აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯენინგსი თავის გუნდს ორიდან ორი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ბრენდონი ამჟამად ლიგის ლიდერია შედეგიანი გადაცემებით (13.0) და ჩაჭრებით (4.0). გარდა ამისა, ის საშუალოდ მატჩში 17 ქულას აგროვებს.
სამიდან ორი მოგება ჰქონდა გასულ კვირას "ჰიუსტონს". მისმა ახალმა ლიდერმა ჰარდენმა გახსნის მატჩში "დეტროიტის" წინააღმდეგ 37 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა და ერთი დაფარება ჰქონდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ერთ მატჩში ასეთი სტატისტიკა
ჯენინგსის კვირა
2 ნოემბერი. ბოსტონი-მილუოკი 88:99. 21 ქულა, 13 პასი, 6 ჩაჭრა.
3 ნოემბერი. მილუოკი-კლივლენდი 105:102. 13 ქულა, 4 მოხსნა, 13 პასი.
ჰარდენის კვირა
31 ოქტომბერი. დეტროიტი-ჰიუსტონი 96:105. 37 ქულა, 6 მოხსნა, 12 პასი, 4 ჩაჭრა.
2 ნოემბერი. ატლანტა-ჰიუსტონი 102:109. 45 ქულა, 7 მოხსნა.
3 ნოემბერი. ჰიუსტონი-პორტლენდი 85:95 (ო). 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი.
კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), კრის ბოში ("მაიამი"), გლენ დევისი ("ორლანდო"), კარლ ლენდრი ("გოლდენ სტეიტი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო"), ანდერსონ ვარეჟაო ("კლივლენდი") და კემბა უოკერი ("შარლოტი").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"