11 ნოემბერს კალიფორნიული გრანდის ხელმძღვანელობამ გააკეთა ის, რასაც ყველაზე მეტად ელოდნენ ამ გუნდის გულშემატკივრები - ოფიციალური წინადადებით მიმართა NBA-ს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს ფილ ჯექსონს.
თავიდან "ლეიკერსის" ბოსები არ აპირებდნენ ჯექსონის მიწვევას, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს. "ისინი არანორმალურებივით ცდილობენ ჯექსონთან მოლაპარაკებას", - განაცხადა კლუბთან დაახლოებულმა წყარომ.
როგორც იცით, "ლეიკერსს" ჯექსონის მეთაურობით ხუთჯერ აქვს მოგებული NBA-ს ჩემპიონის ტიტული.
ფილთან მოლაპარაკებების გარდა,
* * *
ამასობაში "ლეიკერსმა" პირველი მატჩი ჩაატარა მაიკ ბრაუნის გარეშე და სეზონში მეორე გამარჯვებას მიაღწია. როგორც ეს ხშირად ხდება, მწვრთნელის გაშვებამ ძლიერი ემოციური მუხტი მოიტანა და "ლეიკერსმა" ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა "გოლდენ სტეიტი".
თითქმის იდეალური იყო მასპინძლების თამაში დაცვაში, რის გამოც "უორიორზმა" მხოლოდ 77 ქულა დააგროვა (წინა მატჩებში ოქლენდური კლუბი მინიმუმ 92 ქულას აგროვებდა) და თამაშიდან ტყორცნების მესამედი (!) მოათავსა კალათში.
გარდა ამისა, "ლეიკერსმა" ფარქვეშ ბრძოლაც მოიგო - 58:47 მოხსნებში (უფროსი გასოლის ანგარიშზე 16 მოხსნა იყო). და ეს იმ დროს, როცა ზედმეტი პერსონალურების გამო, დუაიტ ჰოვარდმა მოედანზე მხოლოდ 24 წუთი გაატარა, კობი ბრაიანტი კი, მისივე სიტყვებით, 100 პროცენტით არ იყო მზად სათამაშოდ. მიუხუდავად ამისა, ვარსკვლავს სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 27 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი.
* * *
ამასობაში "ნიუ იორკ ნიქსი" კვლავაც ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია რეგულარულ ჩემპიონატში. ლიდერი წამყვანი მოთამაშეების არყოფნისგან დაუძლურებულ "დალასს" ხვდებოდა.
"მავერიქსის" ლაზარეთში მყოფ დირკ ნოვიცკის შონ მერიონიც დაემატა, რის გამოც "კოვბოების" მთავარ მწვრთნელს რიკ კარლაილს გარდაუვალი როტაციის განხორციელება მოუწია. შედეგად, სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ კრაუდერი და რაიტი.
დებიუტანტებმა და მათმა გამოცდილმა პარტნიორებმა "ნიქსის" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. თუმცა შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, კოლისონს რვიდან შვიდი ტყორცნა რომ არ აეცილებინა, ან სასტარტოს მცველებს ერთად 12 შეცდომა რომ არ დაეგროვებინათ. ეს სამით მეტია, ვიდრე მეტოქე გუნდის მიერ საერთო ჯამში დაშვებული შეცდომების რიცხვი.
ამ საშინელი სტატისტიკის მიუხედავად, საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე, სტუმრები მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებოდნენ "ნიქსს". თუმცა კარმელო ენტონის შორეულმა ტყორცნამ და ჩენდლერის სამქულიანმა შეტევამ ისევ დაუბრუნა ვუდსონის გუნდს კომფორტული უპირატესობა. ამის შემდეგ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა პრობლემა არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ "ნიუ იორკის" რიგებში 18 წუთი სათამაშო დრო მიიღო დიდ კალათბურთში დაბრუნებულმა რაშიდ უოლასმა, რომელმაც 6-6 ქულა და მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
NBA. რეგულარული ჩემპიონატი
9 ნოემბერი
ვაშინგტონი-მილუოკი 91:101
28:30, 19:26, 25:19, 19:26
ვ: ბილი (22), არიზა (15+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), პრაისი (12+6 მოხსნა+9 პასი), ოკაფორი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ბუკერი (11).
მ: ელისი (22+5 მოხსნა+5 პასი), დანლივი (13+9 მოხსნა), სანდერსი (13+9 მოხსნა+3 დაფარება), ჯენინგსი (12+7 პასი+3 ჩაჭრა), ილიასოვა (11).
ორლანდო-ბრუკლინი 68:107
17:19, 19:31, 15:25, 17:32
ო: მური (18+5 პასი), აფლალო (12+5 მოხსნა), ვუჩევიჩი (10), ნიკოლსონი (10).
ბ: ბლეტჩი (15+9 მოხსნა), ლოპესი (14+10 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (13), უილიამსი (12), სტეკჰაუსი (11).
ბოსტონი-ფილადელფია 100:106
20:23, 25:34, 29:26, 26:23
ბ: პირსი (24+5 პასი), გარნეტი (19+10 მოხსნა), რონდო (14+20 პასი), ტერი (13).
ფ: ტერნერი (25+11 მოხსნა), ჰოლიდეი (21+14 პასი), ტ. იანგი (15), რაიტი (15), ნ. იანგი (10).
ნიუ იორკი-დალასი 104:94
25:23, 30:34, 29:21, 20:16
ნ-ი: ენტონი (31+7 მოხსნა), სმიტი (22), ბრიუერი (13+8 მოხსნა), ჩენდლერი (11+9 მოხსნა).
დ: მაიო (23+7 მოხსნა), კარტერი (15+6 მოხსნა), კამანი (14+7 მოხსნა), რაიტი (11).
ატლანტა-მაიამი 89:95
25:25, 21:17, 25:30, 18:23
ა: ტიგი (20+11 პასი), მოროუ (17), სმიტი (13+8 მოხსნა), კორვერი (11), ჰორფორდი (10+7 მოხსნა).
მ: ბოში (24+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (21+11 მოხსნა+9 პასი), ალენი (17), ჩელმერსი (12), ჰასლემი (2+10 მოხსნა).
მემფისი-ჰიუსტონი 93:85
17:24, 25:22, 27:22, 24:17
მ: გეი (21+7 მოხსნა), რენდოლფი (15+14 მოხსნა+3 დაფარება), კონლი (14+3 ჩაჭრა), ბეილესი (12+3 ჩაჭრა).
ჰ: პარსონსი (19), ჰარდენი (18), ლინი (15), აშიქი (10+13 მოხსნა).
ნიუ ორლეანი-შარლოტი 107:99
24:21, 35:28, 19:20, 29:30
ნ-ო: ანდერსონი (25+7 მოხსნა), დევისი (23+11 მოხსნა+5 დაფარება), რობერტსი (16+8 პასი), ამინუ (14+6 მოხსნა).
შ: გორდონი (34+6 მოხსნა), სეშენსი (13), კიდ-გილკირსტი (12+6 მოხსნა+3 დაფარება), უოკერი (11+6 პასი), ბიიომბო (6+13 მოხსნა).
ოკლაჰომა-დეტროიტი 105:94
18:19, 31:23, 25:27, 31:25
ო: დურანტი (25+13 მოხსნა), იბაკა (25+7 მოხსნა+3 დაფარება), მარტინი (16+3 ჩაჭრა), მეინორი (13), უესტბრუკი (10+6 პასი).
დ: დრამონდი (22+8 მოხსნა), პრინსი (16+6 მოხსნა), სტაკი (15+6 პასი), მონრო (14+10 მოხსნა+6 პასი), ნაითი (11+6 მოხსნა+6 პასი).
მინესოტა-ინდიანა 96:94
21:19, 21:24, 27:21, 27:30
მ: ბადინგერი (18), უილიამსი (15), პეკოვიჩი (13+8 მოხსნა), შვედი (11+7 პასი), კანინგემი (11).
ი: ჰილი (29+7 პასი), უესტი (19+13 მოხსნა), ჯორჯი (11), ჰიბერტი (10).
ფინიქსი-კლივლენდი 107:105
16:37, 33:25, 27:21, 31:22
ფ: დრაგიჩი (26), ბრაუნი (22), ტელფეირი (13), გორტატი (12+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+5 დაფარება).
კ: უეიტერსი (23), გიბსონი (19), ირვინგი (17+8 პასი), გი (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვარეჟაო (14+10 მოხსნა), ტომპსონი (10+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).
საკრამენტო-სან ანტონიო 86:97
27:24, 12:23, 29:22, 18:28
საკ: ტომპსონი (17+6 მოხსნა), ტორნტონი (17), კაზინსი (14+9 მოხსნა), ტ. ევანსი (12+6 მოხსნა), ტომასი (10).
ს-ა: დანკანი (23+12 მოხსნა), მილსი (18), ლეონარდი (11+9 მოხსნა), დიაო (9+9 მოხსნა).
დენვერი-იუტა 104:84
26:27, 27:11, 20:19, 31:27
დ: ბრიუერი (20), ფარიდი (18+11 მოხსნა), კუფოსი (15+10 მოხსნა+3 დაფარება), იგუოდალა (15+7 მოხსნა), ლოუსონი (9+7 პასი+3 ჩაჭრა).
ი: ჰეივორდი (15), კანტერი (13+6 მოხსნა), ფოიე (13), მილსეპი (11), ფეივორსი (10+11 მოხსნა+5 დაფარება), ჯეფერსონი (4+11 მოხსნა).
ლეიკერსი-გ. სტეიტი 101:77
23:22, 24:16, 25:17, 29:22
ლ: ბრაიანტი (27+9 მოხსნა+7 პასი), გასოლი (14+16 მოხსნა), ჰილი (14), უორლდ პისი (10+7 მოხსნა), მორისი (10+5 პასი).
გ-ს: კარი (18+5 პასი), ტომპსონი (15), ლი (10+12 მოხსნა), ლენდრი (6+11 მოხსნა).
10 ნოემბერი
ტორონტო-ფილადელფია 83:93
26:20, 7:32, 29:17, 21:24
ტ: ბარნიანი (23+3 ჩაჭრა), დეროზანი (19+6 მოხსნა), კალდერონი (14+11 პასი).
ფ: ტ. იანგი (16+8 მოხსნა), ჰოლიდეი (16+5 პასი), ნ. იანგი (16), რაიტი (15+6 მოხსნა), ჰოუსი (12+11 მოხსნა), ტერნერი (8+12 მოხსნა).
ინდიანა-ვაშინგტონი 89:85
23:22, 26:27, 21:23, 19:13
ი: ჯორჯი (20+7 მოხსნა), გრინი (15+8 მოხსნა), სტივენსონი (12), უესტი (11), ჰიბერტი (7+12 მოხსნა).
ვ: ოკაფორი (17+8 მოხსნა), ბილი (17+6 მოხსნა), პრაისი (12+14 პასი), ბუკერი (10).
შარლოტი-დალასი 101:97 (ო)
24:21, 20:34, 24:18, 23:18, 10:6
შ: უოკერი (26+6 მოხსნა+7 პასი+8 ჩაჭრა), კიდ-გილკირსტი (25+12 მოხსნა), სეშენსი (12), გორდონი (11), მალენსი (7+14 მოხსნა).
დ: მაიო (22), კარტერი (19+3 ჩაჭრა), კოლისონი (14+6 პასი), ბრენდი (10).
ჩიკაგო-მინესოტა 87:80
20:19, 20:22, 23:18, 24:21
ჩ: რობინსონი (18), ნოა (17+7 მოხსნა), დენგი (16+7 მოხსნა), ჰემილტონი (12), ბელინელი (11).
მ: პეკოვიჩი (18+8 მოხსნა), კანინგემი (14), კირილენკო (11+12 მოხსნა+7 პასი), რიდნური (10).
ჰიუსტონი-დეტროიტი 96:82
20:15, 27:26, 25:16, 24:25
ჰ: ჰარდენი (20), აშიქი (14+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), მორისი (12+8 მოხსნა), დუგლასი (11).
დ: ნაითი (16+7 პასი), პრინსი (13+6 მოხსნა), მონრო (12+11 მოხსნა).
მილუოკი-ბოსტონი 92:96
22:20, 20:19, 26:25, 24:32
მ: ელისი (32+8 პასი), დალემბერი (14+8 მოხსნა), დენიელსი (12), სანდერსი (10+12 მოხსნა), ილიასოვა (10+6 მოხსნა).
ბ: პირსი (25+9 მოხსნა), გარნეტი (18+6 მოხსნა), ტერი (15), გრინი (12), რონდო (10+10 პასი).
იუტა-ფინიქსი 94:81
29:19, 21:24, 27:18, 17:20
ი: ჯეფერსონი (27+14 მოხსნა), მილსეპი (18+13 მოხსნა), ჰეივორდი (18), მარვ. უილიამსი (13+7 მოხსნა), ფეივორსი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), ტინსლი (0+14 პასი).
ფ: სკოლა (21+11 მოხსნა), დადლი (16), დრაგიჩი (13+6 პასი).
პორტლენდი-სან ანტონიო 109:112
26:26, 26:17, 27:30, 30:39
პ: ბატუმი (33+7 მოხსნა), ოლდრიჯი (29+7 პასი+4 დაფარება), ლილარდი (20+6 პასი), ჰიქსონი (13+14 მოხსნა), მეტიუზი (10).
ს-ა: ნილი (27+7 მოხსნა), დანკანი (22+9 მოხსნა+3 დაფარება), ჯინობილი (17), ჯექსონი (13), გრინი (10), ლეონარდი (10+3 ჩაჭრა).
გ. სტეიტი-დენვერი 101:107 (2ო)
13:24, 26:16, 20:22, 27:24, 8:8, 7:13
გ-ს: ტომპსონი (23), ლენდრი (22+9 მოხსნა), კარი (19+3 ჩაჭრა), ლი (18+9 მოხსნა+5 პასი).
დ: გალინარი (21+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), იგუოდალა (19+12 მოხსნა+8 პასი), ფარიდი (18+17 მოხსნა+3 დაფარება), მილერი (15+8 პასი), ბრიუერი (11), ლოუსონი (9+10 პასი), მაკგი (7+12 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"