თავდაპირველად დასახელდნენ ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელები.
აღმოსავლეთის ლაურეატი გახდა "ბრუკლინ ნეტსის" დამრიგებელი ეივერი ჯონსონი. მისმა გუნდმა გასულ თვეში 11 მატჩი მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა. მოგებების რაოდენობით, "ბრუკლინი" არ ჩამოუვარდება აღმოსავლეთის ფავორიტებს - "მაიამი ჰიტსა" (11-3) და "ნიუ იორკ ნიქსს" (11-4).
15 მატჩში 11 მოგება საუკეთესო სტარტია კლუბის ისტორიაში. გარდა ამისა, "ნეტსმა" არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო შეხვედრა - 107:68 "ორლანდოს" წინააღმდეგ. და კიდევ, "ბრუკლინი" საშუალოდ მატჩში 90.4 ქულას უშვებს, რაც
დასავლეთში საუკეთესოდ დაასახელეს "მემფისის" მთავარი მწვრთნელი ლაიონელ ჰოლინზი. მისმა გუნდმა გასულ თვეში საუკეთესო ბალანსი აჩვენა - 12 მოგება და 2 წაგება.
"გრიზლისი" ლიგის ლიდერია დაცვაში თამაშით - მისი მეტოქეები საშუალოდ მატჩში მხოლოდ 90.1 ქულას აგროვებენ. საინტერესოა, რომ 11 და 14 ნოემბერს, "მემფისმა" შარშანდელი სეზონის ფინალისტებს - "მაიამისა" (104:86) და "ოკლაჰომას" (107:97) ორნიშნა სხვაობით მოუგო.
თვის მწვრთნელობაზე პრეტენდენტები იყვნენ: ლარი დრიუ ("ატლანტა"), მაიკ დანლეპი ("შარლოტი"), ერიკ სპოელსტრა ("მაიამი"), მაიკ ვუდსონი ("ნიუ იორკი"), სკოტ ბრუქსი ("ოკლაჰომა") და გრეგ პოპოვიჩი ("სან ანტონიო").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"