მეჰმეთ ოქურმა ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ

AutoSharing Option
33 წლის თურქმა ცენტრმა მეჰმეთ ოქურმა ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

ეს კალათბურთელი წელს "ტურკ ტელეკომში" თამაშობდა, მანამდე კი ცხრა წელი გაატარა NBA-ში (634 მატჩი, მათ შორის - 460 სასტარტო ხუთეულში) და საშუალოდ მატჩში 13.5 ქულასა და 7.0 მოხსნას აგროვებდა.

თურქეთის ნაკრების მოთამაშეს დიდი სპორტიდან წასვლა ფეხის ქრონიკულმა ტრავმამ აიძულა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მწვრთნელებსა და პარტნიორებს, რომლებიც მუდმივად ჩემს გვერდით იყვნენ მთელი კარიერის განმავლობაში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი", - განაცხადა თურქმა ცენტრმა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული