომ "კელტების" მწვრთნელი ამ ზაფხულს სერიოზულად განიხილავდა გუნდის დატოვების ვარიანტს, რადგან ოჯახისთვის მეტი ყურადღების დათმობა სურდა.
რივერსი ჯერჯერობით ხმამაღლა არ ლაპარაკობს თავის სამომავლო გეგმებზე.
ჯექსონი კობით უკმაყოფილოა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" დამრიგებელი ფილ ჯექსონი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ლიდერი კობი ბრაიანტი ჯერ მზად არ არის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.
"არ მომწონს მისი მოედანზე მოქმედება. კობი ჯერ მზად არ არის სათამაშოდ. მაგრამ ბრაიანტი მოედანზე გავიდა და გუნდს დაეხმარა, არადა ჯერ კიდევ აწუხებს ტრავმა. მე მასთან გასაუბრებას ვგეგმავ და ვფიქრობ, ამის შემდეგ კობის თამაშში პროგრესი დაიწყება", - განაცხადა ევროპული ტურნეს შემდეგ ჯექსონმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანტს ჯერ კიდევ აწუხებს მარჯვენა ფეხის ტრავმა, რის გამოც სრული დატვირთვით ვერ ახერხებს თამაშს.
უიზარდსი არენასს უშვებს?
ამერიკული სპორტული პრესა ირწმუნება, რომ "ვაშინგტონ უიზარდსი" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გილბერტ არენასის შეცვლას აპირებს. ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ ვარსკვლავი მცველი ოდნავ დაბნეული ჩანს წინასასეზონო მომზადებისას და ხშირად გაიძახის ასეთ ფრაზას: "წინ უნდა ვიარო".
როგორც "ვაშინგტონთან" დაახლოებული წყარო წერს, კლუბი მზად არის არენასის გაცვლაზე და "მისტერ ზეროს" უკვე გამოუჩნდა მსურველები - "ორლანდო" და "დალასი".
"მეჯიქთან" მიმართებაში ტრეიდის სტრუქტურა შეიძლება ასეთი იყოს: არენასი "ორლანდოში" წავა, ვინს კარტერი - "ვაშინგტონში". თუმცა ეს ნაკლებად რეალური ვარიანტია, რადგან ამ კალათბურთელთა ღირებულება და კონტრაქტების ხანგრძლივობა ძალიან განსხვავებულია.
"დალასიც" ეძებს არენასის ხელში ჩაგდების გზებს, თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტული ვარაუდები ჯერ არ არსებობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"