გაკვეთილი ტიმ დანკანისგან

AutoSharing Option
"სან ანტონიოსა" და "ნიუ ორლეანს" შორის მატჩი ენტონი დევისსა და ტიმ დანკანს შორის დუელად აღიქმებოდა.

წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი ძალიან კარგი იყო - 21 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ; თან ცხრიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო.

მაგრამ ვეტერანმა სერიოზული გაკვეთილი ჩაუტარა ახალბედას. დანკანმა 35 წუთი ირბინა და ორმაგი დუბლიც შეასრულა - 24 ქულა და 11 მოხსნა, რასაც სამ-სამი პასი და დაფარება დაუმატა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ჰორნეტსმა" ერიკ გორდონის გარეშეც შეძლო ბრძოლის გამართვა ერთ-ერთი ფავორიტისთვის. თანაც, არ უნდა დავივიწყოთ, რომ
მთლიანად ჩააგდო შეხვედრა "ნიუ ორლეანის" კიდევ ერთმა დებიუტანტმა - ოსტინ რივერსმა (ცხრიდან მხოლოდ ერთი ზუსტი ტყორცნა).

სირენამდე ერთი წუთით ადრე, დევისის საჯარიმოს შემდეგ, "ჰორნეტსი" წინ გავიდა, მაგრამ ეს არ ყოფილა "სპურსისთვის" პრობლემა - იქვე პარკერმა ჩააგდო სამქულიანი და საჯარიმოდან ორჯერ ზუსტად ისროლა დანკანმა. ამასთან, პოპოვიჩის შეგირდებმა არ მისცეს სამქულიანის ჩაგდების საშუალება ვასკესსა და ამინუს.

* * *
საინტერესოა ერთი მომენტი - ამ მატჩში 2012 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ენტონი დევისმა 21 ქულა დააგროვა და კარგი დებიუტი გამოუვიდა.

სტატისტიკოსებმა გაიხსენეს, რომ ზუსტად 15 წლის წინ ასევე სადებიუტო შეხვედრაში 1997 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს კალათბურთელი იყო... ტიმ დანკანი, რომელმაც 1997 წლის 31 ოქტომბერს "დენვერის" წინააღმდეგ 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ნიუ ორლეანი-სან ანტონიო 95:99
31:28, 19:15, 21:28, 24:28
ნ-ო: დევისი (21+7 მოხსნა), ამინუ (17+7 მოხსნა+3 დაფარება), სმიტი (12+6 მოხსნა), ანდერსონი (11+5 მოხსნა), ვასკესი (8+6 მოხსნა+13 პასი).
ს-ა: დანკანი (24+11 მოხსნა+3 დაფარება), პარკერი (23+6 პასი), ლეონარდი (19+7 მოხსნა+5 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული