მით უმეტეს, როცა ანდრეა ბარნიანიმ და ხოსე-მანუელ კალდერონმა 32 ტყორცნიდან მხოლოდ ხუთი მოათავსეს კალათში. ასევე, გუნდმა ააცილა 24-დან 18 სამქულიანი, ხოლო სასტარტოს წევრმა მაკგუაიერმა 16 წუთი ითამაშა და ერთხელაც არ უსვრია ფარისკენ.
ამიტომაც საინტერესოა, როგორ მოახერხეს მასპინძლებმა ძირითად დროში მეტოქისთვის ბრძოლის თავზე მოხვევა და შემდეგ ოვერტაიმშიც გადაირჩინეს თავი. არადა, "სპურსს" შეეძლო ორივე დამატებითი დროის თავიდან აცილება.
პირველ შემთხვევაში საჭირო იყო ბოლო წამს გადამწყვეტი სროლა ან ერთი საჯარიმო პარკერისგან ზედ სირენის
მაგრამ საფრანგეთის ნაკრების გამთამაშებელმა დანკანის ბლოკის შემდეგ თავად გაირთულა საქმე და არასახარბიელო სიტუაციიდან მოუწია სროლა. შესაბამისად, ააცილა ბურთი.
კიდევ უფრო ახლოს იყო მოგებასთან "სპურსი" პირველ ოვერტაიმში, როცა 24 წამით ადრე ოთხ ქულას იგებდა, მაგრამ ლოურისგან მიიღო სამქულიანი. და ხუთწუთეულშიც გადამწყვეტი სროლა პარკერს მიანდეს, თუმცა 0.9 წამით ადრე ფრანგმა ისევ არაზუსტად ისროლა.
მეორე ოვერტაიმშიც დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო, ოღონდ მატჩის გადასარჩენად "ტორონტოს" ორჯერ ნაკლები დრო ჰქონდა.
ამჯერად ლოური სამქულიანის ხაზიდან შეცდა, თანაც ორჯერ, დანკანმა კი ხუთ ქულამდე აიყვანა სტუმრების უპირატესობა - 111:106.
დანკანი და პარკერი მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ მოედანზე - მათ ერთად შეაგროვეს 58 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი. თუმცა კანადელებსაც შეუძლიათ კმაყოფილები იყვნენ - ლოურიმ, დეროზანმა და ვალანჩუნასმა თავიანთ გუნდს 71 ქულა და 22 მოხსნა მოუტანეს.
ედ დევისმაც უნდა იამაყოს საკუთარი თავით, რადგან 14 მოხსნა შეაგროვა და 11-დან 7 ტყორცნა მოათავსა კალათში. და ეს ყველაფერი 22 წუთის განმავლობაში.
ტორონტო-სან ანტონიო 106:111 (2ო)
25:24, 24:25, 21:20, 18:19, 9:9, 9:14
ტ: დეროზანი (29+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ვალანჩუნასი (22+7 მოხსნა+3 დაფარება), ლოური (20+8 მოხსნა), დევისი (15+14 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (32+6 მოხსნა+5 პასი), დანკანი (26+5 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ჯინობილი (15+7 მოხსნა+5 პასი), გრინი (13+9 მოხსნა), დიაო (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"