რეგულარული ჩემპიონატი: მხოლოდ კობი ბრაიანტი თამაშობს

AutoSharing Option
28 ნოემბრის სათამაშო დღის ბოლო მატჩი ცენტრალურად იყო აღიარებული.

"ლეიკერსი" საკუთარ მოედანზე იღებდა "ინდიანას", რომელიც მიმდინარე სეზონში ვერ ბრწყინავს. "პეისერსი" ჯერ არ არის ის გუნდი, რომელმაც შარშან პლეი ოფის მეორე რაუნდამდე მიაღწია. მიუხედავად ამისა, გუშინდელი მატჩის წინ "პეისერსს" ხუთიდან სამი თამაში ჰქონდა მოგებული.

შეიძლება იმის მტკიცება, რომ ეს მატჩი უარესი იყო ამ სეზონში კალიფორნიული კლუბისთვის. "ლეიკერსმა" თამაშიდან ტყორცნების 31 პროცენტი გამოიყენა და თითქმის არ უთამაშია გუნდური კალათბურთი (მხოლოდ 13 შედეგიანი პასი).

რომ არა კობი ბრაიანტი, რომელმაც გრიპის სიმპტომების მიუხედავად 44
წუთი ითამაშა, ალბათ, ეს იქნებოდა "ლეიკერსის" ისტორიაში ყველაზე ცუდი შეხვედრა.

მართალია, კობიმ 10 შეცდომა დაუშვა და მთელი პირველი ტაიმი ავადმყოფობას ებრძოდა, მაგრამ შემდეგ სროლა წაუვიდა და საფინალო სირენამდე 24
წამით ადრე ზუსტი სამქულიანით სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში.

ამ შეხვედრაში ბრაიანტი არა მხოლოდ მარტო თამაშობდა "ინდიანას" წინააღმდეგ, არამედ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მისი პარტნიორებიც მეტოქის მხარეს იყვნენ.

იქამდე, სანამ "ლეიკერსის" ლიდერმა ანგარიში გაათანაბრა, ჰოვარდმა არაზუსტად ისროლა ორი საჯარიმო. შემდეგ კი უორლდ პისმა გააგრძელა ჯარიმების აცილების კატასტროფული სერია. მორიგი საშინელი თამაში ჩაატარა პაუ გასოლმა, თავის თავს არ ჰგავდა "სუპერმენი", რომლის შეტევითი პოტენციალი ბურთის ჩატენვებით შემოიფარგლებოდა.

საერთო ჯამში, "ლეიკერსი" ჯერჯერობით მეტოქის თამაშზეა დამოკიდებული და ფონს ბრაიანტის ნიჭის წყალობით გადის.

კალიფორნიელთა გამოსვლა მთლიანად არის დაკავშირებული არა მის კალათბურთელებზე, არამედ მეტოქის დონეზე. ბოლო თვის განმავლობაში ორმა სამწვრთნელო ცვლილებამ ჯერჯერობით შედეგი არ მოიტანა.

ლეიკერსი-ინდიანა 77:79
21:25, 12:15, 24:21, 20:18
ლ: ბრაიანტი (40+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (17+8 მოხსნა+4 დაფარება), გასოლი (10+9 მოხსნა), უორლდ პისი (4+12 მოხსნა).
ი: ჰილი (19+5 მოხსნა+5 პასი), უესტი (16+10 მოხსნა+8 პასი), ჯორჯი (12+9 მოხსნა), მაინმი (11+6 მოხსნა), ჰიბერტი (8+5 მოხსნა+3 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული