რეგულარული ჩემპიონატი: "მინესოტამ" პატარა სასწაული მოახდინა

AutoSharing Option
პატარა სასწაული მოახდინა ბრუკლინში "მინესოტამ". ორი ძირითადი მოთამაშის გარეშე "მგლებმა" 22-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მოახერხეს და გამარჯვებულებმა დატოვეს მოედანი.

ამ მოგებაში დიდი წვლილი მიუძღვის სტუმრების დამრიგებელს რიკ ადელმანს, რომელიც ბოლო მეოთხედში არ შეუშინდა თავისი რეზერვისტების - შვედის, ბადინგერისა და კანინგემის ბრძოლაში შეშვებას.

ამ სამეულმა მწვრთნელს ნდობა სრულად გაუმართლა: იმ 32 ქულიდან, რომელიც "ვულვზმა" ბოლო მეოთხედში დააგროვა, 29 აღნიშნული ტრიოს ანგარიშზე მოდის.

* * *
ისტორიულ მომენტს ჰქონდა ადგილი "მაიამისა" და "ფინიქსის" შეხვედრაში. რეი ალენმა 23000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა, რითაც მხოლოდ 24-ე მოთამაშე
გახდა ისტორიაში, ვინც ამგვარი მიღწევით დაიკვეხნის. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა პირველი მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოხდა - ვეტერანის სამქულიანის შემდეგ.

სულ ალენმა სამი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში, 15 ქულა დააგროვა და ამას 6 მოხსნა და 6 პასი დაურთო.

"ჰიტის" რიგებში სხვა გმირებიც იყვნენ, მაგალითად, კოული, რომელმაც პირველი მეოთხედის სირენასთან ერთად ჩააგდო ცენტრიდან, ან ჩელმერსი, ვინც 11 შედეგიანი პასით პირადი რეკორდი გაიმეორა. რაც შეეხება ფლორიდელთა "დიდ ტრიოს", მისი მონაგარი 63 ქულა იყო.

"მაიამიმ" ჯამში 33 შედეგიანი პასი დააგროვა. ფარზე უპირატესობა ჰქონდა - 49:38 და 26-დან 15 სამქულიანი მოათავსა კალათში. შესაბამისად, საბოლოო 25-ქულიანი უპირატესობა სავსებით კანონზომიერად მოჩანს.

* * *
სეზონის სტარტმა აჩვენა - "პორტლენდი" მაშინ არის ძლიერი, როცა მის სასტარტო შემადგენლობას მისდის თამაში.

გუნდის სათადარიგოთა სკამი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავს. შესაბამისად, მინიმალურია როტაციის შესაძლებლობა და "ბლეიზერსის" განეიტრალება რთული საქმე არ არის. სწორედ ეს გააკეთა "დალასმა".

პორტლენდელები კარგა ხანი მეტოქის ფარზე კარგი თამაშის წყალობით გადიოდნენ ფონს და ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებოდნენ "კოვბოებს". არადა, სტუმრებს თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი 40-ზე ნაკლები ჰქონდათ.

მაგრამ ბოლო 12-წუთეულის დაწყებისთანავე ტექსასელები 10:0 გაიქცნენ, რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი. საინტერესოა, რომ ამ სპურტში მონაწილეობა არ მიუღია ო ჯეი მაიოს, რომელმაც რვიდან ექვსი სამქულიანი მოათავსა კალათში.

სხვათა შორის, დღეს ეს მცველი ლიგის ლიდერია ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობით. მაიოს ბრწყინვალე ინდივიდუალური მოქმედების მიუხედავად, "დალასმა" შესანიშნავი გუნდური თამაში აჩვენა - 29 შედეგიანი პასი გააკეთა.

ბრუკლინი-მინესოტა 96:107
31:27, 31:20, 24:28, 10:32
ბ: ჯონსონი (19), უილიამსი (18+13 პასი), ლოპესი (13+9 მოხსნა), ბრუქსი (11), უოტსონი (10).
მ: პეკოვიჩი (21+7 მოხსნა), კირილენკო (16+10 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), ბადინგერი (16+6 მოხსნა), კანინგემი (11+11 მოხსნა), შვედი (10).

მაიამი-ფინიქსი 124:99
34:25, 31:28, 33:21, 26:25
მ: ჯეიმსი (23+11 მოხსნა), უეიდი (22+6 პასი), ბოში (18), ალენი (15+6 მოხსნა+6 პასი), ჰასლემი (12+5 მოხსნა), ჩელმერსი (9+11 პასი).
ფ: ბრაუნი (18), სკოლა (15+8 მოხსნა), დრაგიჩი (13+9 პასი), გორტატი (12+13 მოხსნა).

მემფისი-იუტა 103:94
18:25, 29:25, 27:18, 29:26
მ: გასოლი (22+8 მოხსნა+8 პასი), რენდოლფი (16+18 მოხსნა), კონლი (16+5 მოხსნა), გეი (15+5 მოხსნა), პონდექსტერი (14).
ი: გ. ჰეივორდი (19+5 მოხსნა), მო უილიამსი (17+8 პასი), მილსეპი (14+8 მოხსნა), ფეივორსი (14+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (11+10 მოხსნა), ფოიე (11).

დალასი-პორტლენდი 114:91
31:27, 26:28, 26:24, 31:12
დ: მაიო (32), კამანი (16+6 მოხსნა), კოლისონი (14+13 პასი), რაიტი (10).
პ: ოლდრიჯი (20+7 მოხსნა), მეტიუზი (20), ბატუმი (14+5 მოხსნა), ლილარდი (13+5 პასი), ჰიქსონი (7+11 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ნიუ იორკი* 3 3 0 100
2. მილუოკი* 2 2 0 100
3. ორლანდო* 2 2 0 100
4. მაიამი 4 3 1 75.0
5. ჩიკაგო 3 2 1 66.7
6. შარლოტი 2 1 1 50.0
7. ბრუკლინი 2 1 1 50.0
8. ინდიანა 4 2 2 50.0
9. კლივლენდი 4 2 2 50.0
10. ატლანტა 2 1 1 50.0
11. ბოსტონი 3 1 2 33.3
12. ტორონტო 3 1 2 33.3
13. ფილადელფია 3 1 2 33.3
14. ვაშინგტონი 2 0 2 00.0
15. დეტროიტი 3 0 3 00.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 4 4 0 100
2. დალასი 4 3 1 75.0
3. მინესოტა* 3 2 1 66.7
4. გ. სტეიტი* 4 2 2 50.0
5. მემფისი 3 2 1 66.7
6. ნიუ ორლეანი 3 2 1 66.7
7. ჰიუსტონი 3 2 1 66.7
8. კლიპერსი 4 2 2 50.0
9. პორტლენდი 4 2 2 50.0
10. ოკლაჰომა 3 1 2 33.3
11. საკრამენტო 4 1 3 25.0
12. იუტა 4 1 3 25.0
13. ლეიკერსი 4 1 3 25.0
14. ფინიქსი 4 1 3 25.0
15. დენვერი 3 0 3 00.0

* - დივიზიონის ლიდერი

ქულა
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 35.3
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 28.5
კობი ბრაიანტი (ლეი) 26.8
ჯამალ კროუფორდი (კლიპ) 25.7
გლენ დევისი (ორლ) 25.5
კრის ბოში (მაი) 23.7
კაირი ირვინგი (კლივ) 23.7
კაილ ლოური (ტორ) 23.7
დუაიტ ჰოვარდი (ლეი) 23.3
ლებრონ ჯეიმსი (მაი) 23.0

მოხსნა
ზაკ რენდოლფი (მემ) 16.0
ანდერსონ ვარეჟაო (კლი) 15.0
ომერ აშიქი (ჰიუ) 14.3
კევინ დურანტი (ოკლ) 14.3
მარცინ გორტატი (ფინ) 12.3
ჯეი ჯეი ჰიქსონი (პორ) 11.3
პოლ ჯორჯი (ინდ) 10.5
პაუ გასოლი (ლეი) 10.3
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 10.3

პასი
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 13.0
რაჟონ რონდო (ბოს) 12.0
კრის პოლი (კლიპ) 11.5
დერონ უილიამსი (ნ-ჯერ) 11.0
გრეივის ვასკესი (ნ-ორლ) 9.7
გორან დრაგიჩი (ფინ) 8.8
ჯრიუ ჰოლიდეი (ფილ) 8.7
ტონი პარკერი (ს-ანტ) 8.5
დარენ კოლისონი (დალ) 8.5
დამიან ლილარდი (პორ) 8.0

ჩაჭრა
ბრენდონ ჯენინგსი (მილ) 4.0
კაილი ლოური (ტორ) 3.7
ჯერალდ ჰენდერსონი (შარ) 3.0
მაიკ კონლი (მემ) 3.0
კაუაი ლეონარდი (ს-ანტ) 2.8
ნიკოლა ბატუმი (პორ) 2.8
ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 2.7
ლუ უილიამსი (ატლ) 2.5
მაიკლ კიდ-გილკირსტი (შარ) 2.5
ჯეფ ტიგი (ატლ) 2.5

დაფარება
მარცინ გორტატი (ფინ) 3.5
როი ჰიბერტი (ინდ) 3.3
ლარი სანდერსი (მილ) 3.0
ჯოშ სმიტი (ატლ) 3.0
ტაჯ გიბსონი (ჩიკ) 2.7
გრეგ სტიმსმა (მინ) 2.7
ანდრეი კირილენკო (მინ) 2.7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული