რეგულარული ჩემპიონატი: მოუგებელი მხოლოდ "ვაშინგტონია"

AutoSharing Option
"დეტროიტმა", როგორც იქნა, პირველი გამარჯვება იზეიმა სეზონში. თან ეს "პისტონზმა" ძალიან იოლად გააკეთა - თითქოს არ ყოფილიყო მანამდე რვამატჩიანი წაგებათა სერია.

დეტროიტელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს "ფილადელფია", თანაც მისსავე მოედანზე. საერთო ჯამში, სტუმრებმა ყველა პრობლემა თამაშის ეკვატორისთვის მოაგვარეს, როცა მათი უპირატესობა 16 ქულას მიუახლოვდა. მეტოქის მოედანზე "სიქსერზის" ცნობილი პრობლემების გათვალისწინებით, კოლინზის გუნდის ტრიუმფისა ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა.

მით უმეტეს, რომ აღნიშნულ შეხვედრაში "სიქსერზი" შეტევაში მთლად საშინლად გამოიყურებოდა - თამაშიდან ტყორცნების 30 პროცენტზე ნაკლები გამოიყენა. გარდა ამისა, ფარიც "პისტონზის" საკუთრება გახდა -
57:38 მოხსნებში.

აქედან 18 გრეგ მონროს ანგარიშზე მოდის. საერთო ჯამში, მასპინძლები კიდევ იოლად გადარჩნენ - უფრო დიდი ანგარიშით წააგებდნენ, ოთხ შეცდომაზე მეტი რომ დაეშვათ.

* * *
"დეტროიტის" მოგების შემდეგ რეგულარულ სეზონში ერთადერთი მოუგებელი გუნდია "ვაშინგტონი".

დედაქალაქელები სტუმრად თამაშობდნენ "დალასთან" და საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე მარტინის სამქულიანით სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა.

ამის შემდეგ ბურთის ჩაჭრის მცდელობისას "უიზარდსს" კრის კამანი გამოეპარა, რომელსაც იმ მომენტისთვის 20 ქულა ჰქონდა დაგროვებული და მხოლოდ ორი ბურთი ააცილა თამაშიდან.

ამჯერად გერმანელმა ორქულიანიც ჩააგდო და საჯარიმოს შესრულების უფლებაც მიიღო. შესაბამისად, კამანმა წყალში ჩაყარა "ვაშინგტონის" 15:0 გაქცევა მეოთხე მეოთხედში.

ფილადელფია-დეტროიტი 76:94
17:23, 17:29, 20:17, 22:25
ფ: ალენი (14+6 მოხსნა), ჰოლიდეი (12+7 პასი+3 ჩაჭრა).
დ: მონრო (19+18 მოხსნა+6 პასი), სინგლერი (16), ნაითი (15+7 მოხსნა+7 პასი), პრინსი (15+5 მოხსნა+6 პასი), მაქსიელი (8+12 მოხსნა+3 დაფარება).

დალასი-ვაშინგტონი 107:101
23:19, 40:26, 22:22, 22:34
დ: მაიო (25), კამანი (23+8 მოხსნა), კრაუდერი (12), ბრენდი (11+12 მოხსნა), მერფი (10).
ვ: კროუფორდი (21+7 პასი), სერაფინი (16+5 მოხსნა+5 პასი), მარტინი (14), პრაისი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული