დუაიტ ჰოვარდი დომინირებდა ფარქვეშ, "ლეიკერსის" სნაიპერები კი თითქმის არ ცდებოდნენ. არც ისე დიდი იყო ამ გამარჯვებაში კობი ბრაიანტის წვლილი - მცველმა მხოლოდ ათჯერ ისროლა (უფრო ნაკლები, ვიდრე მეტა უორლდ პისმა!), გამოიყენა ამ სროლების ნახევარი და ამას დაუმატა 7 მოხსნა და 8 პასი.
მაგრამ ამ გამარჯვებაში იყო ნეგატიური მომენტებიც. ისევ ჩავარდა სათადარიგოთა სკამი და რეზერვისტებმა წააგეს დეტროიტელ ოპონენტებთან. ამიტომაც "ლეიკერსის" 30-ქულიანი უპირატესობა ოცამდე
* * *
კობი ბრაიანტისა არ იყოს, კიდევ ერთმა "ეგოისტმა" კალათბურთელმა, კარმელო ენტონიმ ისროლა იმაზე გაცილებით ცოტა, ვიდრე წინა მატჩში "მაიამის" წინააღმდეგ (10-ით ნაკლები), თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად ძლიერი "ფილადელფიას" წინააღმდეგ.
მოულოდნელად "სიქსერზის" ნაქებმა დაცვამ თამაშიდან ნახევარზე მეტი ჩააგდებინა მეტოქეს და თან 40-პროცენტიანი სიზუსტით ასროლინა სამქულიანები.
ჩვეულებრივი ამბავია: თუ "ფილადელფია" ასზე მეტ ქულას უშვებს, გამარჯვება თითქმის გამორიცხულია. სტუმრებს ვერ უშველა ჰოლიდეის აქტიურობამ, რომელმაც 27 ქულის დაგროვება შეძლო.
* * *
მცირე სენსაციად შეიძლება შევაფასოთ "ორლანდოს" სტარტი. გუნდს, რომელსაც აუტსაიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ, ორიდან ორი მატჩი მოიგო.
ამასთან, "ჯადოქრები" ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაუსწორდნენ "ფინიქსს". ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტრავმის გამო არ უთამაშია "ორლანდოს" რიგებში მის ერთ-ერთ ლიდერს ჯამირ ნელსონს.
მის ნაცვლად სასტარტოში გამოვიდა მური, რომელმაც შარშან "ბოსტონის" რიგებში მხოლოდ 38 მატჩი ჩაატარა. მურმა სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო და 15 ქულა დააგროვა. სულ კი მასპინძლებმა 9 შორეული ტყორცნა მოათავსეს კალათში და მხოლოდ ორჯერ შეცდნენ. ამიტომაც არ არის გასაკვირი "ფინიქსის" ძლევა.
საოცარი ისაა, როგორ მოახერხეს არიზონელებმა დიდი შესვენებისთვის ორნიშნა უპირატესობის მოპოვება.
ამის შემდეგ კი მაყურებელმა სულ სხვა თამაში იხილა. მეორე ნახევარში "მეჯიქმა" უდიდესი უპირატესობით მოიგო - 69:38!
* * *
"ორლანდოსგან" განსხვავებით, სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩის მოგება ვერ შეძლო "მინესოტამ". "მგლებმა" სტუმრად წააგეს "ტორონტოსთან". ადელმანის გუნდი დააღალატა შეცდომების დიდმა რაოდენობამ, კერძოდ, 24-მა დაკარგვამ, რითაც მეტოქემ 32 ქულა დააგროვა. მარტო როიმ, რიდნურმა და ბადინგერმა ერთად 13 შეცდომა დაუშვეს.
რა თქმა უნდა, "ტორონტოს" უკანა ხაზი ლოურის, დეროზანისა და ანდერსონის სახით, ამ შეცდომებს კარგად იყენებდა - ამ სამეულმა 62 ქულა მოიხვეჭა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ვულვზი" თანაბრად ეთამაშებოდა მეტოქეს თითქმის სამი მეოთხედი და მხოლოდ ბოლოში დანებდა, როცა 10 წუთის განმავლობაში ერთი ქულაც ვერ აიღო.
ნიუ იორკი-ფილადელფია 100:84
31:25, 26:19, 18:22, 25:18
ნ-ი: ენტონი (27+5 მოხსნა), სმიტი (20+9 მოხსნა), კიდი (12+6 პასი+3 ჩაჭრა), ფელტონი (11).
ფ: ჰოლიდეი (27+7 პასი), იანგი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), რაიტი (11+9 მოხსნა), ტერნერი (11+11 მოხსნა).
ტორონტო-მინესოტა 105:86
25:24, 31:23, 23:26, 26:13
ტ: ლოური (22+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), დეროზანი (22+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ანდერსონი (18), ბარნიანი (10).
მ: კირილენკო (17+6 მოხსნა+3 დაფარება), პეკოვიჩი (15), უილიამსი (9+8 მოხსნა).
ორლანდო-ფინიქსი 115:94
26:33, 20:23, 40:20, 29:18
ო: რედიკი (24+6 პასი), დევისი (22+8 მოხსნა+5 პასი), აფლალო (22), ვუჩევიჩი (18+13 მოხსნა), მური (15+6 პასი).
ფ: სკოლა (24+7 მოხსნა), ბიზლი (22+6 მოხსნა), გორტატი (14+11 მოხსნა+4 დაფარება), დრაგიჩი (12+8 პასი).
ოკლაჰომა-ატლანტა 95:104
22:30, 29:17, 23:28, 21:29
ო: მარტინი (28), დურანტი (22+12 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (14+5 მოხსნა+9 პასი), იბაკა (14+5 მოხსნა).
ა: ჰორფორდი (23+12 მოხსნა), უილიამსი (19), ტიგ8ი (16+5 პასი), ჯონსონი (10).
ლეიკერსი-დეტროიტი 108:79
34:13, 28:21, 24:21, 22:24
ლ: ჰორფორდი (28+7 მოხსნა+3 დაფარება), უორლდ პისი (18+5 მოხსნა), ბრაიანტი (15+7 მოხსნა+8 პასი), გასოლი (14+5 მოხსნა+3 დაფარება), ჰილი (11+7 მოხსნა).
დ: ჟერებკო (18), სინგლერი (11+5 მოხსნა), ბინუმი (10+5 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"