პაუ გასოლს "ტორონტოში" უშვებენ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობას შეუძლია ჯიუტად ამტკიცოს, რომ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს პაუ გასოლის გაცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე ყველა ხვდება, რომ ესპანელის ტრეიდი გარდაუვალი აუცილებლობაა.

ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ პრესაში მუდმივად ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით ჭორები.

ასე მაგალითად, თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, "ტორონტო" მზად არის პაუს სანაცვლოდ დათმოს ანდრეა ბარნიანი, ხოსე კალდერონი და ლინას კლეიზა.

არსებობს კობიზე კიდევ ერთი "მონადირე" - "მინესოტა ტიმბერვულვზი", რომელიც ჯერ კიდევ 2011 წლის დრაფტისას გამოთქვამ
და დაინტერესებას ესპანელით.

ჭორების თანახმად, "მგლები" საპირისპირო მიმართულებით გაუშვებენ დერიკ უილიამსსა და ნიკოლაი პეკოვიჩს.

"მინესოტას" მონდომება გასაგებია - ის მიიღებს გამოცდილ ფორვარდს, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" არაერთგზის მონაწილეს, რომელიც თან რიკი რუბიოს თანამემამულეა და შეუძლია "ტიმბერვულვზი" პლეი ოფის სტაბილურ მონაწილედ აქციოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული