რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსის" საშველი არ არის

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონის წინ "ლეიკერსის" ფორვარდმა მეტა უორლდ პისმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 2012-13 წლების სეზონში 73 გამარჯვებას მიაღწევს და "ჩიკაგოს" ლეგენდარულ რეკორდს დაამხობს.

თუმცა ჯერჯერობით გაუგებარია - რის ხარჯზე შეძლებს კალიფორნიული გრანდი ამის გაკეთებას. ამ გუნდმა უკვე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, საჩვენებელი შეხვედრების გათვალისწინებით კი ეს სერია 11 წაგებულ მატჩს უდრის.

ბოლო შეხვედრა "ლეიკერსმა" თანაქალაქელი "კლიპერსის" წინააღმდეგ ჩაატარა. კობი ბრაიანტის გარდა, მასპინძლების რიგებში არავის გამოყოფა არ შეიძლება.

ჰოვარდმა, ბლეიკმა და იმავე უორლდ პისმა თავიდანვე დიდი რაოდენობით პერსონალურები მიიღეს და აქტიურობას
უკლეს. სტივ ნეში ტრავმის გამო არ თამაშობდა. პაუ გასოლი თითქმის არ ჩანდა - ესპანელმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა.

ანტუან ჯეიმისონმა, რომელიც კლუბის მთავარ რეზერვისტად ითვლება, თამაშიდან მხოლოდ ორჯერ ისროლა. გუნდის შეტევას ჯერ არ მიუღია კონკრეტული ფორმები და დაცვაც მოიკოჭლებს.

ერთადერთი, ვისი გაკრიტიკებაც არ შეიძლება, კობი ბრაიანტია. მან 40 ქულა დააგროვა (თამაშიდან 23-დან 14 ჩააგდო), ამასთან, ლიგის ისტორიაში მე-15 ადგილზე გადავიდა ჩაჭრების რაოდენობით).

სხვათა შორის, მან ამ სიაში მეჯიქ ჯონსონს გაასწრო. მაგრამ კობის მონდომება არასაკმარისი აღმოჩნდა და კლუბმა ბოლო 35 წლის შემდეგ პირველად დაიწყო სეზონი ზედიზედ სამი წაგებით.

"ლეიკერსმა" მხოლოდ ერთხელ - პირველ წუთზე წაიყვანა ანგარიში და უკვე პირველ მეოთხედში ცხრა ქულას აგებდა. გარდა ამისა, იმავე პირველ მეოთხედში კრის პოლის ანგარიშზე ხუთი შედეგიანი პასი იყო, სულ კი "კლიპერსის" გამთამაშებელმა 15 გადაცემა გააკეთა. შედარებისთვის, ზუსტად ამდენი პასი ჰქონდა "ლეიკერსის" ყველა მოთამაშეს.

"ლეიკერსი" ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ მესამე მეოთხედში "კლიპერსის" 18:5 გაქცევამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

* * *

სენსაცია მოხდა ნიუ იორკში, სადაც მოქმედი ჩემპიონი "მაიამი" ადგილობრივ "ნიქსთან" დამარცხდა, თანაც გამანადგურებელი ანგარიშით. მასპინძლებმა ფლორიდელთა ძლევისთვის მარტივი მეთოდი - სამქულიანები გამოიყენეს. "ნიუ იორკმა" შორიდან 36-ჯერ გაისროლა და 19-ჯერ მოათავსა ბურთი კალათში.

ამ მხრივ, ყველაზე წარმატებული იყო ნოვაკი, რომელმაც რვიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო, თუმცა სხვებმაც მოინდომეს - კიდმა, ფელტონმა, სმიტმა და იმ საღამოს გმირმა კარმელო ენტონიმ. მართალია, ამ ფორვარდმა 18 ბურთი ააცილა თამაშიდან, მაგრამ მაინც მოაგროვა სოლიდური კოლექცია - 30 ქულა, 10 მოხსნა, ორი პასი და ორი ჩაჭრა.

საინტერესოა კიდევ ერთი რამ - ვუდსონის შეგირდებმა ქულების 66 პროცენტი 4.5 მეტრის ან უფრო შორი მანძილიდან მოაგროვეს. და კიდევ, პირველი ქულები დააგროვა 2010 წლის შემდეგ დიდ სპორტში დაბრუნებულმა რაშიდ უოლასმა.

რაც შეეხება "მაიამის" გამოსვლას, ამ გუნდის ჩავარდნაზე კარგად მეტყველებს 21 გუნდური შეცდომა, მხოლოდ ორი შედეგიანი პასი გამთამაშებლებისგან, 20 წუთში ჩელმერსის ექვსი პერსონალური და სასტარტო ხუთეულის "-80" შედეგიანობის კოეფიციენტი.

2 ნოემბერი
შარლოტი-ინდიანა 90:89
17:20, 22:23, 35:27, 16:19
შ: უოკერი (30), ჰენდერსონი (18+5 ჩაჭრა), სეშენსი (11), გორდონი (10).
ი: ჰენსბრო (15), სტივენსონი (15), უესტი (14), ჯორჯი (12+7 მოხსნა+6 პასი).

ორლანდო-დენვერი 102:89
29:18, 29:19, 20:31, 24:21
ო: დევისი (29+10 მოხსნა), რედიკი (21+6 პასი), მური (13).
დ: გალინარი (23+8 მოხსნა), ლოუსონი (12+7 პასი), მილერი (11).

ბოსტონი-მილუოკი 88:99
18:25, 12:21, 28:30, 30:23
ბ: გარნეტი (15), რონდო (14+11 პასი+3 ჩაჭრა), პირსი (11), გრინი (11), ბასი (10), ტერი (10).
მ: ჯენინგსი (21+13 პასი+6 ჩაჭრა), ჰარისი (18), ელისი (14), სანდერსი (10+7 მოხსნა), უდრიხი (10), უდო (10), ილიასოვა (7+11 მოხსნა).

ატლანტა-ჰიუსტონი 102:109
21:28, 23:25, 30:28, 28:28
ა: უილიამსი (22+3 ჩაჭრა), სმიტი (18+10 მოხსნა), ტიგი (14+7 პასი), ჰორფორდი (14), ფაჩულია (13+8 მოხსნა), სტივენსონი (12).
ჰ: ჰარდენი (45+7 მოხსნა), ლინი (21+10 მოხსნა+7 პასი), მორისი (17), აშიქი (0+19 მოხსნა).

კლივლენდი-ჩიკაგო 86:115
16:32, 19:28, 21:23, 30:32
კ: ირვინგი (15), ვარეჟაო (12), გი (12).
ჩ: ბუზერი (19+7 მოხსნა+6 პასი), ჰემილტონი (19), რობინსონი (16+12 პასი), დენგი (14), ნოა (10).

ნიუ იორკი-მაიამი 104:84
33:17, 22:27, 26:19, 23:21
ნ-ი: ენტონი (30+10 მოხსნა), ნოვაკი (17), ფელტონი (14+9 პასი+3 ჩაჭრა), კიდი (12), სმიტი (11+6 პასი), ჩენდლერი (10+8 მოხსნა).
მ: ჯეიმსი (23+7 მოხსნა+3 დაფარება), ლუისი (16), უეიდი (15), ბოში (12+11 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-იუტა 88:86
19:19, 21:22, 27:22, 21:23
ნ-ი: ლოპესი (19+7 მოხსნა), ანდერსონი (19), ამინუ (15+8 მოხსნა), ვასკესი (13+10 პასი).
ი: ფოიე (20), მო უილიამსი (16), ჰეივორდი (14), მილსეპი (11), ჯეფერსონი (10+8 მოხსნა).

ოკლაჰომა-პორტლენდი 106:92
26:21, 23:21, 25:24, 32:26
ო: უესტბრუკი (32+6 პასი), დურანტი (23+17 მოხსნა+7 პასი), მარტინი (19), კოლისონი (12).
პ: ოლდრიჯი (22+15 მოხსნა), ლილარდი (21+7 პასი), მეტიუზი (17), ჰიქსონი (14+12 მოხსნა).

მინესოტა-საკრამენტო 92:80
28:18, 22:23, 20:24, 22:15
მ: ბარეა (21), კირილენკო (10+7 მოხსნა), როი (10+6 პასი).
ს: ტომასი (20), ტორნტონი (15), კაზინსი (11), ტომპსონი (10+7 მოხსნა), ჰეიესი (3+11 მოხსნა).

ფინიქსი-დეტროიტი 92:89
24:28, 30:18, 17:17, 21:26
ფ: გორტატი (16+16 მოხსნა+3 დაფარება), ბიზლი (16+7 მოხსნა), დრაგიჩი (15+10 პასი), ბრაუნი (14), სკოლა (13+9 მოხსნა).
დ: პრინსი (18), მაქსიელი (16), ნაითი (13+10 პასი), ჟერებკო (11), მონრო (10), ბაინუმი (10).

ლეიკერსი-კლიპერსი 95:105
23:28, 24:24, 20:30, 28:23
ლ: ბრაიანტი (40), ჰოვარდი (13+8 მოხსნა+5 დაფარება), გასოლი (10+14 მოხსნა).
კ: კროუფორდი (21+3 ჩაჭრა), პოლი (18+15 პასი+3 ჩაჭრა), გრიფინი (15+8 მოხსნა), ბატლერი (14), ბლედსოუ (10).

გ. სტეიტი-მემფისი 94:104
20:28, 27:23, 16:24, 31:29
გ-ს: კარი (26+7 პასი), ლენდრი (20), ლი (16+7 მოხსნა), ტომპსონი (11).
მ: კონლი (21+7 პასი+5 ჩაჭრა), გასოლი (21), გეი (18+8 მოხსნა), რენდოლფი (15+14 მოხსნა), ელინგტონი (10).

3 ნოემბერი
ვაშინგტონი-ბოსტონი 86:89
12:26, 30:23, 25:22, 19:18
ვ: ჯორ. კროუფორდი (21), სერაფინი (19+7 მოხსნა), ბუკერი (11+10 მოხსნა).
ბ: პირსი (27+7 მოხსნა), გარნეტი (15+7 მოხსნა), რონდო (12+12 პასი), გრინი (11).

ინდიანა-საკრამენტო 106:98 (2ო)
18:24, 38:18, 18:24, 17:25, 5:5, 10:2
ი: უესტი (18+18 მოხსნა), ჰილი (18+8 მოხსნა), გრინი (17), ჯორჯი (16+17 მოხსნა+4 დაფარება), ჰიბერტი (12+10 მოხსნა+6 დაფარება), სტივენსონი (10).
ს: ტორნტონი (26), კაზინსი (21+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), ი. ევანსი (14+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბრუქსი (11).

ბრუკლინი-ტორონტო 107:100
27:35, 33:17, 24:26, 23:22
ბ: ლოპესი (27), უილიამსი (19+9 პასი), უოტსონი (15), ჯონსონი (14), უოლასი (10), ევანსი (2+13 მოხსნა).
ტ: ლოური (28+8 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), დეროზანი (25), ბარნიანი (13), დევისი (11), ჯონსონი (11).

მაიამი-დენვერი 119:116
35:34, 29:32, 23:25, 32:25
მ: ბოში (40+7 მოხსნა), ალენი (23), ჯეიმსი (20+9 მოხსნა+11 პასი), უეიდი (14+4 დაფარება).
დ: ფარიდი (22+12 მოხსნა), იგუოდალა (22), მილერი (17), მაკგი (16+9 მოხსნა), ლოუსონი (14+6 პასი), გალინარი (13), ბრიუერი (10).

ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 82:89
18:21, 26:25, 16:20, 22:23
ჩ: დენგი (19+8 მოხსნა), რობინსონი (15+3 ჩაჭრა), ბელინელი (13), გიბსონი (12+3 დაფარება), ნოა (11+11 მოხსნა).
ნ-ო: ვასკესი (18+6 პასი), ლოპესი (16+7 მოხსნა+4 დაფარება), სმიტი (16), ანდერსონი (12+13 მოხსნა).

ჰიუსტონი-პორტლენდი 85:95 (ო)
19:17, 26:20, 18:27, 18:17, 4:14
ჰ: ჰარდენი (24), ლინი (13+7 პასი+3 ჩაჭრა), მორისი (13), პატერსონი (12), პარსონსი (9+12 მოხსნა), აშიქი (4+15 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (27+11 მოხსნა+6 პასი), ლილარდი (20+9 პასი), ბატუმი (17+9 მოხსნა+6 ჩაჭრა), მეტიუზი (16), ჰიქსონი (9+12 მოხსნა).

მილუოკი-კლივლენდი 105:102
23:27, 32:22, 21:30, 29:23
მ: დანლივი (29+12 მოხსნა+6 პასი), ელისი (23), სანდერსი (17+7 მოხსნა+4 დაფარება), ჯენინგსი (13+13 პასი), უდრიხი (11).
კ: ირვინგი (27+7 პასი), ვარეჟაო (20+17 მოხსნა), გი (18+6 პასი), უეიტერსი (13).

დალასი-შარლოტი 126:99
31:19, 30:34, 36:28, 29:18
დ: მაიო (30), კოლისონი (18+10 პასი), კარტერი (18), კამანი (16), რაიტი (10), კრაუდერი (10).
შ: სეშენსი (22), მალენსი (16+10 მოხსნა), ჰეივუდი (14+11 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (13), უოკერი (10).

სან ანტონიო-იუტა 110:100
28:17, 34:27, 17:35, 31:21
ს-ა: პარკერი (24+10 პასი), გრინი (21), დანკანი (19+11 მოხსნა+3 დაფარება), ლეონარდი (13), ნილი (11).
ი: მო უილიამსი (29+9 პასი), მილსეპი (17+10 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ჯეფერსონი (16+8 მოხსნა), ჰეივორდი (15+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-გ. სტეიტი 110:114
24:33, 29:24, 26:28, 31:29
კ: პოლი (27+10 პასი), კროუფორდი (27), ბატლერი (20), გრიფინი (19+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).
გ-ს: ლენდრი (23+10 მოხსნა), კარი (23+3 ჩაჭრა), ტომპსონი (17+8 მოხსნა), ჯეკი (16+7 პასი), ბარნსი (10), ლი (8+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული