ვუდსონის შეგირდებმა 33-დან 17 სამქულიანი მოათავსეს კალათში და 31-დან 28 საჯარიმო გამოიყენეს.
უფრო მეტიც, მეტოქის 20 შეცდომიდან 33 ქულა მოიპოვეს, თავად კი ორჯერ ნაკლები რაოდენობის შეცდომა დაუშვეს. საინტერესოა, რომ "პისტონზის" ცენტრმა გრეგ მონრომ იმდენივე შედეგიანი პასი გააკეთა, რამდენიც სტუმრების გამთამაშებელთა ტრიომ - ნაითმა, სტაკიმ და ბაინუმმა.
თუმცა ამ გიგანტის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა განადგურების თავიდან ასაცილებლად - უკვე დიდი შესვენებისთვის "პისტონზი" 20 ქულას აგებდა. რა თქმა უნდა,
* * *
დიდი ძალისხმევა დასჭირდა "ბრუკლინს" "პორტლენდის" წინააღმდეგობის გასატეხად. "ბლეიზერსი" დანებებას არ აპირებდა; არადა, მისი სათადარიგოთა სკამი ისევ პასიური იყო.
სტუმრების "რეზერვისტებმა" 14-დან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდეს, აგრეთვე, 8 შეცდომა დაუშვეს და 10 პერსონალური აიღეს.
სამაგიეროდ, "პორტლენდის" სასტარტო შემადგენლობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სამმეოთხედნახევარი მატჩისთვის ინტრიგა შეენარჩუნებინა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოეპარა 20:6 სპურტი.
ყველაფერი დაიწყო უოტსონის სამქულიანით და ბლეტჩისა და ევანსის საჭირო მოხსნებით (მათ ერთად 22 მოხსნა მიითვალეს) და გაგრძელდა ლოპესის, ჯონსონის, უოლასის, ჰემფრიზსა და უილიამსის ზუსტი ტყორცნებით. დერონმა ამ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და სამქულიანებიც ბლომად ჩაყარა.
ასევე, აღნიშვნის ღირსია მასპინძლების "სუფთა" თამაში - ისინი მხოლოდ 11-ჯერ დაჯარიმდნენ მთელი მატჩის განმავლობაში.
* * *
მხოლოდ ერთი მოხსნა არ ეყო რაჟონ რონდოს (15 ქულა, 16 პასი და 9 მოხსნა) სამმაგი დუბლის გასაფორმებლად, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ორლანდოში გამართული მატჩის გმირი გამხდარიყო.
"ბოსტონმა" კი მაქსიმალურად იზრუნა იმისთვის, რომ ინტრიგას მაქსიმალურად ეცოცხლა. ასე მაგალითად, სტუმრებმა 12-ქულიანი უპირატესობა გაფლანგეს და ცხრა ქულით ჩამორჩნენ; 102:102-ზე კი, 31-წამიანი შეტევისას გარნეტმა, ბასმა და პირსმა სამი ტყორცნა ააცილეს.
"ბოსტონმა" მაინც მოიგო, ოღონდ ოვერტაიმში. ნელსონმა 15 წამით ადრე, 110:113-ზე ააცილა გადამრჩენი სამქულიანი. "ორლანდოს" აქვს განაწყენების საბაბი, რადგან ამ გუნდმა სეზონში პირველად დააგროვა 100 ქულა, მაგრამ დამარცხდა.
* * *
"ფინიქსმა" ვერ გამოიყენა "ფილადელფიასთან" მატჩის ბოლოს ჯრიუ ჰოლიდეის შეცდომები და დამარცხდა. ჰოლიდეი მატჩის მთავარი გმირი იყო - მან ჩააგდო 33 ქულა, რაც შედეგიანობის პირადი რეკორდია. გარდა ამისა, 13 შედეგიანი პასიც მიითვალა.
სხვათა შორის, ბოლოს ასეთი რამ "სიქსერზის" რიგებში 2006-07 წლებში ალენ აივერსონმა შეძლო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 22 წლის მცველმა ბოლო მეოთხედში 4 შეცდომა დაუშვა და საჯარიმოდან ორი სროლა ააცილა, რითაც "ფინიქსს" შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი დაუტოვა, მაგრამ სტუმრებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ სამჯერ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. გადამწყვეტ მომენტში, ორი წამით ადრე მაიკლ ბიზლის აუკანკალდა ხელი.
* * *
"ნიუ ორლეანი" დენვერში თანაბრად ებრძოლა ფარქვეშ "ნაგეტსს" (40:41), უფრო მეტი სამქულიანი ჩააგდო (6:5), უფრო იშვიათად კარგავდა ბურთს (14:15) და იღებდა ჯარიმებს (18:20).
მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ "ჰორნეტსი" ახლოსაც არ ყოფილა დაძაბულ დასასრულთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯორჯ კარლის შეგირდებმა თამაშიდან 56 პროცენტის სიზუსტით ისროლეს.
ნიუ იორკი-დეტროიტი 121:100
32:22, 32:22, 22:28, 35:28
ნ-ი: ენტონი (29), ნოვაკი (18), სმიტი (15+10 მოხსნა+5 პასი), უოლასი (15), ფელტონი (14+10 პასი), ჩენდლერი (13+7 მოხსნა).
დ: ნაიტი (21+5 პასი), ვილანუევა (17), სინგლერი (16), მონრო (12+5 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), დრამონდი (2+11 მოხსნა).
ბრუკლინი-პორტლენდი 98:85
25:27, 21:23, 23:20, 28:15
ბ: ჯონსონი (21), ლოპესი (15+8 მოხსნა), უილიამსი (15+12 პასი+3 ჩაჭრა+4 დაფარება), ჰემფრიზი (14+10 მოხსნა), ბლეტჩი (13+8 მოხსნა), ევანსი (2+14 მოხსნა).
პ: მეტიუზი (20+3 ჩაჭრა), ჰიქსონი (19+10 მოხსნა), ლილარდი (13+6 მოხსნა+7 პასი), ბატუმი (12+5 მოხსნა), ლეონარდი (12).
ფილადელფია-ფინიქსი 104:101
23:20, 23:21, 34:34, 24:26
ფილ: ჰოლიდეი (33+13 პასი), ტერნერი (16+9 მოხსნა), ალენი (11+6 მოხსნა), ტ. იანგი (10).
ფინ: ბიზლი (21), გორტატი (18+7 მოხსნა), ტელფეირი (12), ო'ნილი (11), სკოლა (10+7 მოხსნა), დრაგიჩი (10), მორისი (8+10 მოხსნა).
ორლანდო-ბოსტონი 110:116 (ო)
22:28, 26:30, 34:22, 20:22, 8:14
ო: რედიკი (21), ნელსონი (20+5 მოხსნა), დევისი (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), აფლალო (15+7 პასი), მაკრობერტსი (7+14 მოხსნა+3 დაფარება).
ბ: გარნეტი (24+10 მოხსნა), პირსი (23+5 მოხსნა), რონდო (15+9 მოხსნა+16 პასი), ბარბოზა (15), ბასი (13+12 მოხსნა), სალინჯერი (11+6 მოხსნა).
დენვერი-ნიუ ორლეანი 102:84
26:23, 25:18, 32:20, 19:23
დ: იგუოდალა (23), ლოუსონი (17+6 პასი), ფარიდი (14+12 მოხსნა).
ნ-ო: რობერტსი (17+5 პასი), ანდერსონი (16), ლოპესი (14+5 მოხსნა+4 დაფარება).
აღმოსავლეთი
1. მაიამი 10/3*
2. ნიუ იორკი 9/3*
3. ბრუკლინი 8/4
4. მილუოკი 6/5*
5. ატლანტა 8/4
6. შარლოტი 7/5
7. ფილადელფია 8/6
8. ბოსტონი 8/6
9. ჩიკაგო 6/6
10. ინდიანა 6/8
11. ორლანდო 5/8
12. კლივლენდი 3/10
13. დეტროიტი 3/11
14. ტორონტო 3/11
15. ვაშინგტონი 0/11
დასავლეთი
1. მემფისი 9/2*
2. სან ანტონიო 11/3
3. ოკლაჰომა 10/4*
4. კლიპერსი 8/5*
5. გოლდენ სტეიტი 8/6
6. დენვერი 8/6
7. იუტა 7/7
8. ლეიკერსი 7/7
9. დალასი 7/7
10. პორტლენდი 6/6
11. ჰიუსტონი 6/7
12. ფინიქსი 6/8
13. მინესოტა 5/7
14. საკრამენტო 4/9
15. ნიუ ორლეანი 3/9
* - დივიზიონის ლიდერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"