"ნიუ ორლეან ჰორნეტსმა" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ცენტრ დი ჯეი მბენგასთან. ეს კალათბურთელი ბოლო დღეებში გუნდის საწვრთნელ ბანაკში ვარჯიშობდა და მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
29 წლის მბენგათი "ფინიქსი" და "პორტლენდიც" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ დი ჯეიმ არჩევანი "ჰორნეტსზე" გააკეთა.
მბენგამ ორ სეზონზე მეტი ითამაშა "ლოს ანჯელეს ლეიკერსში", აგრეთვე "დალასსა" და "გოლდენ სტეიტში" ირიცხებოდა. კალათბურთელი კონგოს რესპუბლიკაშია დაბადებული, თუმცა საერთაშორისო არენაზე ბელგიას წარმოადგენს.
არენასი ტყუილისთვის დაისჯება
გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "ვაშინგტონის" ლიდერმა გილბერტ არენასმა მუხლის ტრავმის სიმულაციის გამო "ატლანტასთან" საკონტროლო მატჩი
სხვათა შორის, იმ მატჩში იანგმა 31 წუთი ითამაშა და 24 ქულა მიითვალა.
ჯორდანი: კობი ათეულის კაცია
ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა თავისი აზრი გამოთქვა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველის კობი ბრიანტის ადგილზე კალათბურთის ისტორიაში.
"რთული სათქმელია, კონკრეტულად რა ადგილი ეკუთვნის კობის კალათბურთის ისტორიაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრაიანტს ყოველთვის მოიხსენიებენ პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებს შორის. ვფიქრობ, ის სპორტის ამ სახეობის ათ საუკეთესო წარმომადგენელს შორის უნდა შევიყვანოთ", - განაცხადა ჯორდანმა USA Today-თან ინტერვიუში.
დალემბერის რეკორდი დასრულდა
"საკრამენტო კინგზის" ცენტრი სამუელ დალემბერი საზარდულის ტრავმის გამო სავარაუდოდ 4-6 კვირას ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვეტერანი დააკლდება ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრას. არადა, დალემბერს ხუთი სეზონია არც ერთი მატჩი არ გამოუტოვებია რეგულარულ ჩემპიონატში. მან ზედიზედ 354 შეხვედრა ჩაატარა, რაც მესამე შედეგია მოქმედ კალათბურთელებს შორის.
გუშინ ჩატარდა სამედიცინო შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ საუკეთესო შემთხვევაში აღდგენითი პროცესი ერთ თვეს დაიკავებს.
ესპანეთის ჩემპიონი სერბ ვუნდერკინდს იფორმებს
ესპანეთის ჩემპიონი "კახა ლაბორალი" სერიოზულ ტრანსფერს გეგმავს. კლუბი 21 წლის სერბი ფორვარდის მილან მაჩვანის გადაბირებას აპირებს. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი სერბეთის "ჰემოფარმის" წევრია. შარშან ის ადრიატიკის ლიგის მატჩებში 13.3 ქულასა და 6.3 მოხსნას აგროვებდა, ამ ლიგის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, აგრეთვე კარგად გამოაჩინა თავი თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
"კახა ლაბორალის" მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა განაცხადა, რომ კლუბი ახლოს არის მაჩვანის გაფორმებასთან. შესაბამისად, ბასკონურ კლუბს ფრანგი ფლორან პიეტრუსი დატოვებს, რომელსაც გუნდთან დროებითი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
32 გუნდი 8 ჯგუფში
ბარსელონაში გაიმართა 2010-11 წლების სეზონების ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის წილისყრა. 32 გუნდი რვა ჯგუფში გადანაწილდა:
A ჯგუფი. უნიქს (რუსეთი), "ლე მანი" (საფრანგეთი), "ბანვითი" (თურქეთი), "ოლდენბურგი" (გერმანია).
B ჯგუფი. "ჰემოფარმი" (სერბეთი), "ბეშიქთაში" (თურქეთი), "ვილერბანი" (საფრანგეთი), "გეტინგენი" (გერმანია).
C ჯგუფი. "გრან კანარია" (ესპანეთი), "ბუდიველნიკი" (უკრაინა), "შიაულიაი" (ლიტვა), "ბუდუჩნოსტი" (ჩერნოგორია).
D ჯგუფი. არისი (საბერძნეთი), "აზოვმაში" (უკრაინა), "ჰაპოელი" ჰ-ე (ისრაელი), "ცედევიტა" (ხორვატია).
E ჯგუფი. "პანელინიოსი" (საბერძნეთი), "გალათასარაი" (თურქეთი), "კანტუ" (იტალია), "გრონინგენი" (ჰოლანდია).
F ჯგუფი. "ბენეტონი" (იტალია), "ესტუდიანტესი" (ესპანეთი), პაოკ (საბერძნეთი), "როანი" (საფრანგეთი).
G ჯგუფი. "კახასოლი" (ესპანეთი), "ნიმბურკი" (ჩეხეთი), "ჰაპოელი" ი (ისრაელი), ვეფ (ლატვია).
H ჯგუფი. ალბა (გერმანია), კრასნიე კრილია (რუსეთი), კაზერტა (იტალია), ანვილი (პოლონეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"