მათ დაემატნენ ხოსე ხუან ბარეა და ბრენდონ როი, რომელსაც ისევ შეახსენეს თავი მტკივანმა მუხლებმა (სწორედ ამ ტრავმის გამო დაასრულა შარშან კარიერა ამ მცველმა). თითქოს ეს არ კმაროდა და ახლა, ჩეიზ ბადინგერმა "ჩიკაგოსთან" მატჩის ბოლოს მენისკი დაიზიანა და დაახლოებით ორი თვით გამოვიდა მწყობრიდან.
13 ნოემბერს, "მგლები" სტუმრად თამაშობდნენ "დალასის" წინააღმდეგ და ამ მატჩში კიდევ ერთი კალათბურთელი დაკარგეს. თანაც როგორი! ნიკოლა პეკოვიჩმა 34-ე წუთისთვის 20
და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩრდილოელებმა ბრძოლის ჟინი გამოამჟღავნეს და "დალასს" შანსი არ დაუტოვეს.
საკმარისია აღინიშნოს, რომ ტექსასელებმა პირველი მეოთხედის მეორე ნახევარში 15-დან 13 სროლა ააცილეს და მეორეს დასაწყისში - ოთხიდან ოთხი. ბოლო მეოთხედში "მავერიქსის" გამწარებულმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა გაძევებაც კი მიიღო.
* * *
"ფინიქსისა" და "დენვერის" მატჩის დასრულებამდე სამი წუთი რჩებოდა, როცა ტაი ლოუსონმა ორი ზუსტი საჯარიმოთი ორ ქულამდე შეამცირა სტუმრების ჩამორჩენა.
"სანზის" უპირატესობის გავრცობა შენონ ბრაუნმა სცადა, თუმცა მცველმა ააცილა, მაგრამ შეტევაში გორტატის მოხსნის შემდეგ, ბურთი მარკიფ მორისს მიუვიდა, რომელიც საჯარიმოს ხაზზე დადგა - ის იდეალურად ზუსტი იყო.
რამდენიმე წამის შემდეგ კი მან ბურთი ჩაუჭრა იმავე ლოუსონს და პარტნიორები სწრაფ იერიშში გაუშვა. საბოლოოდ, სირენამდე ორი წუთით ადრე ჯორჯ კარლმა ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ ამან "ნაგეტსს" ვერ უშველა.
ფარიდის გარბენისა და დრაგიჩის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, "დენვერის" ყველა მცდელობა უაზრობა გახდა.
მორისი კი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. გუშინდელმა ახალბედამ საჭირო მომენტში გაისროლა - ბოლო მეოთხედში მან შესანიშნავი კოლექცია შეაგროვა: ექვსი ქულა, ორი ჩაჭრა და ერთი გადაცემა.
* * *
"ჰიუსტონის" რიგებში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა ლებრონ ჯეიმსს. ჯეიმს ჰარდენისა და ჯერემი ლინის მონდომებით, სირენამდე წუთნახევრით ადრე, "როკეტსი" მოქმედ ჩემპიონს ოთხ ქულას უგებდა.
"ჰიტის" გადარჩენა თავის თავზე სწორედ ლებრონმა აიღო და ზედიზედ რვა ქულა დააგროვა. სულ კი "მეფემ" მეორე ნახევარში 32 ქულა (!) მიითვალა. ბოლო შეტევისთვის "ჰიუსტონს" 18.6 წამი რჩებოდა, მაგრამ ლინმა ძალიან მალე ისროლა შორი მანძილიდან და ააცილა.
* * *
ცნობამ იმის შესახებ, რომ "ფილადელფიას" კიდევ მინიმუმ ერთი თვე მოუწევს ენდრიუ ბაინუმის გარეშე თამაში, გაანაწყენა გუნდი და მან შინ წააგო "მილუოკისთან". უფრო მეტიც, მასპინძლებმა ვერ აჩვენეს ჩვეული დაცვითი პოტენციალი და მეტოქეს 105 ქულის მოგროვების საშუალება მისცა.
გარდა ამისა, თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს ბრენდონ ჯენინგსს. სირენამდე შვიდი წუთით ადრე, მცველმა სამქულიანი მოათავსა კალათში და სტუმრების უპირატესობა ოთხ ქულამდე აიყვანა. ამის შემდეგ, "ფილადელფიამ" მეტოქესთან უფრო ახლოს მისვლა ვერ შეძლო.
პირიქით, იმის გამო, რომ "სიქსერზმა" მეოთხედში მხოლოდ 13 ქულა დააგროვა, მალე ჩამორჩენამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. ამაში დამნაშავე ისევ და ისევ ჯენინგსი იყო, რომელმაც სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა.
33 ქულა, 8 პასი და 4 ჩაჭრა - ასეთი იყო რეაქტიული პლეიმეიკერის მონაგარი, რომელიც სულ უფრო უახლოვდება "ყველა ვარსკვლავის" მატჩის დონეს.
ფილადელფია-მილუოკი 96:105
26:34, 24:28, 33:21, 13:22
ფ: ჰოლიდეი (25+6 პასი), რიჩარდსონი (20), რაიტი (14), ტ. იანი (11+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).
მ: ჯენინგსი (33+5 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), ელისი (18+5 მოხსნა+7 პასი), დანლივი (13+5 მოხსნა), ჰარისი (10).
ჰიუსტონი-მაიამი 110:113
19:25, 33:31, 33:26, 25:31
ჰ: პარსონსი (25), ჰარდენი (22+5 პასი), აშიქი (19+14 მოხსნა), პატერსონი (17+9 მოხსნა), ლინი (9+6 პასი+3 დაფარება).
მ: ჯეიმსი (38+10 მოხსნა+6 პასი), ბოში (24+10 მოხსნა), უეიდი (19+6 მოხსნა+7 პასი), ჰასლემი (10+7 მოხსნა).
დალასი-მინესოტა 82:90
17:25, 22:20, 19:21, 24:24
დ: კოლისონი (21+5 პასი), მაიო (18+5 მოხსნა), კამანი (12+5 მოხსნა).
მ: პეკოვიჩი (20), კირილენკო (16+11 მოხსნა), შვედი (16+5 პასი+3 დაფარება), რიდნური (15+8 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), კანინგემი (14+8 მოხსნა).
ფინიქსი-დენვერი 110:100
23:27, 31:30, 29:21, 27:22
ფ: დრაგიჩი (21+7 პასი), ბრაუნი (19), ბიზლი (16), დადლი (15), მორისი (13+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), გორტატი (12+11 მოხსნა), სკოლა (12+7 მოხსნა).
დ: იგუოდალა (17+9 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), მაკგი (16), გალინარი (15+9 მოხსნა), ფარიდი (14+11 მოხსნა), ლოუსონი (12+8 პასი).
პორტლენდი-ატლანტა 87:95
22:28, 25:28, 20:19, 20:20
პ: ჰიქსონი (19+18 მოხსნა), ბატუმი (19+7 მოხსნა), მეტიუზი (17+3 ჩაჭრა), ოლდრიჯი (14+6 მოხსნა+8 პასი), ლილარდი (12).
ა: სმიტი (19+11 მოხსნა), კორვერი (16), ჰორფორდი (15+10 მოხსნა), ტიგი (13+8 პასი+3 ჩაჭრა), უოტსონი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"