NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიო სპურსი" მეოთხედი მილიონით დაისაჯა

AutoSharing Option
NBA-ს კომისარმა დევიდ სტერნმა დანაპირები აასრულა და ფულადი ჯარიმით დასაჯა "სან ანტონიო სპურსი" იმის გამო, რომ კლუბმა "მაიამისთან" მატჩში არ ათამაშა ოთხი წამყვანი კალათბურთელი - ტიმ დანკანი, დენი გრინი, მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი.

ლიგის ხელმძღვანელობის სასჯელი საკმაოდ მკაცრი გამოდგა - კლუბს 250 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ "სპურსისა" და "ჰიტის" მატჩი TNT-ის ეროვნული არხის ეთერში გადაიცემოდა და გრეგ პოპოვიჩმა, ყველასთვის მოულოდნელად, ამ მატჩში სარეზერვო შემადგენლობა ათამაშა.

NBA-ს აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ "სან ანტონიოს" მწვრთნელმა წინასწარ არ აცნობა ლიგის
ხელმძღვანელობას ამ ნაბიჯის შესახებ.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ალენ აივერსონი სახლის გარეშე რჩება. კალათბურთელი იძულებულია, სახლი ვალების დასაფარად გაყიდოს.

ბოლო დროს ლეგენდარულ კალათბურთელს სერიოზული პრობლემები შეექმნა ფინანსებთან დაკავშირებით. სიტუაცია უფრო მეტად დამძიმდა მას შემდეგ, რაც ალენი მეუღლე ტავანას გაეყარა.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, თუ უახლოეს ხანში ალენი ვერ შეძლებს ბანკთან უთანხმოების მოგვარებას, უკვე 2012 წლის დეკემბერში აუქციონზე გაიტანენ აივერსონის სახლს ქალაქ ატლანტაში, რომელიც ოთხნახევარ მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ასევე, აუქციონზე გაიყიდება ყველა ნივთი, რომელიც სახლში ინახება.

NBA. რეგულარული ჩემპიონატი
30 ნოემბერი
ტორონტო-ფინიქსი 101:97
19:25, 32:27, 29:24, 21:21
ტ: დეროზანი (23+8 მოხსნა), ჯონსონი (16), ლოური (15+7 მოხსნა), კალდერონი (13+9 პასი).
ფ: გორტატი (14+5 პასი+3 დაფარება), ბრაუნი (14), დადლი (14), დრაგიჩი (13+5 პასი), ბიზლი (12+6 პასი).

შარლოტი-ფილადელფია 98:104
25:27, 25:27, 23:22, 25:28
შ: გორდონი (19+5 პასი), ტეილორი (16), ბიიომბო (14+7 მოხსნა+3 დაფარება), უოკერი (13+9 პასი), კიდ-გილკირსტი (10+8 მოხსნა), მალენსი (10).
ფ: ტერნერი (25+10 მოხსნა), რიჩარდსონი (22), ტ. იანგი (15+7 მოხსნა), ჰოლიდეი (13+15 პასი), ალენი (10+10 მოხსნა).

ორლანდო-ბრუკლინი 86:98
21:25, 23:20, 21:31, 21:22
ო: დევისი (16), მერი (13), ნიკოლსონი (12), ვუჩევიჩი (12).
ბ: ჯონსონი (22+5 პასი), უოლასი (20), ბლეტჩი (14+9 მოხსნა), ჰემფრიზი (11+7 მოხსნა), უილიამსი (11+7 პასი), ევანსი (5+10 მოხსნა).

ბოსტონი-პორტლენდი 96:78
25:18, 31:15, 19:26, 21:19
ბ: გრინი (19), ტერი (17), პირსი (12+8 მოხსნა+5 პასი), ლი (10+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), გარნეტი (10).
პ: ოლდრიჯი (23+8 მოხსნა), ლეონარდი (11), ჰიქსონი (11).

ნიუ იორკი-ვაშინგტონი 108:87
26:17, 31:29, 29:19, 22:22
ნ-ი: სმიტი (20+6 პასი), ენტონი (20+5 პასი), ჩენდლერი (12+10 მოხსნა), ბრიუერი (12+3 ჩაჭრა), ფელტონი (11).
ვ: კროუფორდი (17), ბილი (14), სერაფინი (13+10 მოხსნა).

ატლანტა-კლივლენდი 111:113
29:27, 38:29, 24:26, 20:31
ა: სმიტი (25+8 მოხსნა), უილიამსი (18), ჰორფორდი (15+11 მოხსნა+5 პასი), ტიგი (15+7 პასი+6 ჩაჭრა), ჰარისი (13), სტივენსონი (12).
კ: პარგო (22), უეიტერსი (21+7 პასი), ვარეჟაო (20+18 მოხსნა), გი (13), ზელერი (10), ტომპსონი (6+15 მოხსნა).

მემფისი-დეტროიტი 90:78
22:21, 31:24, 23:21, 14:12
მ: გეი (18), გასოლი (17+11 მოხსნა+4 დაფარება), კონლი (17+5 პასი+6 ჩაჭრა), არტური (11), ბეილესი (10).
დ: მონრო (17+9 მოხსნა), პრინსი (15), ნაითი (10).

ოკლაჰომა-იუტა 106:94
22:20, 32:22, 29:25, 23:27
ო: დურანტი (25), უესტბრუკი (23+13 მოხსნა+8 პასი+7 ჩაჭრა), მარტინი (19), იბაკა (12+7 მოხსნა+7 დაფარება), პერკინსი (12+5 პასი+3 დაფარება).
ი: კანტერი (18+7 მოხსნა), ჯეფერსონი (16+11 მოხსნა), მილსეპი (13), მო უილიამსი (13+6 პასი), გ. ჰეივორდი (13), ფოიე (12).

მინესოტა-მილუოკი 95:85
29:30, 28:17, 11:16, 27:22
მინ: შვედი (16+5 პასი), რიდნური (16), ლაფი (15+14 მოხსნა), ბარეა (15+5 პასი), პეკოვიჩი (14+16 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (7+10 მოხსნა).
მილ: ჯენინგსი (18), ელისი (18+3 ჩაჭრა), სანდერსი (10+12 მოხსნა+10 დაფარება), ჰენსონი (10+7 მოხსნა), უდო (8).

საკრამენტო-ინდიანა 92:97
17:20, 23:23, 27:29, 25:25
ს: კაზინსი (19+16 მოხსნა), ტორნტონი (15), გარსია (12), ფრედეტი (12).
ი: უესტი (31+11 მოხსნა), ჰილი (25+8 პასი), იანგი (12).

ლეიკერსი-დენვერი 122:103
34:27, 37:30, 26:25, 25:21
ლ: ჯეიმისონი (33+12 მოხსნა), ჰოვარდი (28+20 მოხსნა+3 დაფარება), მიქსი (21), ბრაიანტი (14+8 პასი), უორლდ პისი (10+3 ჩაჭრა).
დ: გალინარი (19), იგუოდალა (14), ჯ. ჰემილტონი (13+8 მოხსნა), მაკგი (10), მილერი (10).

1 დეკემბერი
კლიპერსი-საკრამენტო 116:81
28:17, 30:17, 29:24, 29:23
კ: კროუფორდი (17+6 პასი), გრიფინი (14+9 მოხსნა), პოლი (14+5 პასი), ბლედსოუ (14), ჯორდანი (13), ბარნსი (12), ბატლერი (11).
ს: ტორნტონი (20), ტომპსონი (16+12 მოხსნა), ტომასი (14).

გ. სტეიტი-ინდიანა 103:92
20:20, 31:24, 31:28, 21:20
გ-ს: ტომპსონი (22+7 მოხსნა), კარი (20+11 პასი), ჯეკი (18+5 პასი), ლენდრი (16), ლი (13+12 მოხსნა).
ი: უესტი (23+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰილი (19), ჰიბერტი (15+7 მოხსნა+5 დაფარება), მაინმი (10).

მაიამი-ბრუკლინი 102:89
16:24, 34:35, 32:19, 20:11
მ: უეიდი (34+7 პასი), ჯეიმსი (21+9 მოხსნა+6 პასი), ალენი (13), კოული (12+3 ჩაჭრა).
ბ: ბლეტჩი (20+8 მოხსნა), უოლასი (13+9 მოხსნა), ჯონსონი (12), სტეკჰაუსი (11), ჰემფრიზი (11+7 მოხსნა), უოტსონი (10), უილიამსი (10+12 პასი).

კლივლენდი-პორტლენდი 117:118 (2ო)
28:21, 20:26, 26:23, 17:21, 12:12, 14:15
კ: გი (22), ვარეჟაო (19+17 მოხსნა+5 პასი), ზელერი (14+10 მოხსნა), პარგო (13+8 პასი), უეიტერსი (12+7 პასი), კასპი (11), ტომპსონი (10), ყორუნ (10).
პ: ლილარდი (24+11 პასი+), ბატუმი (22+7 მოხსნა), ოლდრიჯი (21+9 მოხსნა), მეტიუზი (11+10 პასი), ჰიქსონი (11).

ჩიკაგო-ფილადელფია 93:88
22:19, 19:22, 26:23, 26:24
ჩ: დენგი (25+7 მოხსნა+7 პასი), ჰემილტონი (15), ნოა (12+13 მოხსნა+7 პასი), ბუზერი (12+12 მოხსნა), გიბსონი (11+8 მოხსნა).
ფ: ჰოლიდეი (23+7 პასი), ტ. იანგი (22+7 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 დაფარება), ტერნერი (12+7 პასი), ალენი (10+8 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 79:100
21:30, 23:24, 13:30, 22:16
ნ-ო: ანდერსონი (21+10 მოხსნა), ლოპესი (12), მეისონი (11).
ო: დურანტი (20+8 მოხსნა), მარტინი (19), უესტბრუკი (18+10 პასი+3 ჩაჭრა), კოლისონი (12), პერკინსი (10).

ჰიუსტონი-იუტა 124:116
28:28, 30:21, 27:37, 39:30
ჰ: პატერსონი (20+7 მოხსნა+3 დაფარება), ლინი (19+8 პასი), პარსონსი (19), ჰარდენი (18+7 პასი), აშიქი (14+12 მოხსნა+3 დაფარება), დელფინო (13), სმიტი (13).
ი: გ. ჰეივორდი (21), ჯეფერსონი (20+8 მოხსნა), ფოიე (20+6 პასი+3 ჩაჭრა), მო უილიამსი (16+7 პასი), მილსეპი (12+11 მოხსნა), ბერქსი (11).

მილუოკი-ბოსტონი 91:88
11:27, 36:21, 22:21, 22:19
მ: სანდერსი (18+16 მოხსნა+5 დაფარება), ელისი (17+7 პასი), ილიასოვა (15), ჯენინგსი (13).
ბ: პირსი (19+6 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (18), გარნეტი (17+7 მოხსნა), ტერი (15+11 პასი+3 ჩაჭრა), ლი (13).

სან ანტონიო-მემფისი 99:95 (ო)
21:22, 24:24, 15:27, 27:14, 12:8
ს-ა: პარკერი (30+6 პასი), დანკანი (27+15 მოხსნა), ნილი (13), ჯინობილი (10+6 პასი+6 ჩაჭრა).
მ: გასოლი (20+8 მოხსნა), კონლი (18+12 პასი+4 ჩაჭრა), რენდოლფი (17+15 მოხსნა), გეი (15+10 მოხსნა), არტური (10).

დალასი-დეტროიტი 92:77
24:27, 18:21, 25:11, 25:18
დალ: მაიო (27), ბრენდი (17+12 მოხსნა), კარტერი (12+5 პასი), კამანი (10+9 მოხსნა+3 დაფარება).
დეტ: ნაითი (20+3 ჩაჭრა), პრინსი (12), სინგლერი (12), მაქსიელი (10+12 მოხსნა+5 დაფარება), მონრო (8+15 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული