რეგულარული ჩემპიონატი: არაპროგნოზირებადი "ფინიქსი"

AutoSharing Option
არაპროგნოზირებადი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს "ფინიქსი". არავინ იცის, კონკრეტულ მომენტში რას მოიმოქმედებს არიზონული გუნდი. ამის დადასტურებაა - "ჩიკაგოსთან" მატჩი.

თითქოს ტომ ტიბოდოს შეგირდებმა საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე გადაწყვიტეს მატჩის ბედი - 14 ქულას იგებდნენ ბოლო მეოთხედის სტარტზე.

მაგრამ მომდევნო ცხრა წუთის განმავლობაში სტუმრებმა ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ 24 ქულა დააგროვეს და სირენამდე სამი წუთით ადრე ტელფეირის სამქულიანით ანგარიში გაათანაბრეს.

ამის შემდეგ გუნდებმა შეტევები გაცვალეს და 17 წამით ადრე "ბულზის" ლიდერობა მინიმალური იყო, საჯარიმოების შესრულების უფლება კი ჰემილტონმა მიიღო, რომელიც აქამდე
კარიერაში ჯარიმების 85 პროცენტს იყენებდა. მაგრამ ამჯერად მცველმა ორიდან ერთი თავისუფალი ჩააგდო.

საპასუხო შეტევაში ტაკერმა სირენამდე ცხრა წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი შენონ ბრიგზმა დაბლოკა ჰემილტონის შეტევა. ოვერტაიმში "სანზის" იღბალი ამოიწურა - "ხარებმა" დამატებითი დრო 6:0 გაქცევით დაიწყეს.

საბოლოოდ კი "ფინიქსის" იმედები ნოამ დაასამარა, რომელმაც ხუთი-ექვსი მეტრიდან ჩააგდო ნახევარი წუთით ადრე. სტუმრებმა ვერ დაიჯერეს, რომ ცენტრს საშუალო დისტანციიდან ჩაგდება შეეძლო და ამის გამო დაისაჯნენ.

* * *
დღევანდელი "ბოსტონის" წარმოდგენა რაჟონ რონდოს გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც ბევრს არ ეგონა, რომ "სელტიქსი" ამ გამთამაშებლის გარეშე შეძლებდა მოგებას - რონდომ მაშინ გადაიბრუნა ფეხი, როცა "იუტასთან" შეხვედრის მესამე მეოთხედში ანგარიში 60:60 იყო.

ამის შემდეგ მცველი მოედანზე არ დაბრუნებულა, თუმცა მოასწრო თავისი შთამბეჭდავი სერიის გაგრძელება, როცა ზედიზედ 32 მატჩის განმავლობაში მინიმუმ 10 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მაგრამ ამჯერად "ბოსტონს" არ გასჭირვებია რონდოს გარეშე - რაჟონის მოედნიდან გასვლის შემდეგ "კელტებმა" 8:0 გაქცევა მოაწყვეს და მატჩის ბოლომდე აღარ მისცეს "ჯაზმენებს" წინ გასვლის საშუალება.

მის უმეტეს, როცა საფინალო სირენამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე ჯეფერსონის მიერ ჩაგდებული ბურთი (რომლის შემდეგაც ანგარიში გათანაბრდა) ბოლო აღმოჩნდა სტუმრებისთვის - მათ მომდევნო შვიდი (!) ტყორცნა მიზანს ააცილეს.

მატჩის გმირად კი "ბოსტონის" რეზერვისტები უნდა მოვნათლოთ, რომლებმაც თამაშიდან 27-ჯერ ესროლეს და 18 ბურთი ჩააგდეს.

* * *
კატასტროფულად მიმდინარეობდა "ინდიანასთვის" "მილუოკისთან" გასვლითი შეხვედრა. მეცხრე წუთისთვის სტუმრები უკვე 18 ქულას აგებდნენ (თამაშიდან 11-დან 8 ბურთი ააცილეს), დიდი შესვენებისთვის კი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა - 60:34.

როცა ილიასოვამ მესამე მეოთხედის დასაწყისში საშუალო ტყორცნა ჩააგდო, სხვაობა 32 ქულა გახდა და მატჩში ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან სტუმრებმა 80-დან 50 ტყორცნა ააცილეს (მათ შორის, 15 სამქულიანის ხაზიდან), ვერ გამოიყენეს 11 საჯარიმო და 20 შეცდომა დაუშვეს.

* * *
დიდი წვლილი შეიტანეს "ჰიუსტონის" გამარჯვებაში მისმა რეზერვისტებმა - კარლოს დელფინომ და კომპანიამ "ნიუ ორლეანთან" მატჩის მეორე მეოთხედი თავის გუნდს 39:18 მოაგებინა.

ამასთან, 11 ქულა დააგროვა მარკუს მორისმა, რომელსაც ამ სეზონის წინ ჩამოწერას უპირებდნენ და ნაკლებად წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, ვიდრე მის ტყუპ ძმას.

მაგრამ, მეორე 12-წუთეულში ასეთი განადგურების მიუხედავად, თამაშს ინტრიგა არ დაუკარგავს - "ჰორნეტსმა" დაცვაში თამაში გამოასწორა და მეტოქის დაწევა შეძლო. სირენამდე წუთნახევრით ადრე ვასკესის სამქულიანით სტუმრების ჩამორჩენა ორ ქულამდე დავიდა.

"ნიუ ორლეანმა" საპასუხო შეტევის მოგერიება ვერ შეძლო და ამის შემდეგ ვერც ერთმა გუნდმა ქულის აღება ვერ მოახერხა და "ჰიუსტონის" ოთხქულიანი სხვაობა ბოლომდე შენარჩუნდა.

მინესოტა-შარლოტი 87:89
24:28, 14:23, 15:18, 34:20
მ: კირილენკო (26+12 მოხსნა), რიდნური (16+5 მოხსნა+10 პასი), შვედი (13), უილიამსი (10+9 მოხსნა), ლი (10).
შ: უოკერი (22+5 პასი+4 ჩაჭრა), სეშენსი (18+6 მოხსნა), მალენსი (12+15 მოხსნა+4 დაფარება), ტომასი (10).

ფინიქსი-ჩიკაგო 106:112 (ო)
27:29, 24:28, 18:26, 31:17, 6:12
ფ: სკოლა (24+14 მოხსნა), ტელფეირი (17), დრაგიჩი (12+5 პასი+3 ჩაჭრა), ბიზლი (12), გორტატი (11+8 მოხსნა), ბრაუნი (11), მორისი (8+10 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (28+14 მოხსნა), ნოა (21+12 მოხსნა+5 პასი), დენგი (21+5 მოხსნა), ჰემილტონი (15+5 პასი), რობინსონი (11).

გ. სტეიტი-ატლანტა 92:88
22:21, 32:25, 17:14, 21:28
გ-ს: ჰ. ბარნსი (19+13 მოხსნა), ლი (18+10 მოხსნა+5 პასი), კარი (12+7 პასი), ლენდრი (10+5 მოხსნა), რ. ჯეფერსონი (10).
ა: უილიამსი (18+6 პასი), სმიტი (16+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯონსონი (15), კორვერი (14).

ბოსტონი-იუტა 98:93
20:25, 24:21, 29:24, 25:23
ბ: პირსი (23), გრინი (16), ბარბოზა (16), გარნეტი (11+8 მოხსნა), რონდო (6+10 პასი).
ი: მილსეპი (20+12 მოხსნა), ფეივორსი (14+9 მოხსნა), გ. ჰეივორდი (14+6 მოხსნა), მო უილიამსი (14+5 პასი), ჯეფერსონი (13+14 მოხსნა).

მილუოკი-ინდიანა 99:85
33:17, 27:17, 22:19, 17:32
მ: ელისი (16), ჯენინგსი (16), დალემბერი (14+6 მოხსნა+3 დაფარება), ჰარისი (11), ჰენსონი (10), უდრიხი (9+6 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა).
ი: ჰენსბრო (17+5 მოხსნა), გრინი (13+6 მოხსნა), ჯორჯი (12).

ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 100:96
25:27, 39:18, 21:31, 15:20
ჰ: ჰარდენი (30), აშიქი (15+12 მოხსნა), პარსონსი (13+10 მოხსნა), მორისი (13+3 დაფარება), დაგლასი (12).
ნ-ო: ვასკესი (24+5 მოხსნა+9 პასი), ანდერსონი (20+12 მოხსნა), ამინუ (14+7 მოხსნა), რივერსი (10).

აღმოსავლეთი
1. ნიუ იორკი - 5/0*
2. მილუოკი - 5/2*
3. მაიამი - 6/3*
4. ბრუკლინი - 4/2
5. ბოსტონი - 5/3
6. ჩიკაგო - 5/3
7. შარლოტი - 4/3
8. ფილადელფია - 4/4
9. ატლანტა - 3/4
10. ინდიანა - 3/6
11. ორლანდო - 2/5
12. ტორონტო - 2/6
13. კლივლენდი - 2/6
14. დეტროიტი - 1/8
15. ვაშინგტონი - 0/7

დასავლეთი
1. სან ანტონიო - 7/1*
2. მემფისი - 6/1
3. კლიპერსი - 6/2*
4. ოკლაჰომა - 6/3*
5. მინესოტა - 5/3*
6. დალასი - 5/4
7. დენვერი - 4/4
8. გოლდენ სტეიტი - 4/4
8. ჰიუსტონი - 4/4
10. ნიუ ორლეანი - 3/3
11. იუტა - 4/5
12. ფინიქსი - 4/5
13. პორტლენდი - 3/5
14. ლეიკერსი - 3/5
15. საკრამენტო - 2/6

* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული