კობი ბრაიანტი: 30 000 მაიკლ ჯორდანზე 1678 დღით ადრე

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღე გაიმართა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში და ერთ-ერთ შეხვედრაში მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა", მოლოდინისამებრ, დაამარცხა "ნიუ ორლეანი" - 103:87, ხოლო კალიფორნიელთა ლიდერმა კობი ბრაიანტმა თავის აქტივში 29 ქულა ჩაიწერა. ამის წყალობით, ვეტერანი ვარსკვლავი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც კარიერაში 30 ათასი ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებელს მან პირველ ტაიმში მიაღწია.

კობიმ 30-ქულიან ზღვარს 34 წლის ასაკში მიაღწია - ერთი წლითა და 75 დღით ადრე, ვიდრე ეს წინა რეკორდსმენმა უილტ ჩემბერლენმა გააკეთა.

სულ კი ისტორიაში 30-ქულიანი ზღვარი
ოთხ ლეგენდარულ კალათბურთელს აქვს გადალახული: ქარიმ აბდულ-ჯაბარს (38 387), კარლ მელოუნს (36 928), მაიკლ ჯორდანსა (32 292) და უილტ ჩემბერლენს (31 419). მოქმედ კალათბურთელებს შორის ბრაიანტთან ყველაზე ახლოს არის "ბოსტონის" ფორვარდი კევინ გარნეტი - 24 535 ქულა.

მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი "ლეიკერსის" კიდევ ერთი წევრისთვის - მეტა უორლდ პისისთვის. ის შეუერთდა ისეთ კალათბურთელებს, რომლებსაც კარიერაში მოპოვებული აქვთ: 12 ათასი ქულა, 4 ათასი მოხსნა, 1500 ჩაჭრა და ჩაგდებული აქვთ 1000 სამქულიანი. აქამდე ასეთი რამ შეძლეს იმავე ბრაიანტმა, გერი პეიტონმა, რეჯი მილერმა, ჯეისონ კიდმა და პოლ პირსმა.

მოკლედ, ასეთ საღამოს "ლეიკერსს" წაგების უფლება არ ჰქონდა და არ წააგო. კალიფორნიელებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვეს და თან სეზონის რეკორდი გააუმჯობესეს მთელი თამაშის განმავლობაში ტექნიკური შეცდომების რაოდენობით (9).

შარლოტი-ნიუ იორკი 98:100
24:26, 29:25, 22:21, 23:28
შ: უოკერი (25+11 პასი), ჰენდერსონი (18+6 მოხსნა), გორდონი (17), კიდ-გილკირსტი (12), ბიიომბო (2+12 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (23+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (18+17 მოხსნა), ფელტონი (17+9 პასი), სმიტი (13).

ინდიანა-პორტლენდი 99:92
20:21, 28:29, 31:14, 20:18
ი: ჯორჯი (22+8 მოხსნა+5 პასი), ჰილი (18), უესტი (16+10 მოხსნა), მაინმი (12), ჰიბერტი (10+7 მოხსნა+3 დაფარება), ჰენსბრო (10+5 მოხსნა).
პ: ლილარდი (23+6 პასი), მეტიუზი (19), ოლდრიჯი (18+10 მოხსნა), ჰიქსონი (14+12 მოხსნა).

ბოსტონი-მინესოტა 104:94
27:30, 20:21, 32:21, 25:22
ბ: გარნეტი (18+10 მოხსნა), პირსი (18), რონდო (17+11 პასი), ტერი (17+5 მოხსნა), ბასი (12+8 მოხსნა+3 დაფარება).
მ: ლავი (19+13 მოხსნა), პეკოვიჩი (14+9 მოხსნა), ჰოვარდი (12+3 ჩაჭრა), რიდნური (11+5 პასი), შვედი (11), ბარეა (10).

ატლანტა-დენვერი 108:104
27:26, 28:25, 30:27, 23:26
ა: ჰორფორდი (25+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), სმიტი (16+13 მოხსნა), უილიამსი (16+6 პასი), ჰარისი (12+5 პასი+3 ჩაჭრა), ფაჩულია (11+7 მოხსნა).
დ: ლოუსონი (32+7 პასი+5 ჩაჭრა), ბრიუერი (19), გალინარი (16+5 მოხსნა), მაკგი (11), მოზგოვი (6+13 მოხსნა).

დეტროიტი-გ. სტეიტი 97:104
20:21, 18:19, 23:39, 36:25
დ: პრინსი (24+5 პასი), სტაკი (17+9 პასი), დრამონდი (15+12 მოხსნა), ვილანუევა (11), მაგეტი (10).
გ-ს: ტომპსონი (27), კარი (22+10 პასი), ლი (20+11 მოხსნა), ბარნსი (10+5 მოხსნა).

კლივლენდი-ჩიკაგო 85:95
11:27, 24:18, 28:27, 22:23
კ: სლოუნი (14), ვარეჟაო (11+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (11+5 მოხსნა), ზელერი (10+7 მოხსნა), გიბსონი (10), მაილზი (10).
ჩ: ბელინელი (23), დენგი (22+7 მოხსნა), ნოა (13+15 მოხსნა+5 პასი), ჰაინრიხი (11+8 პასი), ბუზერი (10+12 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 87:103
23:20, 25:27, 16:30, 23:26
ნ-ო: ანდერსონი (31+9 მოხსნა), ვასკესი (16+5 მოხსნა+9 პასი), ლოპესი (15+5 დაფარება), ამინუ (6+10 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (29+6 მოხსნა), ჰოვარდი (18+8 მოხსნა+5 დაფარება), ჯეიმისონი (15), უორლდ პისი (11+9 მოხსნა), დუჰონი (3+5 მოხსნა+10 პასი).

სან ანტონიო-მილუოკი 110:99
29:32, 23:26, 24:18, 34:23
ს-ა: ნილი (22), პარკერი (22+10 პასი), დანკანი (17+10 მოხსნა), სპლიტერი (15), ჯინობილი (11).
მ: ელისი (21+11 პასი), ილიასოვა (17), ჯენინგსი (14), დენიელსი (12), მბა ა მუტე (10).

იუტა-ორლანდო 87:81
24:15, 21:19, 23:23, 19:24
ი: ჯეფერსონი (31+15 მოხსნა), მილსეპი (22).
ო: დევისი (18+12 მოხსნა), ნელსონი (17), აფლალო (16), რედიკი (14).

საკრამენტო-ტორონტო 107:100
29:29, 26:18, 23:29, 29:24
ს: კაზინსი (25+13 მოხსნა), ევანსი (23), ტომპსონი (13+10 მოხსნა).
ტ: ლოური (34+11 პასი), პიეტრუსი (21), დეროზანი (14).

კლიპერსი-დალასი 112:88
29:18, 31:24, 23:26, 29:20
კ: კროუფორდი (20), გრიფინი (19+13 მოხსნა), ბატლერი (16).
დ: კარტერი (16), ფიშერი (15), კამანი (14), მერიონი (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული